ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2016


***


ჩაშავებული ანწლიანები
/თვალმა ფერები მოისაკლისა/
ჟამი სხვაგვარი აწრიალების
ჟამი სხვაგვარი ფორიაქისა.

ტკივილი ძველი და დღე ახალი
/სუსხი სასახლის ლიბოწყეულის/
ფიქრი მზისა და ნავენახარის
გულის სევდიან სითბოდ ქცეული.

დახავსებული კიბეები და
შორს დარჩენილი გზა და ხიდები
აუმღვრეველი სიღრმეებიდან
ამონათება მარგალიტების.

ღრუბლები-ბრძენი ამბოკარები
მწვანე ფურცელზე თოვლის ნოტები
მელოდიები გამოდარების
ნელი ბიბინი ჰორიზონტების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები