 | ავტორი: იადონი ჟანრი: პოეზია 10 ივლისი, 2016 |
აირია! ყველაფერი აირია, გულს გაუღებ? შემოვლენ და გაივლიან....! თუ აჩუქებ- უყოყმანოდ გაჰყიდიან! სიყვარულს კი სიძულვილში გაგიცვლიან.,..! სითბოს მისცემ? სიყალბეში ჩაგითვლიან, შეცდომებს კი სათითაოდ დაგითვლიან...
შემიძლია, გაღიმებაც შემიძლია! ტკივილებს თუ სიხარულით შემიცვლიან, გულზე ლახვარს არასდროს თუ არ ჩამცემენ, მე ბოლომდე, ერთგულება შემიძლია! გააციეს, სიყვარულიც გააციეს და მარტივად საგულედან გააცილეს, ნეტავი მეც ყველაფერი შემძლებოდა, და ჩემთვისაც მიტოვება გაადვილდეს, დამივიწყეს, წავიდნენ და დამივიწყეს, ჩემი სითბო, სიყვარული გამირიყეს, მღალატობდნენ და თვალებში მიყურებდნენ, უფალი და ღვთისმშობელი დამიფიცეს..
გამიკვირდეს? რაღა უნდა გამიკვირდეს! ჩემი გული სათითაოდ გამიყიდეს! ოცდაათიც არ დასჭირდათ ოქრო-ვერცხლი, კაპიკებად და გროშებად დამიბნიეს..
ვაპატიო? ყველაფერი ვაპატიე, გულში მაინც სიყვარული ჩავატიე, დრო გავა და მოსასვლელი მაინც მოვა, თავდახრილი გეტყვის ბოლოს მ ა პ ა ტ ი ე !
----- დრო გავიდა, სინანული გაიზარდა და ცრემლები ჩემს თვალებზე დაბინავდა, როცა მივხვდი პატიება რომ შემეძლო... ჩემში ქრისტეს დაბადება გამიხარდა..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ასეთი უცნაური ფინალიიი და ძალადობის მსხვერპლმა კაცი რომელიც არ უყვარდა აპატია და ალიმენტიც მიუღია და ახლა მის დაბრუნებასაც ელის თან გულში მისი სიყვარულიც ჩაუტევია...
იცის ქრისტეს დაბადებამ ესეთი სიხარულები. ასეთი უცნაური ფინალიიი და ძალადობის მსხვერპლმა კაცი რომელიც არ უყვარდა აპატია და ალიმენტიც მიუღია და ახლა მის დაბრუნებასაც ელის თან გულში მისი სიყვარულიც ჩაუტევია...
იცის ქრისტეს დაბადებამ ესეთი სიხარულები.
5. საერთოდ სხვისი ლექსების დადება მიზანშეუწონელია. ადმინისტრატორი ასეთებს შლის. გაითვალისწინეთ სამომავლოდ.
სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ იმ ქალბატონს. თუ ბავშვები ქორწინებაში შეეძინა, ის მარტოხელა დედად ვერ ჩაითვლება სამწუხაროდ. გაიზრდებიან ბავშვები და მოთხოვენ უგვან მამას პასუხს. ეს ყოველთვის ასე ხდება. ძნელია როცა მშობელი შვილისგან მიფურთხებას იმსახურებს. არაა ყველა შვილების ღირსი.
საერთოდ სხვისი ლექსების დადება მიზანშეუწონელია. ადმინისტრატორი ასეთებს შლის. გაითვალისწინეთ სამომავლოდ.
სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ იმ ქალბატონს. თუ ბავშვები ქორწინებაში შეეძინა, ის მარტოხელა დედად ვერ ჩაითვლება სამწუხაროდ. გაიზრდებიან ბავშვები და მოთხოვენ უგვან მამას პასუხს. ეს ყოველთვის ასე ხდება. ძნელია როცა მშობელი შვილისგან მიფურთხებას იმსახურებს. არაა ყველა შვილების ღირსი.
4. ეს ლექსი ჩემი არაა.. ეს ლექსი დაწერა ამჟამად 2 შვილის პატრონმა მარტოხელა დედამ რომელიც ბავშვობაში ძალით გაათხოვეს.. რომელსაც 12 კლასის ატესტატიც არ აქვს! რომელიც ქმრისგან ბავშვების ალიმენტს ახლაღა ძლივს ეღირსა და მთელი თავისი ცხოვრება დასავლეთის ერთერთ მიყრუებულ სოფელში გაატარა.. არ შემეძლო არ დამედო ჩემთან .. მე აქ უფრო ბევრი წავიკითხე ვიდრე თქვენ ! ეს ლექსი ჩემი არაა.. ეს ლექსი დაწერა ამჟამად 2 შვილის პატრონმა მარტოხელა დედამ რომელიც ბავშვობაში ძალით გაათხოვეს.. რომელსაც 12 კლასის ატესტატიც არ აქვს! რომელიც ქმრისგან ბავშვების ალიმენტს ახლაღა ძლივს ეღირსა და მთელი თავისი ცხოვრება დასავლეთის ერთერთ მიყრუებულ სოფელში გაატარა.. არ შემეძლო არ დამედო ჩემთან .. მე აქ უფრო ბევრი წავიკითხე ვიდრე თქვენ !
3. ფინალმა მომკლა...
არადა მანამდე ვფიქრობდი რომ არცთუისე ცუდი ლექსი იყო, მიუხედავად იმისა რომ ამ სტილის ლექსებს არცისე დიდ პატივს ვცემ ფინალმა მომკლა...
არადა მანამდე ვფიქრობდი რომ არცთუისე ცუდი ლექსი იყო, მიუხედავად იმისა რომ ამ სტილის ლექსებს არცისე დიდ პატივს ვცემ
2. მესმის როგორი ნერვები ჯდება ასეთი ცხოვრება. ამ დროს ჩინელივით უნდა მოიქცე. მდინარის ნაპირზე უნდა დაჯდე და დაელოდო როდის ჩამოატარებს მტრის გვამს.
პატიების უნარი კარგია თუ ის სამაგიეროს გადახდის შეუძლებლობით, სისუსტით არაა გამოწვეული.
როგორც ასი წლის დამიწებული სიყვარული არავის ჭირდება, ისევე ასი წლით დაგვიანებული პატიება ჭირდება არავის. ეს ყველამ კარგად უნდა დაიხსომოს. :)
მესმის როგორი ნერვები ჯდება ასეთი ცხოვრება. ამ დროს ჩინელივით უნდა მოიქცე. მდინარის ნაპირზე უნდა დაჯდე და დაელოდო როდის ჩამოატარებს მტრის გვამს.
პატიების უნარი კარგია თუ ის სამაგიეროს გადახდის შეუძლებლობით, სისუსტით არაა გამოწვეული.
როგორც ასი წლის დამიწებული სიყვარული არავის ჭირდება, ისევე ასი წლით დაგვიანებული პატიება ჭირდება არავის. ეს ყველამ კარგად უნდა დაიხსომოს. :)
1. ძაან კარგია იადონ მომეწონა ჩემგან +2
ძაან კარგია იადონ მომეწონა ჩემგან +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|