ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეკ ტალასი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2016


შორს

დავბრუნებულვარ მშობლიურ მიწას,
გარს მახვევია მწვანე გორები.
სიმშვიდე სხეულს გრძნობებით მიწვავს-
ტკბილად მიმიღეს დანაშორები...
სიწყნარე აღწევს გონების მიღმა,
შრიალი ხეთა ლურჯ ფიქრებს არწევს.
თუმცა ბუნება ყველაფერს ნიღბავს,
ფიქრები მაინც შენამდე აღწევს.
ჭალიდან მოსჩანს კავკასიონი-
შენსავით ნაზი და თეთრ-ყირმიზი...
როგორაც მერის გალაქტიონი
და საქართველოს ხანი ჩინგიზი,
გელტვი ისევე მთის დანახვაზე,
სადაც დაუდგამთ ღრუბლებს ქულები.
ნუთუ,მე მხიბლავს ზღვის სილამაზე,
თვალები ცრემლით დანამულები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები