 | ავტორი: ვასო ჟანრი: თარგმანი 2 მაისი, 2008 |
Ответ
Старушка милая, Живи, как ты живешь. Я нежно чувствую Твою любовь и память. Но только ты Ни капли не поймешь - Чем я живу И чем я в мире занят.
Теперь у вас зима. И лунными ночами, Я знаю, ты Помыслишь не одна, Как будто кто Черемуху качает И осыпает Снегом у окна.
Родимая! Ну как заснуть в метель? В трубе так жалобно И так протяжно стонет. Захочешь лечь, Но видишь не постель, А узкий гроб И - что тебя хоронят.
Так будто тысяча Гнусавейших дьячков, Поет она плакидой - Сволочь-вьюга! И снег ложится Вроде пятачков, И нет за гробом Ни жены, ни друга!
Я более всего Весну люблю. Люблю разлив Стремительным потоком, Где каждой щепке, Словно кораблю, Такой простор, Что не окинешь оком.
Но ту весну, Которую люблю, Я революцией великой Называю! И лишь о ней Страдаю и скорблю, Ее одну Я жду и призываю!
Но эта пакость - Хладная планета! Ее и Солнцем-Лениным Пока не растопить! Вот потому С больной душой поэта Пошел скандалить я, Озорничать и пить.
Но время будет, Милая, родная! Она придет, желанная пора! Недаром мы Присели у орудий: Тот сел у пушки, Этот - у пера.
Забудь про деньги ты, Забудь про все. Какая гибель?! Ты ли это, ты ли? Ведь не корова я, Не лошадь, не осел, Чтобы меня Из стойла выводили!
Я выйду сам, Когда настанет срок, Когда пальнуть Придется по планете, И, воротясь, Тебе куплю платок, Ну, а отцу Куплю я штуки эти.
Пока ж - идет метель, И тысячей дьячков Поет она плакидой - Сволочь-вьюга. И снег ложится Вроде пятачков, И нет за гробом Ни жены, ни друга.
პასუხი
კვლავ ძველებურად იცხოვრე, დედი. გიყვარვარ, ვიცი, გახსოვარ, მნატრობ. თუმც, ვერ გაიგებ _ ასეთი ხვედრი რად მერგო, ვცხოვრობ ამგვარად რატომ.
მანდ ზამთარია. მთვარიან ღამეს ვიცი, რომ გულში გაივლებ, თითქოს გარეთ ვიღაცა შოთხვის ხეს არხევს და ფანჯარასთან ჩამოყრის ფიფქებს.
ო, ამ ქარბუქში ვით დაიძინებ? საკვამურ მილებს ქარი აბღავლებს. გინდა წამოწვე, საწოლს ეძიებ... ხედავ – კუბოა და შენ გმარხავენ.
მედავითნენი თითქოს ათასნი – გალობს დუდღუნით ქარი–მსტოვარი! ცვივა ფიფქები, კუბოს თავთან კი არც ცოლია და არც მეგობარი.
მე გაზაფხული მიყვარს უფრორე. მიყვარს, ტალღებად მომსკდარ ნაკადებს რომ გასცქერი და თვალს ვერ უტოლებ, თითქოს ხომალდებს რომ მოაქანებს.
თუმც, იმ გაზაფხულს, რომელიც მიყვარს რევოლუციის სახელს ვუწოდებ. მხოლოდ მის გამო თუ ვებრძვი სიტყვას, მას მოველი და მას მოვუწოდებ.
ჯერ კი სიბილწე გვახრჩობს, არ გვინდობს! ჯერ არ იცვლება ირგვლივ ამინდი! სული მიშფოთავს სწორედ ამიტომ სმასა და ჩხუბში ზღვარს გადავედი.
მაგრამ, ძვირფასო, მოვა ის წამი, მოვა ნანატრი ხანა, გჯეროდეს! ერთს ზარბაზანი, ამას – კალამი განა ტყუილად უნდა სჭეროდა.
ნუ ჩაიქნიე ამაოდ ხელი. ფული?! დაღუპვა?! ეს შენ მწერ მაგას? ძროხა ხომ არ ვარ, ვირი ან ცხენი, რომ გამდენონ და მომწყვიტონ ბაგას.
თავად გამოვალ, დრო რომ დადგება, როცა პლანეტას შეძრავს გასროლა. გიყიდი თავშალს, გამოგადგბა, მამას ვუყიდი რამეს სახსოვრად.
ჯერ კი – ბუქია, ვით მედავითნე – გალობს დუდღუნით ქარი–მსტოვარი! ცვივა ფიფქები, კუბოს თავთან კი არც ცოლია და არც მეგობარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. Черемуха-შოთხვის ხე_არ ვიცოდი ეს ქართულად :)
Ну как заснуть в метель?
მიყვარს ესენინი ძალიან. Черемуха-შოთხვის ხე_არ ვიცოდი ეს ქართულად :)
Ну как заснуть в метель?
მიყვარს ესენინი ძალიან.
9. კაცო სხვა რა მე სულ მიყვარხარ ბიჭო მაგრამ ეს ოხერი საბავშვო ლექსები დადეთ დადეთ
კაცო სხვა რა მე სულ მიყვარხარ ბიჭო მაგრამ ეს ოხერი საბავშვო ლექსები დადეთ დადეთ
8. უჰ, ეს რა მოხარხარე კაცუნა დამისვია... ეგ არ მინდოდა :) რა აცინებს ნეტა?.. :) უჰ, ეს რა მოხარხარე კაცუნა დამისვია... ეგ არ მინდოდა :) რა აცინებს ნეტა?.. :)
7. მადლობა ყველას - რუსული პოეზიის მოყვარულებსაც და საბავშვო ლექსებისაც :))
ანი, სხვა მალე იქნება :)
მადლობა ყველას - რუსული პოეზიის მოყვარულებსაც და საბავშვო ლექსებისაც :))
ანი, სხვა მალე იქნება :)
6. ძალიან მომეწონა 5! ძალიან მომეწონა 5!
5. საიტზე ესენინია მოდაში ;;)
მშვენიერი თარგმანია :) მე თქვენი საბავშვო მერჩივნა ისე :) 5 საიტზე ესენინია მოდაში ;;)
მშვენიერი თარგმანია :) მე თქვენი საბავშვო მერჩივნა ისე :) 5
4. ამ თარგმანებმა ხომ შემჭამა:) 5 და კოცნა... მე სხვას ველოდი:( ამ თარგმანებმა ხომ შემჭამა:) 5 და კოცნა... მე სხვას ველოდი:(
3. ვასიკო, ძალიან კარგია! ურაკპარაკზე სხვა ამპლუაში გინდა, რომ წარმოგვიდგე? როგორც არასაბავშვო პოეტი? ისინიც გვინდა! თარგმანს - 5! ვასიკო, ძალიან კარგია! ურაკპარაკზე სხვა ამპლუაში გინდა, რომ წარმოგვიდგე? როგორც არასაბავშვო პოეტი? ისინიც გვინდა! თარგმანს - 5!
2. განწყობა უზუსტესია. 5 განწყობა უზუსტესია. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|