 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2016 |
ცარიელი ხარ, არ გიჭირავს ადგილი არსად, თუმცა თავს უძღვნი სიცარიელეს,
თუ ქარს დაუსტვენ, ლეკვივით მოვა, ფეხთან დაჯდება, დახრული ძვალი, ვნების საკრავს დაემსგავსება, და დანერწყვილი დაიწყებს კვნესას,
სავსე ხარ სისხლით და მძიმეა თავის აზიდვა, თქვი: უცნაურად წამერთვა ძალა, რაც გინდა იყოს, მიმზიდველია, სულის სისავსე,
გინდ მტვერში იდგეს, ბუღი მოჰყვეს, ნისლში გახვიო, დაიხვევ თითზე, ნოყიერ მიწას კანს წააფარებ, წყალში აზელილს,
ელვის მახვილმა გადაჭრას შუბლი, თვალებში ჩარჩეს, და მოიქუფროს ნაოჭად იქვე,
მღერდე ყოველგან, და ყველასთვის უცხო ენაზე, არ გადიოდეს სათქმელი შენგან,
დრო და დრო მარტოგული წაგერთვას, უკვე დაცდილი ჰანგით, აგევსოს ცეცხლით და დენთით,
მშვიდობით იყავ, ყოველი მხრით, საითაც წახვალ, მზე იყოს შენი გვირგვინი და მთვარე ქვეშაგი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ხოტბა ჩემი სტილი არაა ხოტბა ჩემი სტილი არაა
11. რომ წაგეკითხა, მისანი და ბავარელი ერთმანეთს ხოტბას როგორ ასხამდნენ, ამ კითხვას აღარ დაუსვამდი :)
მოგიკითხე! რომ წაგეკითხა, მისანი და ბავარელი ერთმანეთს ხოტბას როგორ ასხამდნენ, ამ კითხვას აღარ დაუსვამდი :)
მოგიკითხე!
10. რატომ? დაასაბუთეთ თუ შეიძლება რატომ? დაასაბუთეთ თუ შეიძლება
9. Aრ ვარგა.... Aრ ვარგა....
8. რა უნდა მითხრათ როო? თუ ფიქრობთ რომ კომპლიმენტად მივიღე საეჭვო დედუქციით მიღებული დასკვნა ჩემს ანტირარისტობაზე მაგაში კი ძალიან ცდებით. გმადლობთ რა უნდა მითხრათ როო? თუ ფიქრობთ რომ კომპლიმენტად მივიღე საეჭვო დედუქციით მიღებული დასკვნა ჩემს ანტირარისტობაზე მაგაში კი ძალიან ცდებით. გმადლობთ
7. ლექსზე რა გითხრა და ის, რომ რასისტი არ ხარ, მისასალმებელია. ლექსზე რა გითხრა და ის, რომ რასისტი არ ხარ, მისასალმებელია.
5. თუ ქარს დაუსტვენ, ლეკვივით მოვა
ჰო თუ ქარს დაუსტვენ, ლეკვივით მოვა
ჰო
4. კარგი ლექსია...:-*
"სავსე ხარ სისხლით და მძიმეა თავის აზიდვა, თქვი: უცნაურად წამერთვა ძალა, რაც გინდა იყოს, მიმზიდველია, სულის სისავსე,"
კარგი ლექსია...:-*
"სავსე ხარ სისხლით და მძიმეა თავის აზიდვა, თქვი: უცნაურად წამერთვა ძალა, რაც გინდა იყოს, მიმზიდველია, სულის სისავსე,"
3. მეც ეგრე გავიფიქრე თავიდან (არასწორად ) მეც ეგრე გავიფიქრე თავიდან (არასწორად )
2. მომწონს ესეთი ლექსები. მომწონს ესეთი ლექსები.
1. "თუ ქარს დაუსტვენ, ლეკვივით მოვა"
სათაური რა კავშირშია ტექსტთან მეთქი, ვიფიქრე (არასწორად).
"თუ ქარს დაუსტვენ, ლეკვივით მოვა"
სათაური რა კავშირშია ტექსტთან მეთქი, ვიფიქრე (არასწორად).
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|