 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 17 აპრილი, 2016 |
ბევრი გზა გაქრა აღარ ვიცი საით წავიდე, ხოდა ჯანდაბს ყველაფერი მალე მორჩება, ადამიანებს როგორც უფალს ისე მივენდე და ტკივილები ცოდვებივით სულში მიძვრება. ოთხი კედელი,ოთხი სული,ოთხი სხეული, ამ ყველაფერს კი მხოლოდ გული შერჩა საერთო, მამა მშიერი,დედა ტირის,ვარ გახეული, თუმც აღარ ვიცი ამ ლექსებსაც როგორ დავურთო ის ყველაფერი რაც გულში მაქვს,მაინც ვეცდები ჩემი ცხოვრება გადავშალო ტანით მიწიდან როგოც დაფაზე, დახატული ღმერთის ფერდები. ანდაც წარწერა ჩემს სკოლაში „მე შენ მიყვარხარ“ თვალებს ვაცეცებ აქეთ იქით იქნებ შევნიშნო, ვინმე ისეთი მეგობარი გვერდში რომ მიდგას, მერე კი ვდგები და მივყვები ბილიკს რომელზეც არავინ არის ისეთი,რომ გულში ჩამიკრას. ხოდა მოვითმენ,სხვა რა გზაა,ცოტას გავუძლებ, ტაქიკარდიას,უძილობას და არითმიას, მერე კი ხელებს მარილიან სახეს დავუშენ, და გავიხსენებ იმ ადგილებს სადაც მივლია უმისამართოდ,გულამტკივანს, ხანაც ბედნიერს, და ყოველ ღამე მახსენდება ტკბილი წუთები რომელიც მორჩა აღარ არის უკვე დამთავრდა, სიხარულმაც კი გაიხურა ისე კარები რომ ვერასოდეს ვერ გავაღებ ასე მგონია, ან რომც გავაღო რა აზრი აქვს ვინმე მითხარით, ღმერთია მხოლოდ ქვყანაზე რაც გამაჩნია, წასღები კი რაღა დამრჩა.. ოთხი ფიცარი. მივდივარ იქით მეკითხები და ვერ გპასუხობ, თუ სად მივიწევ ,თუ სადაა ჩემი გზა კვალი, უღმერთობა კი ღალატივით ისე მატულობს, რომ სარკეშიც კი ჩემი თავი ძლივსღა ვიცანი. დამაგვიანდა,უკვე მაგრად დამაგვიანდა, ვერ დავედევნე ჩემს ოცნებას,ხოდა დავეცი, არაფერიღა არ შემომრჩა ამ ქვეყანაზე, რაც კი გამაჩნდა ყველაფერი ისე გავეცი რომ საპასუხოდ ცრემლიანი დღენი მივიღე, და რომ ყველაფერს გადახტომა უნდა ვარჩიო, უსიყვარულოდ მე არ მინდა წამი სიცოცხლე, თუ ასე მოხდა სამუდამოდ უნდა გავსწიო იქით საითაც არასოდეს არვინ შემხვდება, სადაც ვერავინ დაინახავს თვალებს რომელშიც დედაჩემის და მამაჩემის ცრემლი მეტყობა. დაგვამცირებენ კიდევ ბევრჯერ დაგვამცირებენ, სმოკინგიანი ნაბიჭვრები,მაგრამ გავუძლებთ, დედა კი მოდის გადაღლილი,ერთ პურს მოიტანს რომელსაც სახლში ორად ორი დღე ვიმყოფინებთ. გადავიღალე უკვე მაგრად გადავიღალე, სულიც ნელ-ნელა ემსგავსება მოქმედ ჯიბეებს, დაცარიელდა ყველაფერი დაცარიელდა, და თუ სადმე ხარ შენ უფალო ახლა მიშველე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვახ, ძალიან ემოციური და მუხტიანი ლექსია. თუ ავტორს სურვილი ექნება, მცრედი ხელის შევლებით, მაგარი ნაწერი გამოვა!
ღმერთმა სიკეთე მოგცეს! ვახ, ძალიან ემოციური და მუხტიანი ლექსია. თუ ავტორს სურვილი ექნება, მცრედი ხელის შევლებით, მაგარი ნაწერი გამოვა!
ღმერთმა სიკეთე მოგცეს!
3. იყო კარგი ადგილები...იყო გულწრფელობა... ოდნავ ხელისშეხება არ აწყენდა... +3 იყო კარგი ადგილები...იყო გულწრფელობა... ოდნავ ხელისშეხება არ აწყენდა... +3
2. ღმერთთან დაკავშირებული ფრაზები, თითქოს, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, მაგრამ მთლიანობაში ისეთი პირადული ემოციებია ლექსში, შეფასებაც კი გამიჭირდა. სიმხნევეს გისურვებთ!
ღმერთთან დაკავშირებული ფრაზები, თითქოს, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, მაგრამ მთლიანობაში ისეთი პირადული ემოციებია ლექსში, შეფასებაც კი გამიჭირდა. სიმხნევეს გისურვებთ!
1. გულგატეხილობას გადააბიჯეთ, და ყველაფერი კარგად იქნება. დაიწყეთ თავიდან ყველაფერი ოღონდ იმედიანად. უფალი, მზე, დედამიწა, ახლობელი ადამიანები იმედი და ყველაფერი მოწესრიგდება. გულგატეხილობას გადააბიჯეთ, და ყველაფერი კარგად იქნება. დაიწყეთ თავიდან ყველაფერი ოღონდ იმედიანად. უფალი, მზე, დედამიწა, ახლობელი ადამიანები იმედი და ყველაფერი მოწესრიგდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|