 | ავტორი: იადონი ჟანრი: პოეზია 15 აპრილი, 2016 |
მეშინია დეკემბერის მშრალი ყინვის.. შემაშინა ნოემბერის ცივმა ქროლამ! და ბულბული, როცა ტკბილად ვჭიკჭიკებდი ახალი წლის ახლოს მოსვლამ შემაშფოთა..
ვიცი მალე ცივ თებერვალს გააცილებს ბეღურების ნაფეხური ფიფქთა ზღვაში.. და მერე მარტს გიჟმაჟუნას რა გაუძლებს , განა კვირტებს გაახარებს, როგორც მაშინ?!
დაათოვებს გაზაფხულზე მიწას ქარი- ჩამოაბნევს ხეებიდან ფერად ფურცლებს.. გათენდება, გამოჩნდება საოცარი ცისარტყელა და გაქრება წამით უცებ..
აფეთქდება სითბო რტოზე ყვავილებად, და ოცნებაც იმ დროისკენ მიმაქროლებს..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|