 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 15 მაისი, 2016 |
მზე ჰორიზონტზე გაწითლებულ ღრუბლებს შეადნა, დამბალ ქვიშაზე თოლიები დაგოგმანობენ, ზღვა ღელავს,ჩემი სევდა მოაქვს ალბათ შენამდეც, სანაპიროზე ვხვდები მორიგ სავსემთვარობას, ახლა, ჩემს უკან,ქანცგაცლილი მეგაპოლისი, ძილმორეული,გაეხვევა სიზმრის საბანში, მე კი მომაკვდავს ,შენზე ფიქრმა სულზე მომისწრო, და მთელი სევდა,ტალახივით ჩამომაბანა, უკვე დაღამდა,ზღვაც დაწყნარდა,მინელდა ქარიც, გზებმაც იყუჩეს და აალდნენ ლამპიონები, მე მთვარეს ვუცდი,ცას გავყურებ სწორედ იმ მხარეს, შენსკენ სავალი ცის ბილიკი რომ მეგულება, და აი უკვე ჰორიზონტზე ამოწვერა, სინათლისფერი,ვეებერთელა ღამის იმედი, მეც უნებლიედ წამოვიწყე გედის სიმღერა, მაგრამ თვალები დასახუჭად ვერ გავიმეტე. მიყვარხარ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ,,და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად''... ეს აქ ისე. მომეწონა. ,,და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად``... ეს აქ ისე. მომეწონა.
3. ლამაზ ლექსია,..... ლამაზ ლექსია,.....
2. ლამაზი პეიზაჟის ფონზე, ლირიული გმირის ლამაზი სიყვარულია დახატული...- შესრულებაც მშვენიერი...:-* ლამაზი პეიზაჟის ფონზე, ლირიული გმირის ლამაზი სიყვარულია დახატული...- შესრულებაც მშვენიერი...:-*
1. მე კი მომაკვდავს ,შენზე ფიქრმა სულზე მომისწრო :)
ლექსის ბოლოს აკრეფის ხარვეზებია, მგონი.
მოკითხვა ლიპოს :)
მე კი მომაკვდავს ,შენზე ფიქრმა სულზე მომისწრო :)
ლექსის ბოლოს აკრეფის ხარვეზებია, მგონი.
მოკითხვა ლიპოს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|