ახლა ორივემ უკვე ვიცით,დრო აღარ არის ილუზიების,სურვილების განმეორების. მე მოვედი,რომ მოგისმინო როგორ დავმთავრდით, როგორ მოგწყინდა,როგორ მტოვებ,როგორ მშორდები.
განმარტებები,პასუხები,მოგონებები. ვუყურებთ წარსულს,მომავალთან როგორ იჩხუბებს. ვრჩები ცოტახნით წინააღმდეგ ჩემი გრძნობების და საკუთარი ცრემლებივით ვყლაპავ სიჩუმეს.
ქალაქებს შორის მანძილები აღარ გვეშორა, ვმოძრაობთ თითქოს,მერე გვიკვირს როგორ ვჩერდებით. ურთიერთობის ზღვარი არის ახლა ჩვენს შორის და მარტოობას ვღეჭავ სავსე მოგონებებით.
პასუხი ვიცით,თუმცა მაინც ვიტოვებთ კითხვებს. რატომ ვისმენდით,რატომ ვწერდით,რატომ ვხვდებოდით. ან ამ პასუხებს რა აზრი აქვს როცა ვერ ვიტევ როგორ მიყვარდი, როგორ მსურდი და მჭირდებოდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა მარიკო :* მადლობა მარიკო :*
6. დავით გილოცავ! დავით გილოცავ!
5. და მარტოობას ვღეჭავ სავსე მოგონებებით-ეს ამოვარჩიე. და მარტოობას ვღეჭავ სავსე მოგონებებით-ეს ამოვარჩიე.
3. მადლობა ჩემო კარგო. მოგიკითხე მეც მარიამ მადლობა ჩემო კარგო. მოგიკითხე მეც მარიამ
2. დავით შენი ლექსები მომნატრებია მოგიკითხე იმერელო +5 დავით შენი ლექსები მომნატრებია მოგიკითხე იმერელო +5
1. იყო კარგი მომენტები . იყო კარგი მომენტები .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|