ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა__
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2016


* * *

ვერავინ გაიგებს , რომ საშინლად მენატრება
შენი ქურთუკის ამოწეული საყელო
მისი წვერები რომ ლოყებზე გიხაზავენ ჩემი თვალების ოვალებს
ჯიბეებში ჩაწყობილი ხელები
(სრულყოფილი სიმეტრია)
და მუდმივი მოუსვენრობა ,
იმ მუსიკას მაგონებს , რომელსაც შემიძლია ძილშიც ავყვე
ვერავინ გაიგებს ,რომ ერთ დღეს შეიძლება ,
ამ გახრწნილმა მიწამ აგვისხლიტოს და ხელჩაკიდებული აღმოვჩნდეთ ცისარტყელის გულში
ვერავინ გაიგებს, რატომ მეხარშება ძვლები,
როცა წამწამები დაფორთხავენ მარილიან წვიმებში ,
როცა ცა მხრებზე მებჯინება და მუხლები მიკანკალებს.
ვერავინ გაიგებს , რატომ მჯერა , რომ
ერთ დღეს მართლა ამომძახებ ქვემოდან :
- ჩამო , პირველ თოვლს პირველი ნაბიჯები დავატყოთ-ო
.
ასე, მარადიული მზის ლოდინში
ილევა მთვარის შუქი.. მაგრამ მზეს ამ მცირედითაც შეუძლია ჩამოირეცხოს მტვერი თვალებიდან .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები