გამარჯობათ! მე თქვენ მოგიყვებით, ერთ ამბავს სიყვარულზე. იმ სიყვარულზე რომელიც ბავშვის გული ოდესღაც გეთქავდა. ყველაფერი დაიწყო ერთი ცხელი ზაფხულით. ზაფხული რომელმაც კვალი დატოვა. - დედა ბაღში გავისეირნებ - რა თქმა უნდა, წადი დაათვალიერე აქაურობა. გოგონა გავიდა და სურნელოვან ნარცისებს ავლებდა თვალს. მოშორებით ვაშლით სავსე ოთახი შენიშნა, მას ამდენი ვაშლი არასოდეს არ ენახა. - ნია სახლში მოდი საუზმის დროა. - ახლავე. საუზმე არ ვიცი თუმცა ნიას არ ესიამოვნა და ცუდად გახდა. - ნია სიცხე გაქვს, წამოდი საწოლში ჩაგაწვენ. -უთხრა დედამ და სახლისმეორე სართულზე აიყვანა. ოთახი დიდი და თეთრი იყო, თეთრი მაქმანებიანი ფუმფულა საწოლში მოთავსდანია და მალევე მიიძინა. გათენდა. ღია ფანჯრიდან მერცხლის ჭიკჭიკი მოესმა ნიას, სიცხიანი წამოხტა და ფანჯარას მიუახლოვდა, იქვე ახლოს თეთრგულა მერცხლები ჩამომსხდარიყვნენ და წიკჭიკით აყრუბდნენ არემარეს. - ნია გაიღვიძე?! ჩაწექი ლოგინში, მაღალი სიცხე გაქვს ისევ. - მაია ნახე... - რა? - ჭერს შეხედე... რას ხედავ? - ვერაფერს.. შენ? - ვერა? მე.. მე ბაჭიას.. და ქათმის ბარკალს.. - ოხ,მოგშიებია ალბათ.. ახლავე მოგიმზადებ რამეს. - მართლა ვხედავ...- ჩუმად თქვა და კვლავ მიაშტერდა ჭერს. ასე გასტანა რამოდენიმე დღემ, ნიას სიცხე არ დასწევია, არ მოუხდა არც წყალი არც ჰაერი სოფლის. ერთი კვირისმერე მამამ მოაკითხა. - დედა წავიდეთ სახლში?!! - არა ნია - დედა ძალიან გთხოვ... მამასთანმინდა სახლში.. - ნია გაჩუმდი, ხმა აღარ ამოიღო. - დედა სახლში მიდა... - მორჩი! იმედ გაცრუებული ბავშვი იძულებული იყო გაჩუმებოდა არ უნდოდა დედა გაებრაზებინა. - ნია როგორ ხარ? წამოდი სახლში არ გინდა?წასაყანად მოგაკითხეთ.. - არა ნინო, ცოტახანს კიევ დავრჩებით, ბავშვისთვისაც კარგია. შემდეგ კვირას ჩამოვალთ. - კარგი მაშინ. აბა წავედით ახლა თბილისში და გელოდებით. - მამა მიყვარხარ ძალიან! - მეც ნია!
მომდევნო დღეს ნიას კრაზანამ უკბინა, ამისმიუხეავად დედას სახლში მაინც არ მიჰყავდა ბავშვი. - ნია ატამი გიყვარს? - ......- აიჩეჩამხრები გოგონამ - წამომყევი, ბევ ატამს გაჩუქებ. გოგონა გაჰყვა მეზობლად მცხოვრებ კაცს ატმის წამოსაღედ. გაჰყვა და იმ ატმის მერე სულ დააყარა ტანზე. ამანაც იმოქმედა ბავშვზე, თითქოს ყველაფერი მიზან მიმართულად ხდებოდა, თითქოს რაღაცის ნიშანი იყო, რაღაცის პროტესტი.
- ნია მჯდარხარ ცხენზე?
- არა..
- გინდა დაგსვა? -გოგონამ გაიღიმა, მეზობელმაკაცმაც დასვანია ცხენზემიბმულ ურემზე და გააჭენა.
