ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: kanario
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2009


***


“გზაზე მივდივარ...მსურს გავარკვიო
    გასავლელი გზის სივრცე უცვლელი...”
                                            გალაკტიონი


ყველა მივდივართ, სადღაც ვისწრაფვით,
მაგრამ ვერ ზომავს ჩვენი გონება,
საით მივდივართ და რა სისწრაფით
ან ცხოვრება რად არ გვემონება?!
წლები მირბიან, არც ჩვენ ვჩერდებით,
ყველას ერთი გვაქვს გზა გასავალი,
მაგრამ ყველანი მაინც ვბერდებით
სხვადასხვა ბედით და სხვა იღბალით.
არავინ იცის სად დასრულდება,
სად გაგვიწყდება ბილიკი ჩვენი,
მაინც მგონია, რომ დაბრუნდება
სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე ვრცელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები