 | ავტორი: ჩესტერი ჟანრი: პროზა 26 თებერვალი, 2016 |
[იმედგაცრუებული უყურებს ექთანს] იმედია, მალე შემიყვანენ, თორემ ლამისაა აქვე ამოვუშვა ხვრინვა. [ეღიმება, ჩემს გადასერილ ვენებს უყურებს] არასოდეს მიცდია... თითქოს, სულ ცოტა მეკლდა რომ ამ ზომამდე მივსულიყავი, მაგრამ წკაპ! და რაღაც მახევინებდა უკან. ზოგჯერ მგონია, რომ არა ჩემი ავადმყოფობა, დღევანდელი მდგომარეობა მომიღებდა ბოლოს. ყველა ტყუის, ყველგან ტყუილია, და მე ეს ცუდად მხდის! შიგნიდან მღრღნის და მინდა მაგ დროს ყველა მატყუარას მივახტე და თვალები ბუდიანად ამოვუღო [სიამოვნებისაგან კრუნჩხავს ხელებს], აი იმ ექიმსაც, რომელმაც იცის, რომ ჩემი საშველი არ არის, მაგრამ მაინც მიბარებს და უამრავ პროცედურას მიკეთებს და იცი რა, ამით ორ კურდღელს იჭერს... პირველი კვირები ყველაზე რთულია, თვითმკვლელობაზე ყოველი მეორე ფიქრობს. ზოგი ამას მარტივად აკეთებს, ისე რომ ვერც აცნობიერებს. არ ვიცი, ნუგეშს ეძებენ, სოლომონივით ბეჭედი არ აქვს რომ მოიხსნას დახედოს და იმედი მიეცეს, ამიტომაც ჰგონია რომ მხოლოდ ეს არის საშველი და ბახ! და ამით კლავს საკუთარ თავს, დედას, მამას, და-ძმას, ბებია-ბაბუას, თუნდაც მეზობელს, რომელსაც ფული და პროდუქტი მოუკლია საკუთარი შვილებისათვის და შენთვის გადაუდია! მთელი ახალგაზრდობა ერთი დიდი ინვესტიცია ხარ, და ხალხი ვერ იტანს, როცა მოგებას ვერ ნახულობს! და გატყუებენ, ვიცი, იტყუება, ყველა იტყუება! საინფორმაციო? – იტყუება, ბანკი? – ეგეც! საავადმყოფო? – თავისთავად, კინოც იტყუება! და ბოლოს, ბოლოს მოგწონს როცა გატყუებენ... მოგწონს როცა საინფორმაციოში ლამაზი გოგო გამოდის და გეუბნება, რომ ყველაფერი კარგადაა, არადა არ არის კარგად, ხომ?! მაგრამ სხვა არჩევანი აღარ გაქვს, გინდა დაიჯერო... მოგწონს როცა ექიმი მოდის და გეუბნება, რომ მალე კარგად გახდები, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდები, იცი რომ გატყუებს, მაგრამ ამ ლამაზ ტყუილსაც იჯერებ! ფილმები? ყველა ფილმს უყურებ, სადაც მძიმე სენით დაავადებული მთავარი პერსონაჟი გარდაიცვლება და შენ გიხარია, იმიტომ რომ შენზე გაჭირვებულებიც არსებობენ. ხალხი გიჟდება ასეთ ტრაგედიებზე! მე? მე უბრალოდ, უბრალოდ მინდა ვიცოცხლო... [თავს ხრის] არ მინდა მოვკვდე და ვინმეს გული აუჩუყდეს და თქვას, რომ რა კარგი ადამიანი იყო, ან გული დასწყდეს იმაზე, რომ ზედმეტად ახალგაზრდა წავედი ამ ქვეყნიდან... სიცოცხლე მინდა, და მკიდია თუ ვინმე ზურგს უკან იცინის, როცა აქ მოვდივარ და ვიცი იცინიან, რადგან მართლა იციან რომ საშველი არ არის, მაგრამ მე მხოლოდ ეს დამრჩა... ხანდახან, ხანდახან რაღაც ბუზი მოფრინავს ჩემთან და იქამდე მიღიტინებს და მიბზუის ყურში სანამ რაღაც გიჟურზე არ ვიწყებ ფიქრს, ხან თუშეთში მინდება წასვლა, ხან ალასკაზე! [იცინის] ვიცი, სისულელეა, რაღაც უნდა გავაკეთო, ძმაო... რაც უფრო ნაკლები დრო რჩება უფრო მეტად ვაწყდები აქეთ–იქით, იქით–აქეთ! და მგონი, უფრო ნაკლებს ვასწრებ... ვერ ვიტან, როცა მამშვიდებენ "ცას არავინ გამოეკერება, ყველა მოვკვდებით!" ტყუიან! მაშინაც მატყუებენ, როცა იღბალს მისურვებენ, რა ფეხებად მინდა?! ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ აქაურობა უფრო სწრაფად მკლავს, ვიდრე ეს რაღაც... ხანდახან, გადავწყვეტ ხოლმე, რომ მორჩა, აი, დღეს ბოლოჯერ ვარ აქ, მკიდია რას იტყვის ექიმი, ექთანი, სანიტარი... მაგრამ მერე... იცი, ვერ ვიქნები იმის იმედად, რომ ოდესღაც ჩემ საფლავს ჩიტი გადაუფრენს, რომელიმე მცენარის მარცვალი დამეცემა და ტრაკიდან მაყვალი ან რამე სხვა ხე ამომეზრდება და ხეში გავაგრძელებ სიცოცხლეს, მერე მოვლენ ცხოველები და ჩემი სული თუ კარმა გადავა და ხელახლა დავიბადები... უბრალოდ, უბრალოდ მინდა ისევ გამაღვიძოს მეზობლის გინებამ, ქუჩაში ისევ დამეჯახოს სამსახურისკენ მიმავალი კაცი და თუნდაც გამლანძღოს, მინდა ზებრა გადავუჭრა ავტობუსს და იმან ტვინისწამღებად დამისიგნალოს, მინდა ლექციაზე დავაგვიანო და ლექტორისგან მომხვდეს, მინდა თუშეთი ვნახო... მინდა ცოცხალი ვიყო... არც ისე ბევრს ვითხოვ, არა?! [ისევ ჩემს ვენებს უყურებს]
და თუ მაინც მოვკვდები... და, ალბათ, ასეც იქნება... და არავინ გადაიღებს ჩემზე კინოს, არაუშავს! თუ არც არავის ეცოდინება სად ვარ, მაგასაც ეშველება, ბოლოსდაბოლოს იქნებ ის ჩიტი გამოჩნდეს! [იღიმის] უბრალოდ, მეცოდინება რომ მე არ გავჩერდი და ვეცადე, ეს კი–ეს კი ყველაზე მთავარია! [თვალებში, თითქოს, ცრემლები უდგას, ვწითლდები და გადასერილ ვენას ვუყურებ]
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. არ მეგონა ამდენი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა, ოღონდ მართლა.
მიშა რატიანს და იასონს, არსად მიხსენებია, რომ მაინცდამაინც სამედიცინო პერსონალი დასცინის ავადმყოფს. მიღებულ შენიშვნებს ვითვალისწინებ :3 ზოგადად, არც მწერალი ვარ და არც მწერლობაზე მაქვს პრეტენზია, უბრალოდ მსგავსი თემა, როცა ადამიანი უიმედოდაა ავად, ჩემთვის ძლაიან ნაცნობია და ნურავინ იტყვი იმას, რომ ერთხელ მაინც არ უთქვამს ავადმყოფს საყვედური ექიმზე, არაა აუცილებელი პირში მიხლა. მგონია, რომ ეგოისტდებიან და ხანდახან ექიმებსაც აბრალებენ რომ ვერ შველიან, ამიტომ ჰგონიათ რომ ატყუებენ და ყველაფერს ძალიან სუბიექტურად უყურებენ. ფიქრობენ, რომ ყველა მათ წინააღმდეგაა... ვის რა ტკივილი გამოუვლია და ვინ როგორ უყურებს, არ ვიცი, მაგრამ მე რასაც ვხედავდი ის გადმოვეცი...
ლალი, თქვენი ნებაა არ მეგონა ამდენი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა, ოღონდ მართლა.
მიშა რატიანს და იასონს, არსად მიხსენებია, რომ მაინცდამაინც სამედიცინო პერსონალი დასცინის ავადმყოფს. მიღებულ შენიშვნებს ვითვალისწინებ :3 ზოგადად, არც მწერალი ვარ და არც მწერლობაზე მაქვს პრეტენზია, უბრალოდ მსგავსი თემა, როცა ადამიანი უიმედოდაა ავად, ჩემთვის ძლაიან ნაცნობია და ნურავინ იტყვი იმას, რომ ერთხელ მაინც არ უთქვამს ავადმყოფს საყვედური ექიმზე, არაა აუცილებელი პირში მიხლა. მგონია, რომ ეგოისტდებიან და ხანდახან ექიმებსაც აბრალებენ რომ ვერ შველიან, ამიტომ ჰგონიათ რომ ატყუებენ და ყველაფერს ძალიან სუბიექტურად უყურებენ. ფიქრობენ, რომ ყველა მათ წინააღმდეგაა... ვის რა ტკივილი გამოუვლია და ვინ როგორ უყურებს, არ ვიცი, მაგრამ მე რასაც ვხედავდი ის გადმოვეცი...
ლალი, თქვენი ნებაა
19. პირველი კვირები ყველაზე რთულია, თვითმკვლელობაზე ყოველი მეორე ფიქრობს'' არაა ასე,არანორმალურად გინდება ამ დროს სიცოცხლე ...არანორმალურად...
და მერე არის დღეები -როცა სულერტია,ყველაფერი სულერტია..ტკივილიც,სიცოცხლეც,სიკვდილიც და ადამიანები..
მაგრამ მანამდე არის დღეები-როცა არც კარგად ყოფნას,არც გამოჯანმრთელებას-უბრალოდ ნატრობ რომ არ იყოს ტკივილი...მეტს არაფერს-რომ არ იყოს ტკივილი...
არ მომეწონა არც როგორც ექიმს,არც როგორც პაციენტს ვინც გაიარა ეს ყველაფერი და არც როგორც მკითხველს. პირველი კვირები ყველაზე რთულია, თვითმკვლელობაზე ყოველი მეორე ფიქრობს`` არაა ასე,არანორმალურად გინდება ამ დროს სიცოცხლე ...არანორმალურად...
და მერე არის დღეები -როცა სულერტია,ყველაფერი სულერტია..ტკივილიც,სიცოცხლეც,სიკვდილიც და ადამიანები..
მაგრამ მანამდე არის დღეები-როცა არც კარგად ყოფნას,არც გამოჯანმრთელებას-უბრალოდ ნატრობ რომ არ იყოს ტკივილი...მეტს არაფერს-რომ არ იყოს ტკივილი...
არ მომეწონა არც როგორც ექიმს,არც როგორც პაციენტს ვინც გაიარა ეს ყველაფერი და არც როგორც მკითხველს.
18. იასონ :)
გაითვალისწინე, - შენთვის რომ მეპასუხა, 25 ქულა დამატოვებინეს... მაგრამ, აუცილებლად უნდა მეპასუხა :)
კონკრეტულად შენ, იმ კომენტატორთა სიის ბოლოში ან საერთოდ სიის გარეთ ხარ, ვინც შეიძლებოდა მეგულისხმა იმ კომენტარში. მართალი გითხრა, არც მიგულისხმია ვინმე... ზოგადად ვთქვი.
ახლა, რაღაი ამხელა ფასი დამიჯდა ამ სივრცეში დაკომენტარება, ბოლომდე გეტყვი სათქმელს:
1. ცხადია, სუიციდის საწინააღმდეგო თემა ბევრად მისაღებია საზოგადოებისთვის, რამდენადაც ყველანი სოციუმის წევრები ვართ, გვყავს ოჯახები, ახლობლები, გვიყვარს და ვზრუნავთ... მწერალიც ამ სოციუმის წევრია და ერგვარად ვალდებულია, ჯანმრთელი პოზიცია ეკავოს, მაგრამ... მაგრამ, რატომღაც სუიციდს, პროსტიტუციას, ნარკომანიას, ალკოჰოლიზმს, მკვლელობასა და ზოგადად დანაშაულს უფრო მეტი მკითხველიც ჰყავს, უფრო კარგი ნაწარმოებებიც იქმნება და მეტი მიზიდულობის ძალაც აქვს... ალბათ იმიტომ, რომ სიბნელეში და ცოდვაში მართლა არის ამოსაქექი... სამაგიეროდ, იშვიათად ხდება პირიქით, - ბედნიერი ადამიანი არასოდეს კითხულობს, რატომ ვარ ბედნიერიო...
...არ გავაგრძელებ, რადგან ვთვლი, რომ "ერთ ენაზე" ვლაპარაკობთ შენ და მე... მე მეორის სათქმელად უფრო ვარ მომართული:
2. გამორჩეულად ვკითხულობ შენს კომენტარებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ყოველთვის სწორად დანახული პრობლემა, სწორად დასმული შეკითხვა, პირდაპირი შენიშვნები, ლაკონური და ადეკვატური აზრები მელოდება იქ. შეიძლება არც ჩავერიო საუბარში, მაგრამ გარწმუნებ, პრაქტიკულად სრულად გეთანხმები ხოლმე...
გულწრფელი სიმპათიები ჩემგან! იასონ :)

გულწრფელი სიმპათიები ჩემგან!
17. მიშა რატიანი
"არალიტერატურული პრობლემა" მე შევქმენი, ალბათ. დიახ, ჩემს კომენტარში მხოლოდ ერთ მხარეზე, "არალიტერატურულზე" გავამახვილე ყურადღება. ეს რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ნაწარმოების წმინდა ლიტერატურულ ღირებულებას ყურადღებას არ ვაქცევ. უბრალოდ, ჩემს კომენტარს არ ჰქონია პრეტენზია, ყოფილიყო ყოვლისმომცველი. მეორეს მხრივ, ეს "არალიტერატურული მხარე", ანუ ის, თუ რაზე წერს ავტორი, სულაც არ არის ხელწამოსაკრავი და ამის გარეშე, მხოლოდ ლიტერატურული თვალსაზრისით ნაწარმოების განხილვა, ასევე ცალმხრივი იქნება. სუიციდზე წერს ავტორი თუ სუიციდის საწინააღმდეგოდ - ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არ არის იგივე, რაც "რა ღირს კიტრი ბაზარში" აქ ამ საიტზეც ვიცი რამდენიმე ავტორი, რომელიც წერს ძალიან კარგად, მაგრამ წერენ ისეთ საგნებზე, რაც არაა საინტერესო და მათი რეიტინგებიც შესაბამისია. ლამის სიუჟეტები შევთავაზო. დარწმუნებული ვარ, ამ სიუჟეტიდან ჩემზე ბევრად უკეთეს ნაწარმოებს შექმნიან. მეორე მხრივ, მე მაქვს იდეა, სიუჟეტი, პრობლემა და არ მყოფნის სამწერლო ოსტატობა და გამოცდილება. არც ნებისყოფა. ანუ - ლიტერატურული ნაწარმოები იმით უნდა შეფასდეს, რაზე წერს და როგორ წერს. ნახევრად მართალი ხართ. რაც შეეხება ლიტ. ნაწილს - ნაწილობრივ უკვე ითქვა ზოგს შეიძლება დაეთანხმო, ზოგს - არა ჩემი მხრივ, ერთს დავამატებდი
ჩესტერ!
სამედიცინო პერსონალიდან არავინ დასცინის უიმედო ავადმყოფს, რაც არ უნდა უიმედო იყოს. ამაში არა ხარ მართალი (თუ - არაა მართალი შენი ლირიკული გმირი). ყველაზე უიმედო შემთხვევაშიც, ექიმებს მაინც აკისრიათ ერთი მისია - გახადონ ავადმყოფობა შეძლებისდაგვარად ადვილად ასატანი, შეძლებისდაგვარად გაუხანგრძლივონ სიცოცხლე ავადმყოფს. ცუდია, თუ შენი გმირი ასე ფიქრობს. რატომ ფიქრობს ასე? დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიზეზს არავინ მისცემდა, ობიექტურად.
ისევ "არალიტერატურულ" მხარეს დავუბრუნდები და გეტყვი - ძალიან მომწონს თემა, პრობლემა, ფაბულა თუ რაც არის. ერთი ამერიკული ფილმი გამახსენდა - უიმედო ავადმყოფი გარბის ციხიდან, ვიღაც მოუყვება ციხეში, რომ სადღაც, ძნელად მისავალ მთებში არის ჯადოსნური ტბა და თუ იქამდე მიაღწევს, გადარჩება. ხოდა, მიდიან ამ ტბისკენ ის და მისი მძევალი, ექიმი, რომელიც ჯერ გაქცევას და პოლიციაში დარეკვას ცდილობს, მერე კი მისი პირველი გულშემატკივარი შეიქმნება, თუმცა იცის, რომ ეს ყველაფერი ლამაზი ზღაპარია.
სიცოცხლის მძლავრი წყურვილი თვითმკვლელობაზე ფიქრის წინააღმდეგ. ასე მოკლედ, კონკრეტულად და ეფექტურად... - მაგარია
მიშა რატიანი

16. აჰ, ლუკა... ახლა მივხვდი, შენს კითხვას...
მე არ მიხსენებია არალიტერატურული პრობლემა ნაწარმოებში, - არც მაგ დონეზე გამოვჩერჩეტებულვარ...
მე ვთქვი - კომენტარებში (ნაწარმოების შეფასებისას) არალიტერატურული პრობლემების წამოწევის შესახებ. გადავხედე ხელახლა ჩემს პოსტს და ნამდვილად ეგრე მითქვამს... აჰ, ლუკა... ახლა მივხვდი, შენს კითხვას...
