ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2016


საფერი

რამდენი თეთრი ღამე მაქვს
შენზე ფიქრებში ნათევი,
ან მზის ამოსვლას ვინ იცის,
ათასჯერ რომ ვარ ნამთხვევი.

სად აღარ დამთენებია,
სად არ ვყოფილვარ ნათრევი,
ან მონატრების ფიალით
უგონოდ სად არ დავთვერი!

რამდენჯერ გულის ხმა მესმა,
მაგრამ ვერ გავხდი საფერი,
თითქოს წარსული გამიხდა
სულით და ხორცით სათრევი!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები