ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
10 მაისი, 2016


ვიღაცამ ცოდვილ დედამიწას გადაუფრინა


25 დეკემბერს, დედამიწის დროით , ცაზე პატარა კოსმოსური ხომალდი გამოჩნდა, მას აშკარად პრობლემა ქონდა, იწვოდა და ვარსკვლავივით ანათებდა  ....ეკიპაჟი სულ სამი ადამიანისგან შედგებოდა, ერთი მათგანი უკვე გარდაცვლილიყო დამწვრობებისგან , სავარძელზე გადამხობილიყო არაბუნებრივ პოზაში...მეორე კი , ქალი, ტიროდა, დაძინებულ ახალშობილს ამზადებდა საევაკუაციოდ....აკოცა ..შემდეგ კავშირი ჩართო.

.......................................


    და ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს დედამიწაზე მყოფმა ადამიანებმა ...
    იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და ღამით თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და დიდად შეშინდნენ. ანგელოზმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში“ .როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა ერთმანეთს უთხრეს: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა“ . სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლიარე ყრმა.


და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს არ დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. ეს ჩვეულებრივი ვარსკვლავი არ გახლდათ, რომელიც ცაზე მოჩანს, არამედ ხილულად მოძრაობდა, ხანდახან ჩერდებოდა. ამავე დროს, ვარსკვლავი მოძრაობდა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, სადაც იერუსალიმი მდებარეობს. არც ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავი ამ ტრაექტორიით არ მოძრაობს....

........................................................................


---ხომალდის ეკიპაჟი იძახებს საბაზო სადგურს! კოორდინატები 1-3-2....ავარია განვიცადეთ უცნობ პლანეტარული სისტემის ერთ დასახლებულ პლანეტასთან....კაპიტანი დაიღუპა, ლაპარაკობს ხომალდ Z-476-N -ის გადარჩენილი წევრი, ექიმი.....გვიპასუხეთ! ბორტზე ახალშობილია...ჩემი....---მერე თავი მიატრიალა სავარძლისკენ, სადაც დამწვრობებისგან გარდაცვლილი კაპიტანი იჯდა ---ჩვენი..ჩვენი შვილი.....ვიძახებ საბაზო სადგურს....საბაზო სადგური, გვიპასუხეთ !
..................................
ქალმა ამოისლუკუნა , კავშირი გამორთო .....
ხომალდი შეუქცევადად იყო დაზიანებული, რამდენიმე ნაკვეთური ისევ იწვოდა...ძრავი ჯერ კიდევ მუშაობდა, მაგრამ თუ როდის მიაღწევდა ხანძარი იქამდე, არავინ უწყოდა, მაშინ აფეთქება გარდაუვალი იყო!.. დაზიანებული ბორტკომპიუტერი , მხოლოდ ელემენტარულ ბრძანებებს ასრულებდა და დაზიანების კერებს აჩვენებდა....ხელით მართვა კი რთული იყო....კურსის კორექტირებას ბორტკომპიუტერი დაგვიანებით და თან ხარვეზებით ასრულებდა, საწვავი კრიტიკულ ზღვარზე იყო მისული....ქალმა რამოდენიმეჯერ სცადა ძრავის გამორთვა , მაგრამ არაფერი გამოუვიდა.....


---ზონდის ამოცანაა მიიყვანოს ახალშობილი უსაფრთხო ადგილას, შემდეგ განადგურდეს ატმოსფეროში ! წავიდა ათვლა.... 10, 9, 8......


ხომალდი კრიტიკულ ზღვარზე იყო, ძლივს მოხერხდა ზონდის  გამოყოფა....ზონდი დაეშვა გამოქვაბულთან ....გაანათა....

სწორედ აქ იშვა იესო ქრისტე, გამოქვაბულში გაკეთებულ ბაგაში .....


......................................................


--ყველაფერი წესრიგშია კაპიტანო , მხოლოდ ერთი პრობლემა შეგვექმნა მოციქულთან, თომასთან დაკავშირებით...არ სჯეროდა...
--რაო? მერე?...
--სხვა გზა  არ იყო და..............  ჰოლოგრამა გამოვიყენეთ, დაიჯერა მკვდრეთით აღდგომა....
---ასტრონავტის ცხედარი სადაა?
---აქ არის უკვე...სასტიკადაა ნაწამები....ჯვარზე გააკრეს ამ ველურებმა!
საბაზო ხომალდის კაპიტანი წამოიწია და წითელ ღილაკს ნერვიულად დააშტერდა.მერე ხელიც წაიღო....მაგრამ გადაიფიქრა...
---არა, ვერ ჩავერევით, თავს ვერ გამოვააშკარავებთ....დაე ასე იყოს.......დაე დარჩეს ლეგენდად...





P.S.
............................
თუ კი ჭეშმარიტად ძე ხარ ღვთისა, უშველე შენს თავს და გაიქეცი კლინიკიდან...
--თუ მომინდება მილიონობით საბრძოლო კოსმოსური ხომალდი გაჩნდება ამ წამს..... მაგრამ მაშინ ხომ აღარ აღსრულდება წინასწარმეტყველება? მაშინ ხომ ვერავინ გამოხსნის აქ დატყვევებულ ადამიანებს ????
----მწარედ განანებ ამ სიტყვებს ნაზარეველო! ---თქვა ექიმმა და გადატეხილ ნემსს დააშტერდა.
--პალატაში წაიყვანეთ!
--არა!-- შეყვირა იესომ----ისევ პილატე????
----პილატე??? ----გაიკვირვა ექიმმა.....---მე პალატა ვთქვი, ვინაა პილატე? ახალი ბოდვის პერსონაჟი? წაიყვანეთ! ხვალ დილით დაველაპარაკები.............



-


 


ს.ნ.2011-2016.................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები