შენ მაძლევ ინსტრუქციას, თუ როგორ დაგივიწყო, მე ვიცი, თეორია რომ უფრო იოლია, დრო გავა და ტკივილიც ჩაცხრება, გაივლის, ჰო, ეს არის ნუგეში და ერთგვარი ირონიაც.
ისეთი ჰაერია, უთუოდ ჩამოთოვა, სადმე, მთის კენწეროზე, მთვარეც კი მოჰგავს გუნდას... სახეზე აშკარაა ღიმილის ნაკლებობა, თუკი რამ ნატვრასავით ტკბილი არ მომაგონდა.
მერე კვლავ გრძელდებიან უკუნი ღამეები, ზამთარი ძალაშია, რას ვიზამ, ვეგუები, და გული სისხლძარღვებში იღვრება გამეტებით, და თვლემენ ერთგულებად ქცეული ბეღურები...
და შენი ინსტრუქცია ქარებმა მიითვისეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძნელია დავიწყება, გულს ვერ უბრძანებ! ძნელია დავიწყება, გულს ვერ უბრძანებ!
6. :) მე ვფიქრობ, ერთგული ყველა მხოლოდ საკუთარი თავისაა, ან - არაა... რა თქმა უნდა, არსებობს ყველაზე დიდი ერთგულებაც, რაც, ალბათ, ერთეულთა უნარი, თუ ხვედრია.
:) მე ვფიქრობ, ერთგული ყველა მხოლოდ საკუთარი თავისაა, ან - არაა... რა თქმა უნდა, არსებობს ყველაზე დიდი ერთგულებაც, რაც, ალბათ, ერთეულთა უნარი, თუ ხვედრია.
5. სწორი აზრია, ძალით ლექსის არდაწერა... - მხოლოდ პოეტისთვისაა რთული. :) "ტკივილთან ერთად " არაბული ანდაზაა, ჩემი ფრაზა არაა. უკეთესიც ვიცი:
"სირცხვილი ცხოვრებაზე გრძელია!" - ხო მაგარია... ამიტომ , ერთგულებას გაუმარჯოს.
სწორი აზრია, ძალით ლექსის არდაწერა... - მხოლოდ პოეტისთვისაა რთული. :) "ტკივილთან ერთად " არაბული ანდაზაა, ჩემი ფრაზა არაა. უკეთესიც ვიცი:
"სირცხვილი ცხოვრებაზე გრძელია!" - ხო მაგარია... ამიტომ , ერთგულებას გაუმარჯოს.
4.
ტკივილთან ერთად, ჰო :) გმადლობ, ნეფერტარ. ძალით ლექსის არდაწერა უფრო მესმის, ისე, მე.
ტკივილთან ერთად, ჰო :) გმადლობ, ნეფერტარ. ძალით ლექსის არდაწერა უფრო მესმის, ისე, მე.
3. დავაკვირდი და დავაკვირდი... არა, არაა ნაძალადევი. დრო, არაფერს კურნავს, მხოლოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის. ერთგულება ადამიანის ბუნებაა და არაა კავშირში მეორე ადამიანთან. 5.
დავაკვირდი და დავაკვირდი... არა, არაა ნაძალადევი. დრო, არაფერს კურნავს, მხოლოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის. ერთგულება ადამიანის ბუნებაა და არაა კავშირში მეორე ადამიანთან. 5.
2. ჰო, სათაურს ეგ ასოციაცია უნდა გამოეწვია, ალბათ, იუმორნარევად. დანარჩენის რა გითხრათ, არავის დაუვალებია, დაძალებით - მით უფრო. გმადლობ, იასონ.
ჰო, სათაურს ეგ ასოციაცია უნდა გამოეწვია, ალბათ, იუმორნარევად. დანარჩენის რა გითხრათ, არავის დაუვალებია, დაძალებით - მით უფრო. გმადლობ, იასონ.
1. უინსტრუქციოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე
მეჩვენება, რომ ცოტა არ იყოს, ნაძალადევი ლექსია, აი, ორიდან ერთ ქულას რომ გაქაჩავს უინსტრუქციოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე
მეჩვენება, რომ ცოტა არ იყოს, ნაძალადევი ლექსია, აი, ორიდან ერთ ქულას რომ გაქაჩავს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|