მე არ მიხსენებია არალიტერატურული პრობლემა ნაწარმოებში, - არც მაგ დონეზე გამოვჩერჩეტებულვარ...
მე ვთქვი - კომენტარებში (ნაწარმოების შეფასებისას) არალიტერატურული პრობლემების წამოწევის შესახებ. გადავხედე ხელახლა ჩემს პოსტს და ნამდვილად ეგრე მითქვამს...
15. "მიშა, არალიტერატურული პრობლება რას ნიშნავს?"
ლუკა...
არალიტერატურული პრობლემა ნიშნავს, მაგალითად პრობლემას - "რა ღირს ყველი ბაზარში?"...
მხატვრული ნაწარმოების შეფასება ლიტერატურულ საიტზე მხოლოდ იმ კრიტერიუმით, სუიციდზე წერს ავტორი თუ სუიცის საწინააღმდეგოდ, არასწორია. შეფასების კრიტერიუმია: როგორ წერს ავტორი სუიციდზე ან სუიციდის საწინააღმდეგოდ.
ჩესტერი შეიძლება იყოს კარგი ყმაწვილი, კარგი ადამიანი, კარგი მოქალაქე, როცა წერს სუიციდის საწინააღმდეგოდ.
მაგრამ ჩესტერი ვერ იქნება კარგი მწერალი და ვერც მისი ნაწერი იქნება კარგი ნაწარმოები, თუკი იგი ოსტატურად არ დაწერს... რაზეც გინდა... გინდა, - სუიციდზე და გინდა სუიციდის საწინააღმდეგოდ.
იმედია, ახლა გასაგებად ვთქვი...
ჩესტერთან ბოდიშს ვიხდი მისი სახელის ბრუნვისთვის... კარგი მასალა რომ არის, სწორედ იმიტომ ვდავობ, თორემ უვარგისი არც ღირს ყურადღების მისაქცევად. "მიშა, არალიტერატურული პრობლება რას ნიშნავს?"
ლუკა...
არალიტერატურული პრობლემა ნიშნავს, მაგალითად პრობლემას - "რა ღირს ყველი ბაზარში?"...
მხატვრული ნაწარმოების შეფასება ლიტერატურულ საიტზე მხოლოდ იმ კრიტერიუმით, სუიციდზე წერს ავტორი თუ სუიცის საწინააღმდეგოდ, არასწორია. შეფასების კრიტერიუმია: როგორ წერს ავტორი სუიციდზე ან სუიციდის საწინააღმდეგოდ.
ჩესტერი შეიძლება იყოს კარგი ყმაწვილი, კარგი ადამიანი, კარგი მოქალაქე, როცა წერს სუიციდის საწინააღმდეგოდ.
მაგრამ ჩესტერი ვერ იქნება კარგი მწერალი და ვერც მისი ნაწერი იქნება კარგი ნაწარმოები, თუკი იგი ოსტატურად არ დაწერს... რაზეც გინდა... გინდა, - სუიციდზე და გინდა სუიციდის საწინააღმდეგოდ.
იმედია, ახლა გასაგებად ვთქვი...
ჩესტერთან ბოდიშს ვიხდი მისი სახელის ბრუნვისთვის... კარგი მასალა რომ არის, სწორედ იმიტომ ვდავობ, თორემ უვარგისი არც ღირს ყურადღების მისაქცევად.
14. მიშა, არალიტერატურული პრობლება რას ნიშნავს? ჯერ აღ მსმენია რომ არალიტერატურული პრობლემა არ არსებობდეს, ბატონო ჩემო. ლიტერატურა იმითაა მომხიბვლელი რომ კალმითა და ქაღალდის ერთ ნაგლეჯზე ნებისმიერი პრობლემა შეგიძლია გახადო ლიტერატურული. გეთანხმებით, რამდენად ღირებული ლიტერატურა გამოვა, რამდენად მაღალ დონეზე შესრულებული ლიტერატურულ დონეზე, ეგ სხვა განხილვის თემაა, მაგრამ არალიტეერატურულ თემასთან დაკავშირებით,ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით...
მამაჩემს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს და ღამეებს უკაცრიელ დერეფანში ვათენებდით მე და ის, რადგან პალატის კედლები გალიად მიაჩნდა...მორიგე ექიმის გარდა მთელი ღამე არავინ იყო. და ექთანსა და ექიმზეც უთქვია-აი დარდი, მკიდია მაგათი წამლები, საპოჟნიკები არიანო. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვერაფერს დასძრახავ და ნათელი, დალაგებული გონების ადამიანი ვერც გაიგებს და ვერც ჩაწვდება მათ აზრებს, დამერწმუნეთ.ასეთი ავადმყოფები ღამით სრულიად მარტონი არიან ბატონო ჩემო.
ამ ნაწარმოების მოქმედების ადგილი სრულიად არ არის ჩემთვის ისეთი დაუჯერებელი,როგორადაც წარმოადგინეთ.
პატივისცემით
ლ.ო. მიშა, არალიტერატურული პრობლება რას ნიშნავს? ჯერ აღ მსმენია რომ არალიტერატურული პრობლემა არ არსებობდეს, ბატონო ჩემო. ლიტერატურა იმითაა მომხიბვლელი რომ კალმითა და ქაღალდის ერთ ნაგლეჯზე ნებისმიერი პრობლემა შეგიძლია გახადო ლიტერატურული. გეთანხმებით, რამდენად ღირებული ლიტერატურა გამოვა, რამდენად მაღალ დონეზე შესრულებული ლიტერატურულ დონეზე, ეგ სხვა განხილვის თემაა, მაგრამ არალიტეერატურულ თემასთან დაკავშირებით,ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით...
