 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2016 |
ზამთარი. ცივა. გარეთ თოვლი... (ნეტა ვის ახსოვს?) შხაპი. ოთახი. საგულდაგულოდ შემოხვეულს, ვიხსნი პირსახოცს...
-როგორ მელოდი?... ვიცი, არ გინდა! შენი ხელები მეტყვიან ალბათ, უფრო მარტივად. -არ იყო ცხელი?...მეჩურჩულები. მე კი გეკვრები...-ისევ გაცივდა! თმები მაქვს სველი. შენ მეფერები...- ვითომ გაწვიდა, ეგ არაფერი!...
მე მიყვარს ჩვენი ღამეების ასეთი ჯერი, როცა არ არის ღამე სხვისი: არც მთვარის, არც ცის, არც ვარსკვლავების... -ის მარტო ჩვენი... მოგვჩერებია და მე , უტიფრად სულ არ მრცხვენია, ჩვენი სიშიშვლის ერთადერთ მოწმის. არც მენაღვლება, თუნდაც სთქვას სადმე, ვნება ლოგინში, ჩემი სველი თმით, თუ როგორ მოწვიმს...
ვწევარ გულაღმა...-აქვეა ისიც, მე როგორც შენთან, ამ ღამესთანაც ვიწექი თითქმის. ხელებს ვგრძნობ თავქვეშ (შენი და მისი) სველ თმებს მისწორებს, მერე კი გადის, გარეთ გადის, მიღმა გისოსებს... ღამეში ღამე და ხდება სხვისი...- ვარსკვლავების, მთვარის და ცისა...- მესმის შენი ხმა: -ჩაგეცვა რამე! (უკვე წასულა?) -არა არ მინდა, არ მცივა, მართლა! (გარეთ გასულა?) ცოტათი კიდევ გაწიე ფარდა!
თითქმის არ ვჩანვარ, ისე მომხვიე დარჩენილი სითბო განცდიდან და მე ნახევრად მძინარე ვხედავ, თვალს როგორ მიკრავს ღამე ფანჯრიდან...
ზამთარი . ცივა. გარეთ თოვლი... ( ნეტა ვის ახსოვს?) სველ ლაქასავით ამჩნევია მთვარის შუქი, ძირს დაგდებულ, ყვითელ პირსახოცს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მაგდალენა...:-* მაგდალენა...:-*
14. როგორი მორიდებულად თამამი ლექსია, ნანა! :-* როგორი მორიდებულად თამამი ლექსია, ნანა! :-*
13. ბატონო სანდრო...:-* ბატონო სანდრო...:-*
12. ვახ, შენსავით ლამაზი ლექსია. ვახ, შენსავით ლამაზი ლექსია.
11. ოი, ჭაო. კვანტური ფიზიკაში გითანაგრძნობ. ისე, მე ზუსტად ვიცი, თანამედროვე პოეზიის აზრზე არა ვარ იმ "უბრალო" მიზეზით, რომ გალაკტიონის 80-მეტი ლექსი ვიცი ზეპირად. :)) იმაზე კარგს ვეღარაფერს წავიკითხავ, მაგრამ აქაური რამდენიმე ავტორი ნამდვიალდ მიყვარს.
ეს შენი ლექსი ნამდვილად კარგია.
ოი, ჭაო. კვანტური ფიზიკაში გითანაგრძნობ. ისე, მე ზუსტად ვიცი, თანამედროვე პოეზიის აზრზე არა ვარ იმ "უბრალო" მიზეზით, რომ გალაკტიონის 80-მეტი ლექსი ვიცი ზეპირად. :)) იმაზე კარგს ვეღარაფერს წავიკითხავ, მაგრამ აქაური რამდენიმე ავტორი ნამდვიალდ მიყვარს.
ეს შენი ლექსი ნამდვილად კარგია.
10. მადლობა ყველას დროისთვის...შეფასებისთვის...:-* მეც მომწონს ეს ლექსი...:)
ნეფერტარ, მადლობა შეფასებისთვის, დაფასებისთვის...:-* კვანტური თეორიით დადგინდა თუ დგინდება,- როგორც არის მოკლედ-...რომ საიქიოში სიცოცხლე არსებობს და კიდევ რაღაც საოცრებები წავიკითხე, თუ სწორად მახსოვს...ერთი კვანტი თურმე საკმარისია, იმისთვის რათა ყველა განზომილებაში დაამყარო კავშირიო, ვიღაც, რობერტ რაღაცა გვარი... ამერიკელი ფიზიკოსი...( შენ უკეთ გეცოდინება ალბათ) ამტკიცებდა და ისე კარგად ქონდა ეს ყველაფერი დასაბუთებული...მომეწონა კი არადა, აღვფრთოვანდი ამ ყველაფრით და დავიჯერე კიდეც...და ამ დროს, კვანტური ფიზიკის გაეტყმაშიც არ ვარ...:))
ტენდი, გამიხარდა შენი დანახვა...;-* მადლობა ყველას დროისთვის...შეფასებისთვის...:-* მეც მომწონს ეს ლექსი...:)
ნეფერტარ, მადლობა შეფასებისთვის, დაფასებისთვის...:-* კვანტური თეორიით დადგინდა თუ დგინდება,- როგორც არის მოკლედ-...რომ საიქიოში სიცოცხლე არსებობს და კიდევ რაღაც საოცრებები წავიკითხე, თუ სწორად მახსოვს...ერთი კვანტი თურმე საკმარისია, იმისთვის რათა ყველა განზომილებაში დაამყარო კავშირიო, ვიღაც, რობერტ რაღაცა გვარი... ამერიკელი ფიზიკოსი...( შენ უკეთ გეცოდინება ალბათ) ამტკიცებდა და ისე კარგად ქონდა ეს ყველაფერი დასაბუთებული...მომეწონა კი არადა, აღვფრთოვანდი ამ ყველაფრით და დავიჯერე კიდეც...და ამ დროს, კვანტური ფიზიკის გაეტყმაშიც არ ვარ...:))
ტენდი, გამიხარდა შენი დანახვა...;-*
9. მართლაც კარგია, ძალიან მომეწონა ეს ლექსი,,, მაგრამ მე რომ პოეზიის გარტყმაში არ ვარ, ვინმემ ამისხსენით რატომ მომეწონა? :)
5.
მართლაც კარგია, ძალიან მომეწონა ეს ლექსი,,, მაგრამ მე რომ პოეზიის გარტყმაში არ ვარ, ვინმემ ამისხსენით რატომ მომეწონა? :)
5.
8. ეს არის ნამდვილი ქალური, უშესანიშნავესი ლექსი.
5
ეს არის ნამდვილი ქალური, უშესანიშნავესი ლექსი.
5
7. მომეწონა! წარმატებები.... მომეწონა! წარმატებები....
5. შხაპი. ოთახი. საგულდაგულოდ შემოხვეულს, ვიხსნი პირსახოცს...
მხატვარი რომ ვიყო , აუ რას დავხატავდი?!
შხაპი. ოთახი. საგულდაგულოდ შემოხვეულს, ვიხსნი პირსახოცს...
მხატვარი რომ ვიყო , აუ რას დავხატავდი?!
3. ძალიან მომეწონა..
ჩემი არფრისმთქმელი 2 ძალიან მომეწონა..
ჩემი არფრისმთქმელი 2
2. 2+
წარმატებები 2+
წარმატებები
1. - ის მარტო ჩვენი... მოგვჩერებია და მე, უტიფრად სულ არ მრცხვენია, ჩვენი სიშიშვლის ერთადერთ მოწმის.
ნამდვილ პოეზიას სულ სხვა გემო აქვს.
- ის მარტო ჩვენი... მოგვჩერებია და მე, უტიფრად სულ არ მრცხვენია, ჩვენი სიშიშვლის ერთადერთ მოწმის.
ნამდვილ პოეზიას სულ სხვა გემო აქვს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|