ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა__
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2016


. . .

ჩვენ... ერთმანეთის თვალები დაგვაქვს მოხრილი ზურგით ,
ჩვენ სიცოცხლის პარალელები ერთი წერტილიდან გავავლეთ
ჩვენ უმიზნობის დიაგნოზი დაგვისვეს და დაგვინიშნეს მთვარეზე ცეკვა
ჩვენ შევიყვარეთ ერთმანეთის მკლავების განასკვა და სივრცის დახშობა ჟრუანტელდავლილ კანს შორის
ჩვენ  სიკვდილი გადაგვაკერებს და მზის სხივებით გაუკეთებს მარყუჟს გულებს
ჩვენ თეთრი და შავი კლავიშები ვიქნებით , ერთმანეთში შეზელილი , ჩვენ ჰარმონიულობას შევქმნით
ჩვენ გვეყვარება ერთმანეთის წამწამებს შორის გაჩხერილი თოვლის ფანტელების დათვლა
ჩვენ გავფრინდებით გვირილების რაკეტით , ვიმოგზაურებთ ერთმანეთის სიცოცხლის ხაზებს შორის და მოვივლით ლურჯ გალაქტიკას
შემდეგ მკითხავ , თუ როდის შეგიყვარე
და მე გიპასუხებ . მაშინ , როდესაც სურვილში დაიბადე და არა ჩასახვისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები