ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
13 იანვარი, 2009


მიწისქვეშეთი

    საერთოდ არ მიყვარს მიწისქვეშა გადასასვლელები.იშვიათად რომ ჩავიდე.ნეტა რამ ჩამიყვანა? პირველი, რაც შევნიშნე, მისი მოღლილი ფეხსაცმელები იყო…თვალი ნელ ნელა ავაყოლე და ქამრით ძლივსგაჩერებეული სამი ზომით დიდი შარვალი დავინახე, რომელიც მის ჩონჩხადქცეულ სხეულს ფარავდა... თითებმოჭრილი ხელთათმანებიდან სიცივისაგან დალურჯებული ფრჩხილები მოუჩანდა... წინ საღებავის დაჭეჭყილი ქილა ედგა, სადაც რეზინისა და ხის ნაჭრები ბოლავდა. პერიოდულად ხელებს იფშვნეტდა, იორთქლავდა და მერე ბოლს უშვერდა... ეტყობა ჩემი მზერა ეხამუშა და სადაფისფერი თვალებით შემომხედა... უეჭველია კატარაქტა აქვს,საოპერაციოა-გამიელვა თავში. ყურადღება სასწრაფოდ მის სავაჭროდ გამოტანილ ნივთებზე გადავიტანე...
    -ეს ჩვენი ლექტორი არ იყო? მომესმა უკნიდან . მოვიხედე, ორი ახალგაზრდა სინანულით უყურებდა ბერიკაცს, რომელიც აღფრთოვანებით მიხსნიდა თუ რა ფანტასტიური წიგნები აქვს, რომელსაც “ბუკინისტებშიც” ვერ ვიშოვი... გული მომეწურა...
    ერთ დროს პროფესორი კაცი მიწისქვეშაში იდგა და ყიდდა სახლიდან გამოტანილ, მისთვის უძვირფასეს რაც კი გააჩნდა - წიგნებს...
    გვერდით ახალგაზრდა საქსაფონისტი მთელი გრძნობით უკრავდა რაღაც ბლიუზს... პირღია ყუთში ხურდები ეყარა... ორ ცალ ლარიანსაც მოვკარი თვალი...
    უნდა გავიქცე, თორემ აქვე დავიწყებ ტირილს...
    სირბილით ავუყევი კიბეს...
    -ნუთუ არაფერმა დაგაინტერესათ? -ზურგში მომყვა მოხუცის გაოცებული ხმა...
    აღარაფერი მაინტერესებს... აღარაფერიიიი...
    ეს მიწისქვეშეთია... ჩემი დედაქალაქის მიწისქვეშეთი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები