ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2016


დუმილის, შემდეგ


მეგობრის ხსოვნას


ეზოა ჩვენი, გრეიფრუტი და იქვე პალმა
ფინიკის, უნაყოფო და გამოხრული
მე წიგნით ხელში გეძებ, შენ იცი
რომელი გვერდი გადავშალო
რომ არ შევცდე, რომ არ შეცდნენ
ახლა უკვე აზრი არა აქვს გვერდებს
და ნომრებს, რომლებიც გვახსოვს
და არ ვრეკავთ, მერე რეკავენ, რომ
აღარ აქვს უკვე აზრი, რომ უკვე არა,
მე მახსენდება რომ საოცრად გიყვარდა ღმერთი
და უღმერთობა რომელიც ჩადგა ყრუ დუმილად
ჩვენს შორის, შენ კი მეუბნებოდი,
რომ დადგება ერთი დღეც როცა...

ეზოა ჩვენი გრეიფრუტი და იქვე პალმა
ფინიკის უნაყოფო და გამოხრული,
მე არ მოვდივარ, ალბათ უკვირთ
მე არ.
შენ იცი, რომ ჩვენ ყოველთვის
უთქმელობა გვშვენოდა უფრო,
მე ვშლი წიგნს ისევ, არ ვკითხულობ
არაფერს, რადგან აზრი დაკარგეს
გვერდებმა და ნომრებმა უკვე...

ეს სხვა ეზოა, გრეიფრუტის ბაღია მხოლოდ,
მე უნაყოფო ტოტებს ვეძებ, რომ გითხრა აქ ვარ,
ვიცი, გახსოვს და ორი მუჭა სავსე მაქვს შენთვის
და ქურდულად დავკიდებ ხეზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს