 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 8 თებერვალი, 2016 |
ცუდ დროს შემომხვდი, ამ ავგულზე, შემომეყარე, ლამის აგფატრე ბასრი ფრჩხილებით, საცოდავო,
ძაღლის ჩვევა მაქვს, ყველა ქვა მახსოვს რაც მესროლე, მომხვდა, არ მომხვდა, თუ ამაცდინე, თვალებში მიდგას ყველა ღამე,
შენს კართან როცა ვწკმუტუნებდი ფერდებჩაყრილი, ზედ რომ მივლიდი და მაწმენდდი ფეხებს უზმოზე.
ცრემლებს ვყლაპავდი, ყმუილით არ ამომხდომოდა, არ მეკადრება, მოგეხსენება მგლებთან ჩემი ნათესაობის,
თავჩაღუნული ვიდექი და პირს ვიკერავდი, სიმწრით ფორებში სისხლმა გაჟონა, აქვე შემახმა, ჩემი სიკვდილის სანახავად კადნიერებით, გამოხატავდი სრულიად მზაობას,
გახსნილი მქონდა ჭრილობა და მარილს მაყრიდი, არაფრის გამო, სულ არაფრის, რა მიზეზია?
არა, უსიტყვოდ არ გამოვა, მით უფრო ახლა, როცა ხელებში სიტყვის ძალაა, უმნიშვნელოა ყველა ქმედება, მოხდა, არ მოხდა, განაზოგადე,
ძვლებზე შევდექი, როგორც ჩინურ საკვებ ჩხირებზე, ჩემი წასვლა რომ მოახლოვდა, ღიად დავიწყე კანის გახდა, რაც დასახიჩრდა, მოვიცილე,
ვერც ის - "მშვიდობით" გითხარი და ვერც ის - "ნახვამდის", მოვედი და სული მოგიგდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ცოტა გაწელილია ტექსტი, ასე ვფიქრობ. ისე მეც მაქვს "სამაგიერო")
ცოტა გაწელილია ტექსტი, ასე ვფიქრობ. ისე მეც მაქვს "სამაგიერო")
12. ვერც ის - "მშვიდობით" გითხარი და ვერც ის - "ნახვამდის", მოვედი და სული მოგიგდე. კარგია + ვერც ის - "მშვიდობით" გითხარი და ვერც ის - "ნახვამდის", მოვედი და სული მოგიგდე. კარგია +
11. ძაღლის ჩვევა მაქვს, ყველა ქვა მახსოვს რაც მესროლე, მომხვდა, არ მომხვდა, თუ ამაცდინე, თვალებში მიდგას ყველა ღამე,
შენს კართან როცა ვწკმუტუნებდი ფერდებჩაყრილი, ზედ რომ მივლიდი და მაწმენდდი ფეხებს უზმოზე.
ცრემლებს ვყლაპავდი, ყმუილით არ ამომხდომოდა, არ მეკადრება, მოგეხსენება მგლებთან ჩემი ნათესაობის, ძაღლის ჩვევა მაქვს, ყველა ქვა მახსოვს რაც მესროლე, მომხვდა, არ მომხვდა, თუ ამაცდინე, თვალებში მიდგას ყველა ღამე,
შენს კართან როცა ვწკმუტუნებდი ფერდებჩაყრილი, ზედ რომ მივლიდი და მაწმენდდი ფეხებს უზმოზე.
ცრემლებს ვყლაპავდი, ყმუილით არ ამომხდომოდა, არ მეკადრება, მოგეხსენება მგლებთან ჩემი ნათესაობის,
10. ცოტა გაწელილი მეჩვენა, როგორღაც. ,,არაფერი გამომრჩეს" განცდა დამიტოვა. სამწუხაროდ, ვერც ისე მოვიდა, როგორც წესით უნდა მოსულიყო
ბოლო კარგია ცოტა გაწელილი მეჩვენა, როგორღაც. ,,არაფერი გამომრჩეს" განცდა დამიტოვა. სამწუხაროდ, ვერც ისე მოვიდა, როგორც წესით უნდა მოსულიყო
ბოლო კარგია
9. ეტყობა ლექსსაც "მგლებთან (შენი) ნათესაობის". მარჯვენაში იგრძნობა მგლის მუხლი. ეტყობა ლექსსაც "მგლებთან (შენი) ნათესაობის". მარჯვენაში იგრძნობა მგლის მუხლი.
8. ყველაფერი იქნება, თავის დროზე, გმადლობთ ყველაფერი იქნება, თავის დროზე, გმადლობთ
7. მომწონს ეს ავტორი. რომ იტყვიან "ტყვიას ტყვიაში აჯენს," სიტყვას სიტყვაში, ფრაზას ფრაზაში, რითმას რითმაში. პირადად რომ მცნობოდა ხურსი, ყოველ სათქმელ სიტყვას დავაკვირდებოდი და ყველა მოქმედებას გავთვლიდი.
5.
მომწონს ეს ავტორი. რომ იტყვიან "ტყვიას ტყვიაში აჯენს," სიტყვას სიტყვაში, ფრაზას ფრაზაში, რითმას რითმაში. პირადად რომ მცნობოდა ხურსი, ყოველ სათქმელ სიტყვას დავაკვირდებოდი და ყველა მოქმედებას გავთვლიდი.
5.
6. მძაფრსიუჟეტიანი ლექსი იყო...:) 5 მძაფრსიუჟეტიანი ლექსი იყო...:) 5
5. მადლობა ყველას, ყურადღებისთვის.
ქ. ირმაზე და თამარზე აღარ მაქვს საუბარი, სულ გელოდებით ხოლმე თქვენ...
ქ. ლალის ვერ გავუგე, თუ იმ ავტორზეა საუბარი, რომელიც ამ ლიტ. პორტალზე არის, მაშინ გეთანხმებით, მე და ჟადენს გვაქვს დიდი მსგავსება, ორივე ქართულ ენაზე ვწერთ, ამას გვერდი ვერ ავუარე.
რაც შეება ტენდს, ბატონო - ფორმა არ არის აუცილებელი, უშუალოდ შეგიძლიათ მომმართოთ.
მადლობა ყველას, ყურადღებისთვის.

4. ვაჰ! კარგია, ბატონო ავტორო!
ვაჰ! კარგია, ბატონო ავტორო!
3. ასე მეგონა ჯადენის ლექსს ვკითხულობდი:) ასე მეგონა ჯადენის ლექსს ვკითხულობდი:)
2. 5! კომენტარი ზედმეტია! 5! კომენტარი ზედმეტია!
1. რისხვით სავსე ლექსი, ბრაზით, თითქოს ყეფავს თუ ყმუის და ბოლოს -
"ვერც ის - "მშვიდობით" გითხარი და ვერც ის - "ნახვამდის", მოვედი და სული მოგიგდე. "
იშვიათი მეტაფორული აზროვნება გაქვს, ხელწერაც.
მართლაც ის შემთხევაა - "როცა ხელებში სიტყვის ძალაა ."
რისხვით სავსე ლექსი, ბრაზით, თითქოს ყეფავს თუ ყმუის და ბოლოს -
"ვერც ის - "მშვიდობით" გითხარი და ვერც ის - "ნახვამდის", მოვედი და სული მოგიგდე. "
იშვიათი მეტაფორული აზროვნება გაქვს, ხელწერაც.
მართლაც ის შემთხევაა - "როცა ხელებში სიტყვის ძალაა ."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|