| ავტორი: იასონ ჟანრი: იუმორისტული 14 თებერვალი, 2016 |
-არა, ხნიერი კი არა - ხანშიშესული, ხო, ხანშიშესული, ასე აჯობებს. მაშ ასე: „ გუშინ საღამოს...“ მოიცა, მოიცა... რატომ გუშინ საღამოს? ... „დღეს დილას, კუციას გამზირის მეორე გასასვლელის 23 ნომერ სახლში, მეშვიდე სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში მისულ პოლიციელებს ადგილზე ხანშიშესული მამაკაცისა და ქალის გვამები დახვდათ. სპეციალისტების წინასწარი დასკვნის მიხედვით, მათი გარდაცველების მიზეზი გამათბობელის, უფრო ზუსტად კი - ნამწვი აირების გამწოვი არხის არასწორი ფუნქციონირება უნდა იყოს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალება დაახლოებით 7-10 დღის წინ დადგა. გვამები ეკუთვნით ცოლ-ქმარს, მ.თ-სა და ვ.ჭ-ს და ისინი აღმოაჩინეს გარდაცვლილთა შვილებმა, რომელთაგან ერთი, შემთხვევის ადგილიდან ორი კვარტლის დაშორებით ცხოვრობს, მეორე კი - კუციას გამზირის ბოლოს. მათ შემთხვევის შესახებ ოპერატიულად აცნობეს პოლიციას. როგორც გარდაცვლილთა შვილებმა განაცხადეს, ისინი თავდაპირველად იმ ფაქტმა შეაშფოთა, რომ მშობლები მათ მთელი კვირის განმავლობაში არ შეხმიანებიან და როცა შეშფოთებულებმა თავად სცადეს მათთან დაკავშირება, ტელეფონზე არავინ უპასუხა, რამაც ისინი უკვე ღრმად შეაშფოთა“ ასე არა-უშავს, მგონი, მაგრამ შვიდი დღე ბევრი ხომ არაა? საქმე იმაშია, რომ გვამი გაფუჭდება, თორემ... ფუჰ... მაგრამ თუკი გამათბობელი ჩამქრალი იყო და ბინაში ციოდა? ჰო, ეს კარგი აზრია... „როგორც ჩვენთან საუბარში ანონიმურმა წყარომ აღნიშნა, დიდი ალბათობით, გამათბობელი გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურად გამოირთო. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბინაში ასე ციოდა და გვამები კი მშვენივრად შენახულიყვნენ“ მშვენივრად ? მმმმ.... თუმცა, იყოს, რატომაც არა.. ჰე-ჰე დიახ, დაახლოებით ასე დაწერენ ან გამოაცხადებენ ტელევიზორში ჟურნალისტები. ვგრძნობ მეუღლის შეშფოთებულ მზერას, ხანდახან მავიწყდება, რომ მარტო არ ვარ. მართლა რა მაცინებს, ისე... რა გაცინებს, ბებერო... გეშინია, ხო? გეშინია? ჰა? .... გულახდილად რომ ვთქვა, ეს გამათბობელი... არადა, ძალიან ცივა მის გარეშე... რატომღაც ვერ ვენდობი ბოლომდე, კი მეშინია ხოლმე ცოტათი, ღამით, როცა დასაძინებლად ვწვებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი იყო... ბრჭყალები არ უნდა მგონი ...-ხნიერი...ხანშიშესული და ა. შ. კარგი იყო... ბრჭყალები არ უნდა მგონი ...-ხნიერი...ხანშიშესული და ა. შ.
6. ისე იუმორისტულში მართლა არ უნდა იდოს :) ისე იუმორისტულში მართლა არ უნდა იდოს :)
5. :)))) ბებიაჩემი და ბაბუაჩემი გამახსენდა გამათბობელთან დაკავშირებით :))))
:)))) ბებიაჩემი და ბაბუაჩემი გამახსენდა გამათბობელთან დაკავშირებით :))))
4. არის აქ, სევდიანი იუმორი. შეფარული ეჭვი მშობლისა, შვილების მიმართ. არის აქ, სევდიანი იუმორი. შეფარული ეჭვი მშობლისა, შვილების მიმართ.
3. მართალი ხარ დუმილა, ნამდვილად არაა იუმორისტული, მაგრამ შეგნებულად დავდე აქ.
მართალი ხარ დუმილა, ნამდვილად არაა იუმორისტული, მაგრამ შეგნებულად დავდე აქ.
2. იუმორისტული ნამდვილად არაა... იუმორისტული ნამდვილად არაა...
1. ჟანრი იუმორისტული? რა ვიცი... ისეთ იუმორს რა ვუთხრა... ჟანრი იუმორისტული? რა ვიცი... ისეთ იუმორს რა ვუთხრა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|