 | ავტორი: ლელა-65 ჟანრი: პოეზია 3 მარტი, 2016 |
ლანდი ხარ თითქოს, ჰაერივით თან გამჭვირვალე და თითებივით დაგეთვლება მალე ნეკნები, ეს უწონობა დედამიწას მაინც ამძიმებს, ან შენ გამძიმებს დედამიწა და შენ ვერ ხვდები...
მიდი ადექი, იხმაურე, სუნთქვას უმატე, რომ გაჩერებულს ვეღარ გცნობენ უკვე ფაქტია, სადაც სირბილი ეზარებათ ახლა ულაყებს, იქ ფაშატები გაოფლილი ზურგით დაჰქრიან.
დაიფრუტუნე გააყოლე ჰაერს ნაღველი, მიძინებული სიამაყე გამოაღვიძე, არ დაიჩოქო თორემ მერე ვეღარ ადგები და გაგიხდება დასაბმელი ხორცი აღვირზე...
არ მიეჩვიო უცხო ბაგას დიდხანს იცოდე, სისხლი, რომელიც შენში ბორგავს მეტის ღირსია, არ დაიღალო მაშინ თუკი ასე ისურვეს, თორემ დავარდნილ ცხენებს ბოლოს, შუბლში ესვრიან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგია ლელასეულია. კარგია ლელასეულია.
12. ვწუხვარ, რომ თქვენს გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს ნაწერი :-) ვწუხვარ, რომ თქვენს გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს ნაწერი :-)
11. ეს რაარი? იმედია ხუმრბთ ყველანი ერთად !!
ავარგა ეს რაარი? იმედია ხუმრბთ ყველანი ერთად !!
ავარგა
10. მიღებულია ბატონი მიშას შენიშვნა და გამოსწორებულიც .... დიდი მადლობა :-) მიღებულია ბატონი მიშას შენიშვნა და გამოსწორებულიც .... დიდი მადლობა :-)
9. ძალიან კარგი კუთხითაა დანახული ემიგრაციული თემა... არ სჭირდება არავითარი მინიშნება.
ულაყი ნიშნავს დაუკოდავს (იაბო - დაკოდილს), ანუ თავისთავად - მამალს.
თავად სიტყვა "ულაყი" აკონკრეტებს მამალი ცხოველის მდგომარეობასა და არსს - ულაყი ცხენი, ულაყი ვირი, ულაყი ჯორი, ულაყი აქლემი... ან მხოლოდ ულაყი.
მამალი ულაყი კი - უმწიფარი ტერმინია და აფუჭებს ამ ძალიან კარგ ლექსს. ძალიან კარგი კუთხითაა დანახული ემიგრაციული თემა... არ სჭირდება არავითარი მინიშნება.
ულაყი ნიშნავს დაუკოდავს (იაბო - დაკოდილს), ანუ თავისთავად - მამალს.
თავად სიტყვა "ულაყი" აკონკრეტებს მამალი ცხოველის მდგომარეობასა და არსს - ულაყი ცხენი, ულაყი ვირი, ულაყი ჯორი, ულაყი აქლემი... ან მხოლოდ ულაყი.
მამალი ულაყი კი - უმწიფარი ტერმინია და აფუჭებს ამ ძალიან კარგ ლექსს.
8. ეს ლექსი წავიკითხე გუშინ და შევაფასე კიდევაც უკომენტაროდ. (მე "რაშმუზთან" წამიყვანა...) დღეს კომენტარებს შემოვყევი... რა შუაშია აქ ემიგრანტი როცა მეეტლეს ეტლი, ყოველტვის მასე მძიმეა.
საზღვრების გადაკვეთის გარეშეც ბევრია ასეთი ფაშატი ჩემს სამშობლოში და ბევრი ულაყიც არ იქნება ფაშატიდან ამ ლექსის ღირსი. ეს მხოლოდ ძალაგამოცლილ ქალების შესამართადაა.რომლებთაც მხოლოდ ემიგრანტებში ვერ მოიხსენიებ და ხშირად, სროლის ხმა უფრო ახარებთ. ღმერთმა გააძლიეროს ყველა ასეთი ფაშატი ულაყის მოსაქცევად.
ლექსი ჩემი უმაღლესით მომეწონა. :* ეს ლექსი წავიკითხე გუშინ და შევაფასე კიდევაც უკომენტაროდ. (მე "რაშმუზთან" წამიყვანა...) დღეს კომენტარებს შემოვყევი... რა შუაშია აქ ემიგრანტი როცა მეეტლეს ეტლი, ყოველტვის მასე მძიმეა.
საზღვრების გადაკვეთის გარეშეც ბევრია ასეთი ფაშატი ჩემს სამშობლოში და ბევრი ულაყიც არ იქნება ფაშატიდან ამ ლექსის ღირსი. ეს მხოლოდ ძალაგამოცლილ ქალების შესამართადაა.რომლებთაც მხოლოდ ემიგრანტებში ვერ მოიხსენიებ და ხშირად, სროლის ხმა უფრო ახარებთ. ღმერთმა გააძლიეროს ყველა ასეთი ფაშატი ულაყის მოსაქცევად.
ლექსი ჩემი უმაღლესით მომეწონა. :*
7. მადლობა საყვარელო :-* მადლობა საყვარელო :-*
6. არა, ლელა, ჩანს რომ ქანცგაწყვეტილ ქალებზეა. არა, ლელა, ჩანს რომ ქანცგაწყვეტილ ქალებზეა.
5. რავიცი ცოტაარიყოს დავიბენი შეიძლება ემიგრანტები უნდა დამეწერა სათაურად ან სხვა რამ უფრო გასაგებითქო :-) რავიცი ცოტაარიყოს დავიბენი შეიძლება ემიგრანტები უნდა დამეწერა სათაურად ან სხვა რამ უფრო გასაგებითქო :-)
4. "ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხებენს" - ეს ფილმი გამახსენდა მაშინვე, როგორც კი წავიკითხე. :) "ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხებენს" - ეს ფილმი გამახსენდა მაშინვე, როგორც კი წავიკითხე. :)
3. გულიანი ლექსია! ++ გულიანი ლექსია! ++
2. ეს ლექსი ჩვენზე ანუ ემიგრანტ ქალებზეა დაწერილი, ცხენები მხოლოდ პირობითად მოიაზრებიან, მე ჩვენი აქაური ყოფა შევადარე .... :-) მადლობა ნექტარს ... ეს ლექსი ჩვენზე ანუ ემიგრანტ ქალებზეა დაწერილი, ცხენები მხოლოდ პირობითად მოიაზრებიან, მე ჩვენი აქაური ყოფა შევადარე .... :-) მადლობა ნექტარს ...
1. ძალიან ძალიან მაგარია. ულამაზესი ცხენი, უჭკვიანესი. სიგიჟემდე შესაყვარებელი. ძალიან ძალიან მაგარია. ულამაზესი ცხენი, უჭკვიანესი. სიგიჟემდე შესაყვარებელი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|