მამაჩემს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს და ღამეებს უკაცრიელ დერეფანში ვათენებდით მე და ის, რადგან პალატის კედლები გალიად მიაჩნდა...მორიგე ექიმის გარდა მთელი ღამე არავინ იყო. და ექთანსა და ექიმზეც უთქვია-აი დარდი, მკიდია მაგათი წამლები, საპოჟნიკები არიანო. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვერაფერს დასძრახავ და ნათელი, დალაგებული გონების ადამიანი ვერც გაიგებს და ვერც ჩაწვდება მათ აზრებს, დამერწმუნეთ.ასეთი ავადმყოფები ღამით სრულიად მარტონი არიან ბატონო ჩემო.
ამ ნაწარმოების მოქმედების ადგილი სრულიად არ არის ჩემთვის ისეთი დაუჯერებელი,როგორადაც წარმოადგინეთ.
პატივისცემით
ლ.ო.
13. ჩესტერ...
კარგია, თუკი გრძნობ, რომ სწორი ფორმა ვერ შეარჩიე სათქმელის მხატვრულად მოსატანად.
ჩვენ არ ვართ ანონიმურ თვითმკვლელთა ფორუმზე, რომ ნაწერის მთავარი "დავალება" შევაფასოთ და მხოლოდ ამით მოვიწონოთ იგი. და საერთოდ, ძალიან გამაღიზიანებელია, როცა ნაწერიდან არალიტერატურული პრობლემის ამოწევა და კომენტირება ხდება. აქ, ამ სივრცეში საინტერესოა მხოლოდ, რა ლიტერატურული ოსტატობით მოხდა დასმული პრობლების გაშლა მასალაში...
მოცემული მონოლოგისთვის პრაქტიკულად შეუფერებელი სიტუაციაა საავადმყოფოს მიმღები. ამგვარ ქაოტურ სივრცეში ფრაგმენტულად თუ შეიძლება კაცმა რაიმე აზრი გაუზიაროს უცხოს... მონოლოგი უფრო პალატაში, უკვე გაცნობილებს შორისაა წარმოსადგენი...
თუკი, მოცემულ დროში არ გადაუჭრია ვენები პერსონაჟს, მაშინ, სწორია, შრამი უნდა ჰქონდეს... მაგრამ ვენებზე შრამი სულაც არ არის აუცილებელი სუიციდის ნიშანი იყოს...
საერთოდ, ეს სრულიად სხვა და სხვა სახის პაციენტი როგორ მოხვდა ერთ მიმღებში?
უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანისთვის მისი მკურნალი ექიმი ღმერთის ტოლფასია. ასე, აგდებულად პაციენტს შეიძლება წამოცდეს ექიმზე, რომელსაც ჯერ არ იცნობს... რომელთანაც პირველად შედის... მაგრამ არა თავის მკურნალ ექიმზე, რომელიც პრაქტიკულად ბოლო იმედი და ბოლო მეგობარი ხდება მომაკვდავი ავადმყოფისთვის. აქედან გამომდინარე, მონოლოგი იმ ავადმყოფის კი არ არის, არამედ შენია და სწორედ აქაა ამ მონოლოგის ნაკლი.
"...მკიდია რას იტყვის ექიმი, ექთანი, სანიტარი..." - ამ ფრაზამ გაგყიდა, რომ მონოლოგის წერისას უიმედო ავადმყოფის შიგნიდან არ უყურებდი პრობლემას, თორემ აბა, სანიტარი და ექთანი რას იტყვიან, რატომ უნდა ჩათვალო იმდენად ღირებულად, რომ თუნდაც დაიკიდო?
ახლობელი ადამიანების ("ინვესტორების") თემა პირდაპირ გადაბმულია მავანთა ტყუილებზე და ძალაუნებურად ერთ ქვაბში ჩახარშე ყველა.
მოკლედ, თუ ამ უმთავრეს (და არა წვრილმან) ნიუანსებს მოაგვარებ, ნამდვილად კარგი "მონოლოგი" გამოვა.
ძალიან მომეწონა ნაწერის ერთგვარი სამუშაო სცენარის ფორმა - ფრჩხილებში ჩასმული პერსონაჟთა რეაქციის მიმანიშნებელი ფრაზები. უზარმაზარი ხიბლი შესძინა ამ დეტალმა ნარატივს.
წარმატებები... ჩესტერ...

წარმატებები...
12. ყველაზე მეტად გამიხარდება, თუ ეს პატარა მონოლოგი თავის "დავალებას" შეასრულებს, თუ ვინმეს მსგავსი ფიქრები გაუჩნდება სუიციდზე, წაიკითხავს და ოდნავ მაინც დაეჭვდება თავის გადაწყვეტილებაზე. პირდაპირ მძულს, როცა სრულიად ჯანმრთელი ხალხი თავს იკლავს და გარშემო კი ამდენი ადამიანი სიცოცხლისათვის იბრძვის ყველაზე მეტად გამიხარდება, თუ ეს პატარა მონოლოგი თავის "დავალებას" შეასრულებს, თუ ვინმეს მსგავსი ფიქრები გაუჩნდება სუიციდზე, წაიკითხავს და ოდნავ მაინც დაეჭვდება თავის გადაწყვეტილებაზე. პირდაპირ მძულს, როცა სრულიად ჯანმრთელი ხალხი თავს იკლავს და გარშემო კი ამდენი ადამიანი სიცოცხლისათვის იბრძვის
11. გაიხარე, შენ ნამდვილად იგრძნობდი მაგ ლექსს. ვინც ასეთ რამეზე წერს, ის ყოველთვის მიხვდება და იგრძნობს.
სიტყვა ძალაა. :)
გაიხარე, შენ ნამდვილად იგრძნობდი მაგ ლექსს. ვინც ასეთ რამეზე წერს, ის ყოველთვის მიხვდება და იგრძნობს.
სიტყვა ძალაა. :)
10. ნეფერტარ, მადლობა, იმ პატარა, მაგრამ მართლაც ღირებული ლექსის გახსენებისთვის! ნეფერტარ, მადლობა, იმ პატარა, მაგრამ მართლაც ღირებული ლექსის გახსენებისთვის!
9. რაკი ყველამ ყველაფერი კარგად გავიგეთ, ესე იგი მშვენივრად გამოგივიდა. :)
რაკი ყველამ ყველაფერი კარგად გავიგეთ, ესე იგი მშვენივრად გამოგივიდა. :)
8. მადლობა გამოხმაურებისთვის ^_^ როგორც მიხვდით, მოქმედება საავადმყოფოში, მიმღებში ვითარდება, სადაც ერთი უკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფი, ხვდება მეროეს რომელმაც თვითმკვლელობა სცადა. არ არის აუცილებელი ამ წამს ჰქონდეს ვენები გადაჭრილი, ალბათ ეს უნდა დამეხვეწა, რადგან ზოგმა იფიქრა, რომ მაინცდამაინც ახლა აქვს გადასერილი ვენები, შეიძლება შრამია. ხვდება ორი ადამიანი, ერთი რომელიც უიმედოდ იბრძვის სიცოცხლისთვის, ხოლო მეორე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა. რაღაცნაირად მინდოდა გადმომეცა რას გრძნობენ იმ დროს, როცა იციან რომ დიდი დრო არ დარჩათ, და როგორ ხედავენ ისინი სუიციდს, ან სხვისი სუიციდის მცდელობას. არ ვიცი რამდენად გამომივიდა. მადლობა გამოხმაურებისთვის ^_^ როგორც მიხვდით, მოქმედება საავადმყოფოში, მიმღებში ვითარდება, სადაც ერთი უკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფი, ხვდება მეროეს რომელმაც თვითმკვლელობა სცადა. არ არის აუცილებელი ამ წამს ჰქონდეს ვენები გადაჭრილი, ალბათ ეს უნდა დამეხვეწა, რადგან ზოგმა იფიქრა, რომ მაინცდამაინც ახლა აქვს გადასერილი ვენები, შეიძლება შრამია. ხვდება ორი ადამიანი, ერთი რომელიც უიმედოდ იბრძვის სიცოცხლისთვის, ხოლო მეორე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა. რაღაცნაირად მინდოდა გადმომეცა რას გრძნობენ იმ დროს, როცა იციან რომ დიდი დრო არ დარჩათ, და როგორ ხედავენ ისინი სუიციდს, ან სხვისი სუიციდის მცდელობას. არ ვიცი რამდენად გამომივიდა.
7. იმ ფონზე, როცა ავტორების ნაწილი დეპრესიას მოუცავს ან იგონებს ასეთ დეპრესიას, მიზეზიც რომ არ ჰქონდეს და სუიციდზე წერს ყოველ მეორე ლექსში და უნდა ეხვეწო - ე ბიჯო, არ ქნა ეგ საქმე და ა, შენ ხუთი ქულა ამ ფონზე მეთქი, ასეთი ნაწარმოების გამოჩენა სასიამოვნო მოულოდნელობაა შეიძლება წვრილმანები იყოს დასახვეწი, მაგრამ ფაქტია, რომ ავტორმა ძალიან კარგი რამე თქვა ამ ნაწარმოებით, ბევრისათვის ჭკუის სასწავლებელი.
იმ ფონზე, როცა ავტორების ნაწილი დეპრესიას მოუცავს ან იგონებს ასეთ დეპრესიას, მიზეზიც რომ არ ჰქონდეს და სუიციდზე წერს ყოველ მეორე ლექსში და უნდა ეხვეწო - ე ბიჯო, არ ქნა ეგ საქმე და ა, შენ ხუთი ქულა ამ ფონზე მეთქი, ასეთი ნაწარმოების გამოჩენა სასიამოვნო მოულოდნელობაა შეიძლება წვრილმანები იყოს დასახვეწი, მაგრამ ფაქტია, რომ ავტორმა ძალიან კარგი რამე თქვა ამ ნაწარმოებით, ბევრისათვის ჭკუის სასწავლებელი.
6. საერთოდ, ეს არ არის მონოლოგი, ეს არის "დ ი ა ლ ო გ ი " ვენებდასერილსა და უკურნებელი სენით შეპყრობილ ადამიანს შორის. უბრალოდ "ვენებდასერილი" დუმს... ნაწარმოების აგების ეს კონსტრუქცია ძალიან მომეწონა, ამიტომ მიმაჩნია ჩესტერი ნიჭიერ ავტორად. ყველაფერს ვერ დავწერ აქ. მთავარი ისაა, რომ "ვენებდასერილი" ჭკუაზე მოიყვანა უიმედო ავადმყოფმა, რომელსაც უნდა ბოლომდე დახარჯოს თავისი ბედისწერა და დარჩენილი სიცოცხლე:
"უბრალოდ, უბრალოდ მინდა ისევ გამაღვიძოს მეზობლის გინებამ, ქუჩაში ისევ დამეჯახოს სამსახურისკენ მიმავალი კაცი და თუნდაც გამლანძღოს, მინდა ზებრა გადავუჭრა ავტობუსს და იმან ტვინისწამღებად დამისიგნალოს, მინდა ლექციაზე დავაგვიანო და ლექტორისგან მომხვდეს, მინდა თუშეთი ვნახო... მინდა ცოცხალი ვიყო... არც ისე ბევრს ვითხოვ, არა?! [ი ს ე ვ ჩ ე მ ს ვ ე ნ ე ბ ს უ ყ უ რ ე ბ ს] და თუ მაინც მოვკვდები... და, ალბათ, ასეც იქნება... და არავინ გადაიღებს ჩემზე კინოს, არაუშავს! თუ არც არავის ეცოდინება სად ვარ, მაგასაც ეშველება, ბოლოსდაბოლოს იქნებ ის ჩიტი გამოჩნდეს! [ ი ღ ი მ ი ს ] უბრალოდ, მეცოდინება რომ მე არ გავჩერდი და ვეცადე, ეს კი–ეს კი ყველაზე მთავარია!" [თ ვ ა ლ ე ბ შ ი, თ ი თ ქ ო ს, ც რ ე მ ლ ე ბ ი უ დ გ ა ს, ვ წ ი თ ლ დ ე ბ ი დ ა გ ა დ ა ს ე რ ი ლ ვ ე ნ ა ს ვ უ ყ უ რ ე ბ].
ამ სტყვებზე, სისხლი საერთოდაც რომ აღარ ჰქონდეს, მაინც უნდა "გაწითლდეს" ვენებდასერილი.
საერთოდ, ეს არ არის მონოლოგი, ეს არის "დ ი ა ლ ო გ ი " ვენებდასერილსა და უკურნებელი სენით შეპყრობილ ადამიანს შორის. უბრალოდ "ვენებდასერილი" დუმს... ნაწარმოების აგების ეს კონსტრუქცია ძალიან მომეწონა, ამიტომ მიმაჩნია ჩესტერი ნიჭიერ ავტორად. ყველაფერს ვერ დავწერ აქ. მთავარი ისაა, რომ "ვენებდასერილი" ჭკუაზე მოიყვანა უიმედო ავადმყოფმა, რომელსაც უნდა ბოლომდე დახარჯოს თავისი ბედისწერა და დარჩენილი სიცოცხლე:
"უბრალოდ, უბრალოდ მინდა ისევ გამაღვიძოს მეზობლის გინებამ, ქუჩაში ისევ დამეჯახოს სამსახურისკენ მიმავალი კაცი და თუნდაც გამლანძღოს, მინდა ზებრა გადავუჭრა ავტობუსს და იმან ტვინისწამღებად დამისიგნალოს, მინდა ლექციაზე დავაგვიანო და ლექტორისგან მომხვდეს, მინდა თუშეთი ვნახო... მინდა ცოცხალი ვიყო... არც ისე ბევრს ვითხოვ, არა?! [ი ს ე ვ ჩ ე მ ს ვ ე ნ ე ბ ს უ ყ უ რ ე ბ ს] და თუ მაინც მოვკვდები... და, ალბათ, ასეც იქნება... და არავინ გადაიღებს ჩემზე კინოს, არაუშავს! თუ არც არავის ეცოდინება სად ვარ, მაგასაც ეშველება, ბოლოსდაბოლოს იქნებ ის ჩიტი გამოჩნდეს! [ ი ღ ი მ ი ს ] უბრალოდ, მეცოდინება რომ მე არ გავჩერდი და ვეცადე, ეს კი–ეს კი ყველაზე მთავარია!" [თ ვ ა ლ ე ბ შ ი, თ ი თ ქ ო ს, ც რ ე მ ლ ე ბ ი უ დ გ ა ს, ვ წ ი თ ლ დ ე ბ ი დ ა გ ა დ ა ს ე რ ი ლ ვ ე ნ ა ს ვ უ ყ უ რ ე ბ].
ამ სტყვებზე, სისხლი საერთოდაც რომ აღარ ჰქონდეს, მაინც უნდა "გაწითლდეს" ვენებდასერილი.
5. ლუკა...
არ არის ეს ვენებგადაჭრილის მონოლოგი სუიციდზე...
ეს არის, უიმედო ავადმყოფის მონოლოგი სიცოცხლეზე! ლუკა...
არ არის ეს ვენებგადაჭრილის მონოლოგი სუიციდზე...
ეს არის, უიმედო ავადმყოფის მონოლოგი სიცოცხლეზე!
4. თვითმკვლელობის თემაზე დაწერილი ნაწარმოებებიდან, ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც წამიკითხავს. საინტერესო წყობაა, თავისუფლად იკითხება, ჩამთრევია.პატარა დეტალები დასახვეწია, მაგრამ სრულიად უმნიშვნელოა.
რაც შეეხება ტყუილს-დავეთანხმებოდი გმირს,(ავტორს) სრულიად მართალი ხარ და ვფიქრობ გადაჭრილი ვენებით, სიკვდილის წინ ალბათ შესაძლოა ამაზე ფიქრობდეს ადამიანი, ბოლოს და ბოლოს ადამიანმა ამის გამოც შეიძლება გადაისეროს ვენები, იმხელა ტყუილში ვცხოვრობთ, მაგრამ იმედის ნაპერწკალი მაინც კარგი იქნებოდა. ცხოვრება კი სურს, მაგრამ ოდნავ უფრო მეტ იმედს მივცემდი... ცოტა უფრო მეტს...
წარმატებები ავტორს
ლ.ო. თვითმკვლელობის თემაზე დაწერილი ნაწარმოებებიდან, ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც წამიკითხავს. საინტერესო წყობაა, თავისუფლად იკითხება, ჩამთრევია.პატარა დეტალები დასახვეწია, მაგრამ სრულიად უმნიშვნელოა.
რაც შეეხება ტყუილს-დავეთანხმებოდი გმირს,(ავტორს) სრულიად მართალი ხარ და ვფიქრობ გადაჭრილი ვენებით, სიკვდილის წინ ალბათ შესაძლოა ამაზე ფიქრობდეს ადამიანი, ბოლოს და ბოლოს ადამიანმა ამის გამოც შეიძლება გადაისეროს ვენები, იმხელა ტყუილში ვცხოვრობთ, მაგრამ იმედის ნაპერწკალი მაინც კარგი იქნებოდა. ცხოვრება კი სურს, მაგრამ ოდნავ უფრო მეტ იმედს მივცემდი... ცოტა უფრო მეტს...
წარმატებები ავტორს
ლ.ო.
3. ჩემი, როგორც მედიკების ოჯახის წარმომადგენლის პროტესტი:
ანუ, ვენებგადაჭრილი ერთი პერსონაჟი საავადმყოფოს მიმღებში ზის, ცხადია, სისხლისგან იცლება (ერთად-ერთი ფიზიოლოგიური ეტაპი, როდესაც ადამიანი ვერ წითლდება სირცხვილისგან) და მეორე, უიმედო ავადმყოფი, ჩიტებზე უტარებს ლექციას?
მდააა... აქ სადმე ჩავამატოთ, რომ ამ დროს, მორიგე ექიმი არხეინად ჟიმავს მორიგე ექთანს რომელიმე ლაბორატორიაში...
