გადაფურთხებით აივნიდან დაიწყო დილა, ძნელია როცა მიდიხარ და გელიან არსად, ჩემს მაჯებიდან ნამუსვრევი ვენები ცვივა, ვუყურებ ქუჩას,მის ბოლოში არავინ არ ჩანს.
ფიქრი მოვიდა დილის ნამად ნაზად და ტკბილად, მაგრამ ვიცი რომ ეს ფიქრიც მე მომიტანს ნაგავს, ძნელია როცა მიდიხარ და გელიან არსად, სწორედ ამიტომ ხელში ვიღებ შემართულ ნაგანს.
გამივლის თვალ წინ გამოვლილი მთელი ცხოვრება, ქალი,დალევა,ჩემს სხეულს რომ ძლივსღა მივათრევ, მივიბჯენ ნაგანს,გადაცვეთილ ჩემს საფეთქელზე, ჯანდაბას უკვე მერამდენედ,ისევ მიმართლებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|