თბილისში დაბრუნებისას გოგონ მამას არ შორდებოდა. დედა ამბობდა დაქალთანმივდივარო, თუმცა იქ მიდიოდა სადაც ისსოფლის კაციცხოვრობდა. ნიაც დაყვებოდა დედას, თუმცა პატარა გოგო, ხუთი წლისგოგო რას მიხვდებოდა რა ხდებოდამის თავს. დადგა ის დღეც, როდესაც დედამ თვალებში ჩახედა და უთხრა ახლა უნდა წავიდეთო, გვერძეკი ის კაცი ახლდა. გოგონას გულმა ვეღარ გაუძლო და ტირილით თქვამამასთანმინდაო. ნიასმამა ყველაზე მეტად უყვარდა და მას არაფრით არ დათმობდა. დედამ გაუგო და სახლში წაიყვანა.. ბებოსთან. - ნია შენ დედაემთან იყავი, მეც მალე მოვალ. - მოხვალ? - მოვალ! იმ ღამეს თითქმის არ ეძინა ნიას, ბოლოს ბებომ დააწვინა საწოლში იმ იმედით, რომ დედა მალე მოვიდოდა და რუსული იავნანა უმღერა, რომელიც მთელი ცხოვრება ემახსოვრება. - „Баю-баюшки-баю не ложися на краю ....“ ირიჟრაჟა თუ არა ნიამ თვალები გახილა. - დედა...?! - ..... გაოგნებული ბავშვი ცრემლებს ვერ იკავებდა. დღის პირველ საათზე, ნას ძმამ მოაკითხა. - წამოდი ნია სახლში წაგიყვან. -გოგონა უჰთქმელად გაჰყვა. - ბებო მალე მოვიყვან. - კარგი. ძამიკომ ნია გაიყვანა თუ არა მანქანაში ჩასვა და გააქროლა. ბებიამ რომ შენიშნა გაბრაზდა ძალიან. ყველას ყველაფერი გაეგო. თქვეს რომ დედამ მიატოვა ყველა და წავიდა.
ნიას თავს დიდი ტრაგედია ხდებოდა. ნიამ დედის დაკარგვის გამო ძალიან ინერვიულა. სკოლა შეიცვალა რადგან ყველას გასარჩევი თემანიას დედა იყო. გოგონა მამამ გაზარდა. ნიას გუგაუჭრეს და შეძლებისდაგვარდ გაიკერეს, თუმცა იარა არ შორდებოდა. ასეთ იარას დროც ვერ კურნავს. ნია გაიზარდა. ნია დაოჯახდა. მისი დედა კი მას ერთხელაც არ შეხმიანებია, არ უნახავს, არ ულაპარაკია. ნიას გონებაში მხოლოდ დედის ლანდი დარჩა, სახეწაშლილი და გახუნებული მოგონება, მოგონება რომელიც რომც გინდოდეს ვერ გაიხსენებ. მაგალითად ერთხლე შემთხვევით ალბომში უცხო ქალის ფიტო იპოვა ნიამ თავის ძმის გვერდით.. - მამა ეს ვინ არის? - ვითომ ვერ იცანი? - მართლა... - დედაშენია სულელო. - უთხრა ძმამ. - ნუთუ...არა... ხომ ვიცნობდი??! - ეგ არის. - ............- გოგონა გავიდა გვერდით ოთახში და წასკდა მწარე ცრემლები. მას საკუთარი დედა არ ახოვდა,მისი მოფერება, ჩახუტება, კოცნა.
გოგონას ცხოვრებაში დედას დიდი ადგილი უჭირავს, თუმცა ნია გამონაკლისი აღმოჩნდა. მას ბევრი რამ შეემთხვა, თუმცა დედის გარეში გადაიტანა ყოველივე. ერთ დღესაც ნიაიგებს რომ მას და ჰყავს,რომელიც დაკავშირებას ცდილობს. - იცი როგორ გგაავს?! - არაა. მის გონებაში არეულობა მოხდა. გამოჩნდა ადამიანი რმელიც თავის დედას ის უფრო უყვარს ვიდრე ნია, მას უფრო ახსოვს ვიდრე ნიას. ეს სიმწარეა... ეს წამებაა. ნიამ გადაიტანა დედის დაკვარგვა თუმცა ჭრილობა ბევრად გაიზარდა რადგან დედას ის არ ჰყვარებია, მასმისი ასლი ურო მეტად შეუყვარდა... იგი განადგურებულია. არიცის რაგააკეთოს, რათქვას, რაქნას. რომ შეხვდეს? რომ მოხდეს და პირისპირ მოუწიოს დგომა???!! მასარ უნდა იყოს არაადეკვატური.. თუმცა თავის ხელში აყვანას ცდილობს, იცის, რომ ბავშვი არაფერ შუაში არ არის... მაგრამ მაინც. და მკითხველო.. რას ურჩევდით ნიას? რა უნდა ქნას ნიამ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ნეფერტარი-ს კომენტარებს ვეთანხმები, მეც იგივეს დავწერდი. ნეფერტარი-ს კომენტარებს ვეთანხმები, მეც იგივეს დავწერდი.
4. მართალია. თუმცა ადამიანი მიზეზებს ეძებს რომ წარსულის კარი არ გაიღოს. ნიას დამ იცის ყოველივე, დაახლოვებასაც ცდილობს შორიდან. დედას შანსი ჰქონდა ერთხელ მაინც ენახა შვილი თუმცა არასდროს იყენებდა. რომ არსებობდეს იოტის ოდენა სურვილი დედისმხრიდან.. ნია გადადგავდა ნაბიჯს. ის წავიდა. ცხოველიც კი არასდროს არ ტოვებს ასე შვილებს. არანაირი მიზეზი არ ჰქონია წასვლის.. სხვა კაცის გარდა. არასდროს არ უზრუნია შვილებზეკარგად. დამ რა დააშავა. მან იცის, ნიამაც მასზე. მხოლოდ შორიდან. ნიას ისიც თრგუნავს,რომ მათ ამსგავსებენ. ხსენებაც არ სურს, რადგან თავისი დედა იმ ბავშვს ეფერებოდა, როდესაც ნია ტიროდა. 18 წელია და ის ბავშვი 16 წლის არის.
ძნელია როდესაც დედას გართმევენ 6 წლის ასაკში. ის ახლა უცხო ქალია. არცი კი ვიცი როგორია დედა-შვილობა.. (ნია კი თავისი შვილებისთვის ყველაფერია! )
მართალია. თუმცა ადამიანი მიზეზებს ეძებს რომ წარსულის კარი არ გაიღოს. ნიას დამ იცის ყოველივე, დაახლოვებასაც ცდილობს შორიდან. დედას შანსი ჰქონდა ერთხელ მაინც ენახა შვილი თუმცა არასდროს იყენებდა. რომ არსებობდეს იოტის ოდენა სურვილი დედისმხრიდან.. ნია გადადგავდა ნაბიჯს. ის წავიდა. ცხოველიც კი არასდროს არ ტოვებს ასე შვილებს. არანაირი მიზეზი არ ჰქონია წასვლის.. სხვა კაცის გარდა. არასდროს არ უზრუნია შვილებზეკარგად. დამ რა დააშავა. მან იცის, ნიამაც მასზე. მხოლოდ შორიდან. ნიას ისიც თრგუნავს,რომ მათ ამსგავსებენ. ხსენებაც არ სურს, რადგან თავისი დედა იმ ბავშვს ეფერებოდა, როდესაც ნია ტიროდა. 18 წელია და ის ბავშვი 16 წლის არის.
ძნელია როდესაც დედას გართმევენ 6 წლის ასაკში. ის ახლა უცხო ქალია. არცი კი ვიცი როგორია დედა-შვილობა.. (ნია კი თავისი შვილებისთვის ყველაფერია! )
3. დიახ, უნდა მოძებნოს, თუნდაც მიზეზის გასაგებად, რატომ არჩია სხვა ოჯახის შექმნა. დიახ, იმიტომ რომ დედა არის დედა, ერთადერთი და შეუცვლელი. ალბათ ძალიან ენატრებოდა მიტოვებული შვილი და შეიძლება შორიდანაც უთვალთვალებდა, საერთოდ კიდევ საკითხავია რატომ მიატოვა ოჯახი.