ჩემი, როგორც მედიკების ოჯახის წარმომადგენლის პროტესტი:
ანუ, ვენებგადაჭრილი ერთი პერსონაჟი საავადმყოფოს მიმღებში ზის, ცხადია, სისხლისგან იცლება (ერთად-ერთი ფიზიოლოგიური ეტაპი, როდესაც ადამიანი ვერ წითლდება სირცხვილისგან) და მეორე, უიმედო ავადმყოფი, ჩიტებზე უტარებს ლექციას?
მდააა... აქ სადმე ჩავამატოთ, რომ ამ დროს, მორიგე ექიმი არხეინად ჟიმავს მორიგე ექთანს რომელიმე ლაბორატორიაში...
2. კარგია. ემოციები, ფიქრები განცდები, რაც მთავარია, სიმართლეა, განცდების მწვერვალზე მყოფი ადამიანის სიმართლე. ყველაზე კარგი იყო გადაწყვეტილების მიღების, აზროვნების პროცესი, როგორ მივიდა პერსონაჟი დასკვნამდე. "ვერ ვიქნები იმის იმედად, რომ ოდესღაც ჩემ საფლავს ჩიტი გადაუფრენს", "მინდა ცოცხალი ვიყო... არც ისე ბევრს ვითხოვ, არა?! და თუ მაინც მოვკვდები... და, ალბათ, ასეც იქნება... უბრალოდ, მეცოდინება რომ მე არ გავჩერდი და ვეცადე, ეს კი–ეს კი ყველაზე მთავარია!"
- აი ეს მომეწონა. არ ვიცი, ვინ რას დაინახავს ამ პატარა მონოლოგში (პერსონაჟის დიდი და სწორი გადაწყვეტილებით), მაგრამ რაც ამ საიტზე ხუთი წლის განმავლობაში სუიციდზე წამიკითხავს, ყველას პასუხი, ამ პატარა მონოლოგშია ძალიან ზუსტად ჩამოყალიბებული.
კარგი ხედვაა ჩესტერ. მართლაც და პოტენციალს ვხედავ. ყველა ნახავს ცოტა ხანში, რა შესანიშნავი ნაწარმოებები გაჩნდება ამ გვერდზე. ერთ პატარა ლექსს დაგიტოვებ ჩესტერ, ძალიან პატარას, მაგრამ ძალიან ღირებულს.
"არაფერი არ მინდოდა, არაფრისთვის მოველ ცადო, არაფერი არ გამოდის, არაფრისთვის უნდა ვცადო!"
ეს არის პასუხი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ხელი ჩაუქნევია ცხოვრებაზე და თუნდაც ერთხელ უფიქრია სუიციდზე - დიდი იმედგაცრუების გამო. ყოველთვის უნდა სცადო ხელახლა, - არაფრისთვის. ეს არის არაფრის გზა, რომელიც ყველაფერს იძლევა. "არაფრიდან ყველაფრისკენ " -ასე თქვა მასწავლებელმა გია მურღულიამ და ვეთანხმები სრულად. შენმა "მონოლოგმა" გამახსენა ეს პატარა ლექსი დაიხსომე შენც, ბევრჯერ აგენთება სანთლად და მეგზურად რთულ ვითრებაში. ადამიანმა, ბოლომდე უნდა დახარჯოს თავისი ბედი და ბედისწერა. ესაა მისი არსებობის მიზანი. 5 ქულა.
კარგია. ემოციები, ფიქრები განცდები, რაც მთავარია, სიმართლეა, განცდების მწვერვალზე მყოფი ადამიანის სიმართლე. ყველაზე კარგი იყო გადაწყვეტილების მიღების, აზროვნების პროცესი, როგორ მივიდა პერსონაჟი დასკვნამდე. "ვერ ვიქნები იმის იმედად, რომ ოდესღაც ჩემ საფლავს ჩიტი გადაუფრენს", "მინდა ცოცხალი ვიყო... არც ისე ბევრს ვითხოვ, არა?! და თუ მაინც მოვკვდები... და, ალბათ, ასეც იქნება... უბრალოდ, მეცოდინება რომ მე არ გავჩერდი და ვეცადე, ეს კი–ეს კი ყველაზე მთავარია!"
- აი ეს მომეწონა. არ ვიცი, ვინ რას დაინახავს ამ პატარა მონოლოგში (პერსონაჟის დიდი და სწორი გადაწყვეტილებით), მაგრამ რაც ამ საიტზე ხუთი წლის განმავლობაში სუიციდზე წამიკითხავს, ყველას პასუხი, ამ პატარა მონოლოგშია ძალიან ზუსტად ჩამოყალიბებული.
კარგი ხედვაა ჩესტერ. მართლაც და პოტენციალს ვხედავ. ყველა ნახავს ცოტა ხანში, რა შესანიშნავი ნაწარმოებები გაჩნდება ამ გვერდზე. ერთ პატარა ლექსს დაგიტოვებ ჩესტერ, ძალიან პატარას, მაგრამ ძალიან ღირებულს.
"არაფერი არ მინდოდა, არაფრისთვის მოველ ცადო, არაფერი არ გამოდის, არაფრისთვის უნდა ვცადო!"
ეს არის პასუხი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ხელი ჩაუქნევია ცხოვრებაზე და თუნდაც ერთხელ უფიქრია სუიციდზე - დიდი იმედგაცრუების გამო. ყოველთვის უნდა სცადო ხელახლა, - არაფრისთვის. ეს არის არაფრის გზა, რომელიც ყველაფერს იძლევა. "არაფრიდან ყველაფრისკენ " -ასე თქვა მასწავლებელმა გია მურღულიამ და ვეთანხმები სრულად. შენმა "მონოლოგმა" გამახსენა ეს პატარა ლექსი დაიხსომე შენც, ბევრჯერ აგენთება სანთლად და მეგზურად რთულ ვითრებაში. ადამიანმა, ბოლომდე უნდა დახარჯოს თავისი ბედი და ბედისწერა. ესაა მისი არსებობის მიზანი. 5 ქულა.
1. მე აქ უკეთეს ველოდი. მე აქ უკეთეს ველოდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|