ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2016


* * *

ზედმეტი არაფერი არ ვარგა,
სითბოსაც დამიჯერეთ შეეშვით,
ირგვლივ თანადგომა გაქარწყლდა
გინდ იესოსავით აღსდექი.
ღიმილი კარგიაო ამბობენ,
ტკივილებს აღარავინ დაგითვლის,
შენივე სიყვარულით არსებობ,
შენივე სიყვარულით დაეცი.
დღეები ყურძნის მტევანივით,
შავი ღვინოსავით დაგეწურა,
საფლავზე ამოსული ყვავილივით
ხარ და რახანია დაავიწყდათ
მოვლა,პატრონობა,უანგრაოდ,
ახლად დამარხული ცხედარივით
გინდა სიყვარული მოგაყარონ,
გინდა ეს ცრემლები შემოგაშრეს,
მაგრამ ზამთარია გაჭირდება,
ხალხნო ნუღარაფრის გეშინიათ,
დაგიცავთ დამერწმუნეთ არტემიდა.
ქალმა დაანგრია იმპერია,
თუ გსურს გადაშალე ილიადა,
ქალმა დამინგრია მეც ცხოვრება,
სწორედ განუმარტავს ილიასაც.
ზედმეტი არაფერი არ ვარგა,
რა ვქნა მომიტევეთ ასეა,
გინდა ამინდივით შეიცვალე
მაინც უფალივით მარტო ხარ.
არაა საჭირო ბაბილონი,
ისედაც ყველაფერი ნათელია,
არ ვიცი საით უნდა მივდიოდე,
გულზე ტკივილები მამჩნევია.
ალბათ პოსეიდონს მივენდობი,
ნოემ რახანია ჩაიარა,
ხიდებს ხევსურულად შევეფიცე,
როგორ მომენატრა აიაზმა.
ისევ რჩეულიშვილს ვკითხულობდი
და მის მონოლოგში ჩამეძინა,
დილას დოსტოევსკის თვინიერმა
მაჯა ექიმივით გამისინჯა.
ჩემით მივდიოდი ეშაფოთთან,
ჯალათს ხელები კი უკანკალებს,
თვითმკვლელს ვერაფერში გაამტყუვნებ,
თვალებს რა ვუშველოთ? თვალებს..
მინდა დავუჯერო ეტი პირსსაც,
მაგრამ რეალობა სასტიკია,
ახლა ერთგულება ისე მინდა,
როგორც პაპაჩემის გაღიმება.
ახლა დედაჩემი ამორძალი,
მამა ომისაგან დაღლილია,
წუხელ ბებიაჩემს ვუყურებდი
ხოდა წამიერად გამიელვა
ქვრივი დედაკაცის ისტორიამ,
ილიამ სუფრასავით გაგვიშალა,
ვისაც მილიონჯერ უომია,
ტუმცა ვერასოდეს გაიმარჯვა.
მახსოვს მიხაკები შემოჰქონდათ
სახლში აქეთ-იქით მიაწყობდნენ,
ირგვლივ საოცარი სიჩუმეა,
პატივს ქელეხებში მიაგებენ.
მაგრად გამომძღარი ახლობლები,
მშიერ ძაღლებივით წკუმუტუნებენ,
გია ფერაძესგან განსხვავებით,
მინდა პანღურებით ვისტუმრებდე.
მზესაც რახანია ჩაეძინა,
ხონსუ ემზადება დაცინვისთვის,
მუზებს შემომაწვდის აპოლონი,
ჩემთვის განკუთვნილი ლანგარივით.
ორგვლვ ყველაფერი წყვდიადშია,
ირგლივ წყვდიადია ყველაფერში,
გული აბაშიძის სანგარია,
კედელზე „მიყვარხარ“ მინაწერით.
ზედმეტი არ ვარგაო არაფერი,
ეს სითბო რაღატომ ავიჩემე,
სკამის გაწევისთვის ემზადება,
ყველა ვინც მოძმესავით დავიყენე
გვერდში და ზურგიდან მომიარა,
თვალებს ვერ უბედა გასწორება,
გულში,გულიანად,გამეცინა,
როცა მომაბრუნა ჩახველებამ.
დაბლა სიბინძურე მოიფანტა,
ბოღმა,სიძულვილი უსასრულო,
ვერცხლსაც სულ მალე მოიტანენ,
ჟანგის ხროვასავით უსარგებლოს.
ცირკის არენენაა ეს ცხოვრება,
შთამომავლობა კი ნერონისა,
ყველაზე მდიდარ ქრისტიანად
ყველაზე ღარიბი შეირაცხა.
ზედმეტი არაფერი არ ვარგაო,
ვამბობ და თავადვე ვეჭვდები,
ძნელია ზედმეტად ჩათვალო,
ის სითბო რომლისთვისაც ცოცხლობდი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები