 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 16 იანვარი, 2016 |
ჩემს სახლში ყინავს და ამიტომ ხშირად მამცივნებს, ვწევარ საწოლზე მაფარია წლები ბავშვობის, მამა კი მოდის,გათოშილი,რამის გავგიჟდე როცა თვალებში დავინახავ ,ახალგაზრდობის მოგონებებს,წლებს თუ ოცნებებს, როცა ხელებზე დავინახავ შრამებს როდინდელს, მერე კი ვდგები და ვუსწორებ საწოლს რადგანაც, არ გვაქვს პირობა,იმისი,რომ ერთად წამოვწვეთ დავისვენოთ,დავხუჭოთ თვალი. ან შევეცადოთ რომ ცხოვრებას ცოტა გავცილდეთ, მამას კი არ აქვს დღეისობით არაფრის ჯავრი, გარდა იმისა,რომ ყინვაში ჩვენ არ გავცივდეთ. დედის ხელები დაორთქლილი ფანჯარასავით, პატარა ვარ და აღარ ვიცი რა გზებს გავუყვე, მამის სხეული,დამტვრეული სფინქსის ცხვირივით, მე ეს ცხოვრება რა ყოფილა მაშინ გავიგე, როცა მამამ თქვა დავიღალე,ღმერთო როდემდე, როცა დედაჩემს თვალებიდან წასკდა ცრემლები, მე კი ვზივარ და ვკანკალებ რადგანაც სახლში, ისევე ცივა,როგორც გარეთ,როგორც ჩემს სულში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სევდიანი რეალობააა! სევდიანი რეალობააა!
3. ჰო, იყო რაღაც სევდიანი და ნამდვილი...:-* ჰო, იყო რაღაც სევდიანი და ნამდვილი...:-*
2. უჰ, მამის გაგონებაზე რა სუბიექტური ვხვდები.. იყო ამ ნაწერში რაღაც, შორეული საღამოებიდან. . უჰ, მამის გაგონებაზე რა სუბიექტური ვხვდები.. იყო ამ ნაწერში რაღაც, შორეული საღამოებიდან. .
1. ძალიან, ძალიან სევდიანი საღამოა . ძალიან, ძალიან სევდიანი საღამოა .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|