ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2016


**********

იჯდა მოხუცი მიწისქვეშა გადასასველთან
იებით ხელში,
იჯდა და პატარა ბავშვივით უხაროდა,
როდესაც ახალგაზრდა წყვილი მიდიოდა
მასთან ყვვილის საყიდლად.
მას არ უხაროდა ყვავილის გაყიდვა
მას არ უხაროდა ყვავილის გაყიდვა,
მას არ უხაროდა შემოსული კაპიკები,
მას სიყვარულის არსებობა ანიჭებდა
ბედნიერებას,
ცრემლნარევ მეყვავილესაც შეხვდება
კაცი თბილისის ქუჩებში,
არ მესმის როგორ უნდა იჯდე უემოციოდ,
როდესაც ოთხმოც წლამდე მოხუცი
ხელჯოხით მიადგება ათასნაირი
ყვავილით ამოვსებულ ლარნაკს.
აარჩევს ყველაზე ლამაზს,
აარჩევს ყველაზე სურნელოვანს,
და ნელი ნაბიჯით გაეშურება
სახლისაკენ...
დღეს მეყვავილე დავინახე,
იჯდა და ყვავილთა ჭკნობას
განიცდიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები