ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2016


თევზაობა

-ნიკუშ წამო რა  ხვალ ვითევზაოთ..
-კარგი.. რომელზე გავიდეთ..?
-დილით ადრე..5 ზე.
-კარგი გამომიარე.მაგ დროისთვის მზად ვიქნები..
  აგვისტოს ცხელი დღე იყო,როდესაც ორი ბიჭი მხარზე ანკეს გადადებული მიჰყვებოდა გზას მდინარისკენ..დილა იყო,მაგრამ ამან შვება ვერ მისცა ბიჭებს.მაისურები თავზე შემოიხვიეს და ბოთლში ჩასხმულ წყალს ნელ-ნელა წრუპავდნენ.
-სულ არ დალიო იცოდე თორე დავრჩებით უწყლოდ..
უთხრა სანდომ ნიკუშას..როგორც იქნა მივიდნენ დანიშნულ ადგილას და ანკესის გამზადება დაიწყეს მდინარეში გადასაგდებად.
-მიდი სანდრო ჩემი ჩანთა გახსენი.კიტრი პამიდორი და ყველი მიდევს..პური ხო წამოიღე?
-კი წამოვიღე. მიდი შენ გეჭიროს ანკესი.მე ფიჩხს მოვიტან და ცეცხლსაც დავანთებ ბარემ.
  პატარა კოცონი დაანთო სანდრომ მდინარის ნაპირას.გაზეთზე სალათი კიტრი პამიდორი და ყველი დაჭრა,პურიც დატეხა.ერთი საათი ელოდნენ თევზს,მაგრამ უშედეგოდ..
-ჰა ბიჭო არ წამოეგო რამე?
-არა ჯერ არა ჩანს არაფერი..
  ამ სიტყვების თქმა იყო და ანკესი მდინარისკენ გაიქაჩა..
-ჰაჰაა წამოეგო რაღაც.გვეშველა მგონი..იყვირა ნიკუშამ და მდინარიდან ულამაზესი მოლურჯო,უცხო ჯიშის თევზი ამოაყოლა ანკესს..
-ნახე რა ლამაზია ბიჭოს... გემრიელი კი იქნება..
-სანდრომ შეხედა თეზს..ასეთი ლამაზი წყლის არსება არასდროს ენახა...
-მოდი გავუშვათ..უთხრა ნიკუშას..
-ძლივს დავიჭიერთ ბიჭო და გავუშვათ?
-ცოდოა ძალიან.. გთხოვ გაუშვი..
-გაუშვიი რა ! მეორედ გაუმეორა ნაღვლიანად სანდრომ მეგობარს..
გაკვირვებულმა ნიკუშამ  ფრთხილად მოაცილა თევზი ანკესს და მდინარეს დაუბრუნა.
  ცოტა ხანში წამოვიდნენ სახლისკენ ბიჭები.
-კარგი სალათი იყო არა? ჰკითხა ნიკუშას სანდრომ..
-ძალიან .. უპასუხა გაბრაზებულმა მეგობარმა და პანღური უთავაზა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები