ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეკ ტალასი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2016


* * *

ეს შენზე მითხრეს,რომ ხარ პატარა,
რომ გრძნობა ქალის მიმნდობი არი,
რომ ცხოვრებაში ამ ერთხელ მოხვალ,
ამ ერთხელ მხოლოდ და მერე ქარი...

ვინ იცის საით,საით იქროლებს,
სად გადაგაგდებს ბედი-აფთარი
და გულიც ისე ვეღარ იბრძოლებს,
რადგან ვერ შეძლებ მიხურო კარი...

ჩუმ სიმარტოვეს როგორ ენდობი,
როგორ დარჩები მარტო ღამეში,
შენ სისხლში გიხტის გენი დედობის,
შენა ხარ ქალი ამ ერთ რამეში...

შენა ხარ უხმო,ნაზი გვირილა
და გაფრთხილება გჭირდება ვიცი,
ცამ ეს რამდენჯერ დაიტირილა...
სჭირდება განა სიყვარულს ფიცი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები