ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2016


აბდ ულ - ქადირის სათვალე

რა ყვითელი ხარ,
თეირანის ახალო მთვარევ,
გაცრეცილ ხალათს
ჩამოვკიდებ მაგ შენს კაუჭზე...

***

ჩემს კარავში რომ შემოგაქვს წვიმა,
კაკალს რომ ტეხავ,
სინზე წყალს ავლებ,
ხმელი ბამბუკით რომ პენტავ ბამბას,
შენ რომ არა -
ვის ვუმღერებდი?

***

მაღალო მთვარეც ოთხზე ვდგავარ
და ისე გიცქერ,

ჩაქცეულია ჩემს ძარღვებში
სისხლი ტონობით,

დალეწილია მჩატე ყბები
ქალის კბილებით,

დასუსხულია ღია მკერდი
პალმის ფოთლებით,

შუშხუნა ღვინო გადმომიდის
სუფთა პირიდან,

ამოცლილი მაქვს მის სიღრმიდან
ენა ხელებით,

ამოიკითხე დარდი ჩემი
ფართო თვალებში...

***

ერთია როცა მომთაბარე ტომის პოეტი,
ნაგვიანებ მთვარეს,
სატრფოს სიყვარულს შეჰკივი თარით,

მაგრამ სხვა არის, ბნელ ოთახში
რომ ზიხარ მარტო,
და ასეთ სიყვარულს დუმხარ!

***

შენ დაამსხვრიე ჩემი გული
როგორც ლარნაკი,
რა შეგიძლია ამის შემდეგ მოიმოქმედო?

გინდა შეკარი და შეაწებე,
გინდაც დამირგე ვარდი შირაზის,
ვერ გაამრთელებ და ყოველთვის
როდესაც მორწყავ,

გაჟონავს წყალი, გატეხილი
ნაპრალებიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს