ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2016


(მაშინ როდესაც ახლოა ხიდი)

მაშინ როდესაც ახლოა ხიდი
და
მე მწყურვალს
მეცლება ძალა,
მაინც განვაგრძობ
მისვლას ხიდამდე...
და
როცა ვაღწევ სასურველ ალაგს
ხიდი, ყოველთვის ხდება მირაჟი...
ხიდის მაგივრად მხვდება მცოცავი მიწა
და
მე ვნებდები,
დაბლა ვხრი თვალებს,
ხელებს ვუშვებ
და
ვიკეცები...
მაგ დროს ჩემს გულში გოტები იწყებენ
ნელსა და მძიმე სიარულს,
ბერავენ საყვირს,
იწყებენ მოთქმას:
„დუნკელ, თოთ,
დუნკელ, თოთ,
დუნკელ, თოთ!...“
ტყეები იწყებენ დაზაფრულ შრიალს,
მე, ფეხზე ვდგები
და ამოვდივარ მეწყერ მიწიდან,
დასვრილი, სველი
და
ისევ ვიწყებ მისვლას
ხიდამდე...
და ამის მიუხედავად
ჩემი გული დაცხრილულია,
როგორც საფანტით მოკლული მწყერი...
ჩვენ ერთი გული გვაქვს,
ერთი დონორი...
მე, ის მჭირდება...
გადმომინერგე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები