 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2016 |
შენ შემომხედე,მომისმინე შენზე ვსაუბრობ, შენზე რომელსაც ყველაფერი გულით გინდოდა, ახლა კი დგახარ ამომშრალი როგორც მდინარე და ღმერთის რწმენა ყაჩაღივით უკან გიდგება. დგახარ საწოლთან იღვენთები როგორც სანთელი, და გახსენდება ყველაფერი როგორ დაიწყო, შენი ცხოვრება დღეს წააგავს ცოდვას რომელსაც გამოსწორება უწერია,მაგრამ არ ცდილობ რომ მიხვიდე უფალთან ჩქარა, ანდაც გაიქცე,რომ არ დარჩეს ცოდვა უთქმელი, დაიმახსოვრე შენ იცხოვრებ იქამდე სანამ ცხოვრების ყველა ეკალბარდებს გაჩეხავ რწმენით. შენზე ვსაუბორბ ხომ გითხარი გთხოვ მომისმინე, ნუთუ არ გახსოვს გაჭრვება,ბევრი შიმშილი, ეს ტკივილები სხეულშია როგორც სიმსივნე შენ კი ვერაფრით ჯანდაბისკენ ვერ მოიცილე. ძველი ოცნება,იმედები შემოგეფანტა, ისე განიცდი,რომ ღამითაც ვეღარ იძინებ, ადგები მერე შუა ღამეს მთვარეულივით , და სისხამ დილას შენც არ იცი სად გაიღვიძებ. შეჰყურებ თაროს სადაც გიდევს შენი ბავშვობა, დიდი ხანია წიგნივით არ გადაგიშლია, და დაიმტვერა ისე,როგორც ძველი ნათურა, რომელიც უკვე დიდი ხანი არ ანთებულა. უყურებ ხშირად და გინდება ნაზად შეეხო, ნაზად რადგანაც ტკივილბი არ გადმოცვივდეს, მის სიახლოვეს შენს სხეულში ისე შეიგრძნობ, როგორც რობერტმა შეითვისა ფატის სიცივე. სარკესთან დგახარ ძველი სვიტრით ისიც ნაჩუქარ, დგახარ და მიხვდი,რომ ის უკვე დიდია შენთვის, სხეულის ყველა ნაწილი კი ისე გაგიხდა, რომ არსებობა ნელა-ნელა ღმერთივით გიჭირს. მიდიხარ სახლში და გგონია ისევ გარეთ ხარ, რადგანაც ირგვლივ სიცივეა,ბევრი ტკივილი, ერთი მიზეზი სახლში მისვლის ის გაგაჩნია, რომ ლოცვასავით წაგადგება დედის ღიმილი. შენზე ვსაუბრობ ხომ გითხარი,გთხოვ მომისმინე არ გიმართლებს და გახსენდება მარტინ იდენი, შენზე ვსაუბრობ ხომ გითხარი გთხოვ შემომხედე და გამომართვი ქრისტეს სისხლი ვიცი გიშველის. დადიხარ მარტო,დადიხარ ისე რომ ვერ გამჩნევენ, ეძებ ძძმაკაცებს ან მეგობრებს ანდაც რავიცი, ყველაზე მეტად სიცოცხლეში ღმერთი გამხნევებს, „მოთმინებითა შენითაო“ხოდა დაიცდი. რამდენჯერ გითქვამს,რომ ცხოვრება უკვე დასრულდა, გრძნობებისაგან დამწვარი ხარ როგორც ჯორდანო, ასტრონომებსაც ეჯიბრები,ცაში ყურებით, ვიცი იტყვიან შენზე მალე გულით მოკვდაო რადგან ვერ უძლებ ტკივილებს და მუდამ გაწუხებს ამ ცხოვრებისგან დატყობილი მძიმე იარა, მერე უბრალოდ ცხოვრებაზე ისღა გაფიქრებს რომ მამაშენმა უგზოუკლოდ ბევრი იარა რათა აქამდე მოგეღწია, თუნდაც წვალებით თუნდაც თენება ღამეების ხოდა ამიტომ ცდილობ დათესო სიკეთე და სხვების თვალებში შენთან ვერასდროს ვერმოსული ღმერთი აანთო. გადიან წლები, შენ გენგრევა თავზე ცხოვრება, ისევე როგორც მამა-პაპის ძველი სახლ-კარი, შენ კი ამ ქვყენად სამუდამოდ გემახსოვრება შენი ცოვდებით შეთითხნული მძიმე დავთარი. შენ შემომხედე, ნუ ტირიხარ,მაგრად იდექი, ნუ დაეცემი თუ ღმერთი გწამს ნუ დაეცემი, ერთი სანთელი,ერთი პური ერთი ოცნება, ხოდა დასრულდეს ყველაფერი,ხოდა დასრულდეს. შენ შემომხედე,მომისმინე შენზე ვსაუბრობ, შენზე რომელსაც ყველაფერი გულით გინდოდა, ახლა კი დროა,რომ წახვიდე იქით საითაც, მშიერ ძაღლივით გამოგყვება შენი ოცნება,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა რჩევისა და კრიტიკისთვის მადლობა რჩევისა და კრიტიკისთვის
1. აშკარად გულწრფელი ნაწერია...ემოციაც მოდის ამიტომ, ლექსამდე კი...გვარიანი დასახვეწი მგონია მე...:( თუმცა შემხვდა რამოდენიმე ლამაზი ადგილიც...:-*
"დილობ დათესო სიკეთე და სხვების თვალებში შენთან ვერასდროს ვერმოსული ღმერთი აანთო." აშკარად გულწრფელი ნაწერია...ემოციაც მოდის ამიტომ, ლექსამდე კი...გვარიანი დასახვეწი მგონია მე...:( თუმცა შემხვდა რამოდენიმე ლამაზი ადგილიც...:-*
"დილობ დათესო სიკეთე და სხვების თვალებში შენთან ვერასდროს ვერმოსული ღმერთი აანთო."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|