ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2016


მამა

და შენ უყურებ მამა ისევ
დაბრუნდა სახლში.
დაბრუნდა,მაგრამ
გგონია,რომ ისევ იქ არის,
სადაც ცხოვრების ყველა ნაბიჯს
ზომავენ ცრემლით,
სიყვარულს მხოლოდ
ჩვენს თთვალებში სიამით ეტრფის.
უყურებ ისევ სიარულით
დაღლილ მამაშენს.
რომც არ შეხედო,შვილი ხარ
და უთუოდ იგრძნობ.
უყურებ ფეხებს შენსას მერე
ხვდები თუ რად ღირს,
როდესაც დილას გადიხარ
და ღამე მოდიხარ,იმისთვის რადგან
ამ ცხოვრებას ცოტაც გაუძლო.
უყურებ მამას,რომელიც წევს გულაღმა
დიდხანს,
ხმას არ იღებს და საკუთარ თავს
ტკივილით ებრძვის,
უყურებ გინდა მიხიდე და გულში ჩაიკრა,
ის კი მიყვარხარს თვალებით და ცრემელბით
გეტყვის.
ან შენ რათ გინდა ამისი თქმა ისედაც იცი,
როდესაც მამა ცხოვრებაზე საუბრობს
ჩვენთან,
სახლში ყვირილი და ტკივილი
ზარივით ისმის,
მაშინ კი მინდა,რომ მივიდე უბრალოდ
ღმერთთან.
და შენ უყურებ მამის თვალებს რომელიც
დარდობს,
დარდობს იმაზე,რომ ცხოვრებამ ზურგი გვაქცია,
მერე დაღლილი გამოაღებს მაცივრის კარებს,
იქ კი შიმშილი და ტკივილი ერთად დახვდება.
დილას ადგება და ჩაიცვამს კურთუკს რომელიც
დიდი ხნის წინათ იყიდა და ახლაც აცვია,
ხანდახან კიდე იმას ვფიქრობ ქურთუკის ნაცვლად,
ტანი უბრალოდ ტკივილებით ქურთუკს აცვია.
გაცვდა ჯინსივით ყველა ფიქრი,ოცნება რადგან,
არავინ არის რომ მის გულში ოდნავ ჩახედოს,
ისევ ადგება დილით ჩემი დაღლილი მამა,
და დახმარებას მე თუ არა უფალს ხომ შესთხოვს.
ეჰ ამ ცხოვრებას რაღა ვუთხრა მე იმის მეტი,
რომ დაღლილი ვარ ,რომ არავინ არ მინდა ახლა,
ვუყურებ მამას,და არ მინდა დღეს არაფერი
გარდა იმისა,
რომ მის ცხოვრებას ეშველოს და დასრულდეს საგა.!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები