ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 აპრილი, 2016


მატარებელი და ლიტერატურა (მე-დეას)

’’მატარებლები და პოეტები?
საიდან სადო, იტყვით, ღმერთმანი,
ბედის და გზების მაძიებლები
მაინც რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს’’.

შოთა ნიშნიანიძე

შოთა ნიშნიანიძის არ იყოს, მატარებელსა და ლიტერატურას მართლაც რაღაც საერთო აქვთ ერთმანეთთან. ვიჯექი თბილისი-ფოთის მატარებელში და ვკითხულობდი შენს მეორე კრებულს. ვკითხულობდი და თვალებიდან სევდანარევი სიხარულის ცრემლები მცვიოდა. აფხაზეთი! - ეს ის ტკივილია, რომლისთვისაც ჟიული შარტავამ თავი გასწირა. ზვიად გამსახურდიამ ჟიულის გმირობა თევდორე მღვდლის გმირობას შეადარა.
მატარებლის დაგან-დაგანსა და წიგნის კითხვაში დრო ისე გავიდა, ვერც ვიგრძენი. თვალწინ წარმომიდგა ჩვენი ლიტერატურული საღამოები, თბილ-ტკბილი ხმებით წაკითხული ლექსები. ბავშვობაც გავიხსენე... 1991 წელი იყო, სოხუმში ვიმყოფებოდი მშობლებთან ერთად, მართალია ვითარება უკვე დაძაბული იყო, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება ის პერიოდი. მტკივა... შენსავით მტკივა, ვიწვი... შენსავით ვიწვი... შენ ილორის ტაძარში ჩამოქნილი სანთელი ხარ, მე - ამ სანთლის ცრემლი. ჩვენი გულები ქრისტესმიერი სიყვარულით არის შეერთებული და შარავანდედად უფლის ნათელი გვადგას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები