მინდა ყველამ წაიკითხოს! მყავს დიშვილი, სახელად თორნიკე, ძალიან კარგი ბიჭია, წესიერი, პატიოსანი. მამა ადრე გარდაეცვალა, სხვადასხვა მიზეზების გამო მატერიალურად უჭირს, აქ სამუშაო რომ ვერ იშოვა, სამი თვით ჩეხეთში წავიდა სამუშაოდ, ფიზიკურად იმუშავა, იაფფასიანი მანქანის ფული შეაგროვა, გერმანიაში გადავიდა, იქ 600 ევროდ მანქანა იყიდა, მეორადი ტელევიზორი, ცოლ-შვილს გავახარებო,პატარა ზურიკო სკოლაში ჯერ არ დადის,ელოდება, მამა ტელევიზორს ჩამომიტანს და მანქანას ჩამოიყვანსო, ძალიან უხარია. მაგრამ, დღეს რა მოხდა: უკრაინაში შემოვიდა თავისი მანქანით, უკრაინელები კარგი ხალხი ეგონა, იფიქრა, პრობლემები არ შემექმნება გზაზე, მშობლიურ ერად მიაჩნდა, ბებია უკრაინელი ჰყავს. იქ საბაჟოზე ჯერ 250 ევრო ქრთამი მოთხოვეს, გაგატარებთო, საწყალს ეს ფულიც არ ჰქონდა, მხოლოდ ოდესიდან მანქანის "პარომით" გადასაყვანი და ბენზინის ფული ჰქონდა, უარი უთხრა, ეგრე არ გინდაო, ჩვენი კანონმდებლობით, გირაო უნდა გადაიხადო, მანქანა რომ ჩვენს ტერიტორიაზე გავატაროთო. უთხრეს, 4700 ევრო უნდა შეიტანო უკრაინის ბანკში და როცა საზღვარს გადაკვეთ, მერე დაგიბრუნებთო, საწყალ ბიჭს 4700 ევრო რომ ჰქონდეს, უცხოეთში რატომ წავიდოდა?! ამ არაადამიანებმა, სხვა რისი თქმა შეიძლება უკრაინის საბაჟოს ამ თანამშრომლებზე, ის ნივთებიც ამოაღებინეს მანქანიდან, რაც შიგ ეწყო,ეს საწყობი კი არ არისო. სად ან როგორ უნდა გადაეტანა ტელევიზორი, ისიც საბაჟოზე დატოვა, ალბათ საბაჟოს რომელიმე თანამშრომელი დღეს ღამით პატარა ზურიკოს ტელევიზორს სახლში წაიღებს და თავის ბავშვებს გაახარებს. მანქანა, ახლა გამოცარიელებული, უკრაინის ქალაქ უჟგოროდის საბაჟოზე დგას და ელოდება თავის ბედს. თორნიკეს ნამდვილად არა აქვს საშუალება, რომ 4700 ევრო დაუტოვოს გირაოდ უკრაინის საბაჟოს, რომელსაც თურმე ეშინია, რომ მან ეს მანქანა, 1999 წლის ოპელ-ასტრა, მათ ტერიტორიაზე არ გაასაღოს და მათ ზარალი არ მიადგეთ. ამ მანქანაში ისინი თურმე ბაჟს ითხოვენ 4700 ევროს. სირცხვილი უკრაინის საბაჟოს და მთავრობას, რომელიც ისეთ პირობებს უქმნის ხალხს, რომ მეორედ იქ აღარავინ ჩავიდეს, ძარცვავენ ადამიანებს, იმ ცოტასაც ართმევენ, რაც მათ საკუთარი შრომით იშოვეს, როგორც გვითხრეს, ამ დატოვებულ მანქანებს მერე შლიან საბაჟოს თანამშრომლები და ნაწილებად ყიდიან. იმედი მაქვს, რომ საქართველოს საელჩო ყურადღებას გამოიჩენს ჩემი დიშვილისადმი და დაეხმარება, თუმცა არც ამის მჯერა. ძალიან მეტკინა გული, რაც მოხდა. წარმოიდგინეთ ამ ბიჭის მდგომარეობა. ახლა წევს ქალაქ უჟგოროდის რომელიღაც ღარიბული სასტუმროს პატარა ოთახში და ცრემლებს ყლაპავს, ნანობს,რატომ არ წამოვიდა თურქეთის გზით, როგორც ყველა ქართველი მოდის, მაგრამ უნდოდა ლოგინად ჩავარდნილი ბებია ენახა, რომელიც ხარკოვში ცხოვრობს. ჩვენი მართლმადიდებელი ძმები, როგორც მე ვფიქრობ, ცოტა არ იყოს უღირსებოდ იქცევიან, როცა ადამიანობას ივიწყებენ და თავს კანონებით იმართლებენ. მთელი თავისი ნაჯაფ-ნაწვალები ბიჭმა ახლა სხვას უნდა დაუტოვოს. თუ ვინმეს ხელეწიფება მისი დახმარება, გთხოვთ, დაეხმაროთ. მივმართავ უკრაინაში საქართველოს საელჩოს და საკონსულოებს, იქნებ ყურადღება გამოიჩინოთ გაჭირვებული ადამიანის მიმართ! ორი წლის წინ უკრაინიდან ძმა და რძალი გვეწვია. ძალიან მოსწონს ჩვენს რძალს სულგუნი. წაიღეს, ხარკოვში ჩასვლისას საბაჟოზე ჩამოართვეს, ყველის გადატანა აკრძალულიაო. დღეს ყველას ვაფრთხილებ, მოერიდეთ, უკრაინის საბაჟოს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მართალი ხართ, ასეთი უკადრისი საქციელი არა მგონია ვინმეს ამშვენებდეს. მეორე დღეს მანქანას რომ მიაკითხა ჩემმა დიშვილმა, დაცინვით უთხრეს, -წადი ქართველო,თბილისში დარეკე, ფული იშოვეო! - საქართველოს საკონსულოს დავუკავშირდით ოდესაში, ისინი ცდილობენ დახმარებას, მაგრამ უკრაინელებთან ვერაფერს გახდნენ, ასეთი კანონი გვაქვსო და სლოვაკეთის საელჩოს ვთხოვეთ დახმარება, რომ უკან გაბრუნდეს, ვნახოთ რა გამოვა! მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ უკრაინაზე გავლა ასე თუ ისე საშიშია! ძაღლი პატრონს ვერ ცნობს! თავი დაუხრია ამ 50 მილიონიან ერს და სიღარიბეში ძვრებათ სული, ევროპამდე ბევრი აკლიათ! ძალიან გული მწყდება, რადგან მე თავად ნახევრად უკრაინელი ვარ. მართალი ხართ, ასეთი უკადრისი საქციელი არა მგონია ვინმეს ამშვენებდეს. მეორე დღეს მანქანას რომ მიაკითხა ჩემმა დიშვილმა, დაცინვით უთხრეს, -წადი ქართველო,თბილისში დარეკე, ფული იშოვეო! - საქართველოს საკონსულოს დავუკავშირდით ოდესაში, ისინი ცდილობენ დახმარებას, მაგრამ უკრაინელებთან ვერაფერს გახდნენ, ასეთი კანონი გვაქვსო და სლოვაკეთის საელჩოს ვთხოვეთ დახმარება, რომ უკან გაბრუნდეს, ვნახოთ რა გამოვა! მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ უკრაინაზე გავლა ასე თუ ისე საშიშია! ძაღლი პატრონს ვერ ცნობს! თავი დაუხრია ამ 50 მილიონიან ერს და სიღარიბეში ძვრებათ სული, ევროპამდე ბევრი აკლიათ! ძალიან გული მწყდება, რადგან მე თავად ნახევრად უკრაინელი ვარ.
1. ქ. დონეცკში საქართველოს საკონსულო, ფარავს შემდეგ ოლქებს : კიევის ოლქი, ჩერნიგოვის ოლქი, სუმის ოლქი, პოლტავის ოლქი, კიროვოგრადის ოლქი, ჩერკასის ოლქი, ვინნიცის ოლქი, ხმელნიცკის ოლქი, ჟიტომირის ოლქი, ჩერნივცის ოლქი, ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, ზაკარპატის ოლქი, ლვოვის ოლქი, ტერნოპოლის ოლქი, როვნოს ოლქი, ვოლინის ოლქი, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ლუგანსკის ოლქი.
Tel.: +38 (044) 220 03 41, Fax: +38 (044) 220 03 48 E-mail: donetsk.con@mfa.gov.ge Website: www.donetsk.mfa.gov.ge
დაუკავშირდით საქართველოს საკონსულოს, ეს წერილიც იქ გადაგზავნეთ და სახაზინო ადვოკატი დაიხმარეთ.
ცხადია თურქეთი უნდა აერჩია, თურქეთი მოწესრიგებული სახელმწიფოა, უკრაიანში ისეთი დომხალია, აქ მხედრიონის დროსაც კი რომ არ იყო. მაგათ მორჯულებას 10 წელი დასჭირდება.
ქ. დონეცკში საქართველოს საკონსულო, ფარავს შემდეგ ოლქებს : კიევის ოლქი, ჩერნიგოვის ოლქი, სუმის ოლქი, პოლტავის ოლქი, კიროვოგრადის ოლქი, ჩერკასის ოლქი, ვინნიცის ოლქი, ხმელნიცკის ოლქი, ჟიტომირის ოლქი, ჩერნივცის ოლქი, ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, ზაკარპატის ოლქი, ლვოვის ოლქი, ტერნოპოლის ოლქი, როვნოს ოლქი, ვოლინის ოლქი, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ლუგანსკის ოლქი.
Tel.: +38 (044) 220 03 41, Fax: +38 (044) 220 03 48 E-mail: donetsk.con@mfa.gov.ge Website: www.donetsk.mfa.gov.ge
დაუკავშირდით საქართველოს საკონსულოს, ეს წერილიც იქ გადაგზავნეთ და სახაზინო ადვოკატი დაიხმარეთ.
ცხადია თურქეთი უნდა აერჩია, თურქეთი მოწესრიგებული სახელმწიფოა, უკრაიანში ისეთი დომხალია, აქ მხედრიონის დროსაც კი რომ არ იყო. მაგათ მორჯულებას 10 წელი დასჭირდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|