რაც შეეხება დას, ის მისი სისხლი და ხორცია, სახეზე მაინც უნდა იცნობდეს ბოლო-ბოლო. დას არავინ ჩაუნაცვლებია, ის საერთოდ არაფერ შუაში არ არის, გაჩნდა ამ ქვეყნად და ამას ნუ ჩაუთვლით დანაშაულად. მამა - არასდროს დაუშლის შვილს დედასთან და დასთან ურთიერთობას. მით უმეტეს გათხოვილი და ქმარშვილიანი ქალია და რაღა დროს მამისგან ნებართვის აღებაა ? როგორ უნდა შეხედოს და ჩვეულებრივად, თუ საჭიროდ ჩათვლის უთხრას მამას რომ დედა და და მოინახულა, თუ არ ჩათვლის საჭიროდ, არ უთხრას. დიახ, რთულია, 18 წელიც უნდა გადაყლაპოს და 35-იც, მაგრამ ჯობია არ დაიცადოს, 50 წლის რომ გახდება მერე იქნება ძალიან გვიანი. ოჯახური ურთიერთობები რთულია, მაგრამ არ მეგულება ამ ქვეყნად ადამიანი, ვინც დედაზე და დაზე უარს მათქმევინებდა, სხვასათან რომ წასულიყო კი არა, კაცისმკვლელიც რომ ყოფილიყო.
მამის წინაშე მშობლიურ ვალის მოხდა ყურადღებაში, სითბოში და სიბერეში სიყვარულით მოვლაში გამოიხატება. სხვა მორალური ვალდებულება მამასთან მიმართებით არ არსებობს. ამიტომ რამის გამოგონება არ არის საჭირო.
წარსულს მანამ ვერ გაექცევი, სანამ მასში კარგად არ გაერკვევი, - ასე ამბობს არაბული ანდაზა. მე, ნიას ადგილას, კარგად გავერკვეოდი წარსულში, მოვიშორებდი ბოღმას, დედასაც გავათავისუფლებდი დანაშაულის გრძნობისგან, დასაც ჩავიხუტებდი და მამასთანაც კარგ ურთიერთობას გავაგრძელებდი.
ასე რომ არ მოიქცეთ, შეიძლება ცუდი რამ მოხდეს, გათხოვდება ნიას დაიკო და ეყოლება შვილები, ნიას უკვე ჰყავს შვილები, რომ გადაეყარონ ცხოვრებაში ერთმანეთს დისშვილები და ერთმანეთს რამე მოწიონ ცუდი, ან საერთოდაც ინცესტი მოხდეს, მერე რას აპირებს ეს ჩვენი წარმოსახვითი პერსონაჟი ნია, თავს მოიკლავს, შვილს მოკლავს, დისშვილს თუ დას? მერე ვინ გამოასწორებს ამ უბედურებას?
აი ამიტომაა საჭირო შეხვედრა და ურთიერთობების დალაგება.
დიახ, უნდა მოძებნოს, თუნდაც მიზეზის გასაგებად, რატომ არჩია სხვა ოჯახის შექმნა. დიახ, იმიტომ რომ დედა არის დედა, ერთადერთი და შეუცვლელი. ალბათ ძალიან ენატრებოდა მიტოვებული შვილი და შეიძლება შორიდანაც უთვალთვალებდა, საერთოდ კიდევ საკითხავია რატომ მიატოვა ოჯახი.
რაც შეეხება დას, ის მისი სისხლი და ხორცია, სახეზე მაინც უნდა იცნობდეს ბოლო-ბოლო. დას არავინ ჩაუნაცვლებია, ის საერთოდ არაფერ შუაში არ არის, გაჩნდა ამ ქვეყნად და ამას ნუ ჩაუთვლით დანაშაულად. მამა - არასდროს დაუშლის შვილს დედასთან და დასთან ურთიერთობას. მით უმეტეს გათხოვილი და ქმარშვილიანი ქალია და რაღა დროს მამისგან ნებართვის აღებაა ? როგორ უნდა შეხედოს და ჩვეულებრივად, თუ საჭიროდ ჩათვლის უთხრას მამას რომ დედა და და მოინახულა, თუ არ ჩათვლის საჭიროდ, არ უთხრას. დიახ, რთულია, 18 წელიც უნდა გადაყლაპოს და 35-იც, მაგრამ ჯობია არ დაიცადოს, 50 წლის რომ გახდება მერე იქნება ძალიან გვიანი. ოჯახური ურთიერთობები რთულია, მაგრამ არ მეგულება ამ ქვეყნად ადამიანი, ვინც დედაზე და დაზე უარს მათქმევინებდა, სხვასათან რომ წასულიყო კი არა, კაცისმკვლელიც რომ ყოფილიყო.
მამის წინაშე მშობლიურ ვალის მოხდა ყურადღებაში, სითბოში და სიბერეში სიყვარულით მოვლაში გამოიხატება. სხვა მორალური ვალდებულება მამასთან მიმართებით არ არსებობს. ამიტომ რამის გამოგონება არ არის საჭირო.
წარსულს მანამ ვერ გაექცევი, სანამ მასში კარგად არ გაერკვევი, - ასე ამბობს არაბული ანდაზა. მე, ნიას ადგილას, კარგად გავერკვეოდი წარსულში, მოვიშორებდი ბოღმას, დედასაც გავათავისუფლებდი დანაშაულის გრძნობისგან, დასაც ჩავიხუტებდი და მამასთანაც კარგ ურთიერთობას გავაგრძელებდი.
ასე რომ არ მოიქცეთ, შეიძლება ცუდი რამ მოხდეს, გათხოვდება ნიას დაიკო და ეყოლება შვილები, ნიას უკვე ჰყავს შვილები, რომ გადაეყარონ ცხოვრებაში ერთმანეთს დისშვილები და ერთმანეთს რამე მოწიონ ცუდი, ან საერთოდაც ინცესტი მოხდეს, მერე რას აპირებს ეს ჩვენი წარმოსახვითი პერსონაჟი ნია, თავს მოიკლავს, შვილს მოკლავს, დისშვილს თუ დას? მერე ვინ გამოასწორებს ამ უბედურებას?
აი ამიტომაა საჭირო შეხვედრა და ურთიერთობების დალაგება.
2. მოძებნოს დედა.. რომელმაც ბავშვობა წაართვა? ნახოს და რომელმაც ჩაანაცვლა? 18 წელი გადაყლაპოს..? და მერე მამას თვალშიროგორღა შეხედოს.. მამას რომელმაც გაზარდა? რთულია
მოძებნოს დედა.. რომელმაც ბავშვობა წაართვა? ნახოს და რომელმაც ჩაანაცვლა? 18 წელი გადაყლაპოს..? და მერე მამას თვალშიროგორღა შეხედოს.. მამას რომელმაც გაზარდა? რთულია
1. რა უნდა ქნას და დედაც თვითონ უნდა მოძებნოს, დაც უნდა გაიცნოს და უნდა შეეცადოს მათთან კარგ ურთიერთობას, თუ გამოვა ხომ გადასარევი, თუ არა და, პირნათელი იქნება დედის და საკუთარი თავის წინაშე. ეს კი დაამშვიდებს.
თუ გაიზარდა და დაოჯახდა, მაგდენს თავისითაც უნდა მიმხვდარიყო. არა?!
მოკლედ, თუ ოჯახის წევრმა შენზე უარი თქვა, ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენც უარი უნდა თქვა მასზე. უნდა ეცადო ურთიერთობის აღდგენას და შენარჩუნებას. მთავარია რომ ამად უნდა გიღირდეს ის გაქცეული ოჯახის წევრი.
რა უნდა ქნას და დედაც თვითონ უნდა მოძებნოს, დაც უნდა გაიცნოს და უნდა შეეცადოს მათთან კარგ ურთიერთობას, თუ გამოვა ხომ გადასარევი, თუ არა და, პირნათელი იქნება დედის და საკუთარი თავის წინაშე. ეს კი დაამშვიდებს.
თუ გაიზარდა და დაოჯახდა, მაგდენს თავისითაც უნდა მიმხვდარიყო. არა?!
მოკლედ, თუ ოჯახის წევრმა შენზე უარი თქვა, ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენც უარი უნდა თქვა მასზე. უნდა ეცადო ურთიერთობის აღდგენას და შენარჩუნებას. მთავარია რომ ამად უნდა გიღირდეს ის გაქცეული ოჯახის წევრი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|