ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2016


მზემ დააცემინა

მზემ დააცემინა.
ღრუბლები ცაზე ისე შეიკრიბნენ,
როგორც ქრისტაინები ტაძრებში.
მიწა არ დასველებულა.
ქვრივმა ქალმა შავები გაიხადა,
რის შემდეგაც საფლავზე ბალახის
რაოდენობამ შედარებით მოიმატა.
ბავშვი აკვანში ტირის.
ბავშვი გაიზარდა.
დედისერთა იყო თუმცა მის ძმას
შუბლზე კოცნის დილაობით,შემდეგ
კი სკოლაში მიჰყავს.
საფლავის მოძებნა ჭირს.
მთვარე დაიკარგა,ისე როგორც
ბედნიერება.
მწვერვალი დალაშქრულია.
ნასიამოვნები მოხეტიალე თავმომწონედ
გადმოჰყურებს სილამაზეს და გული ერევა.
გაიზარდა პატარა..
საშუალო ასაკამდე,რომ მიაღწია გაზით
გაგუდა დედამისი.
ობლად დარჩა ორი ძმა.
საფლავი,როგორც იქნა იპოვნეს.
მზემ კვლავ დააცემინა და
ღრუბლებით მოიხოცა ცხვირი.
ბალახი მოიცელა.
ცარიელ ადგილას კი სირცხვილი
იყო დასვენებული.
ქალი უსაფლავოდ დარჩა.
მზემ კვლავაც დააცემინა ორი ძმა
კი ცრემლიანი უყურებდა
გაციებულ მზეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები