როცა ჩემი წარმოსახვა ფართხალებს უშუქო ოთახის მწერივით, როცა თითებს ობერტონის სიმხურვალე მიწვავს, როცა სასუნთქ გზებშია გადახლართული შენი სახელი, მაშინ ვიწყებ ფიქრს სიყვარულზე და იხსნება გალაქტიკის სიმფონიის პარტიტურა და ვხვდები , რომ ჩემი პლანეტის გულისცემა შენ ხარ რომელიც ერთ დღეს დაღლილ ხელებს გამომიშვერ მზის საპკურებლად და მომიყვები მრავალჯერ გაგონილ ამბავს, რომელიც არასდროს მომისმენია .