ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შონ აბრამი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2016


მე ყველა ქალი მძულდა

მე ყველა ქალი მძულდა,
რომელთანაც მივდიოდი შენს დასავიწყებლად.
მაგრამ ხანდახან მაინც მიწევდა თქმა,
მე შენ მიყვარხარ.
შემდეგ მე ჩემი თავიც მძულდა,
ვფიქრობდი ხოლმე
„როგორ გამომდის ასეთი ოსტატური ტყუილი ?
როგორ ვიძირები ჩემს მიერ შექმნილ სევდაში ასე მარტივად.“
მე ყველა ქალი მძულდა,
რომლებთანაც მივდიოდი ძალიან ახლოს.
მე ამ დროს ფართოდ ვახელდი თვალებს,
თუ დამიჯერებ შენ გხედავდი მე მათ მაგივრად.
მე ისინი ნამდვილად მძულდნენ,
როცა ვესალმებოდი და ვკოცნიდი,
როცა სხეულები ერთმანეთს ეხვეოდნენ,
ოჰჰ როგორ მძულდნენ,
ნეტავ ოდესმე მაპატიებენ ?
ჩემი სიყვარული ხომ ყოველთვის შენს მიმართ იყო მომართული
და როცა მეკითხებოდნენ ვინ არის ეს ქალი შენს ნახატზე ?
მე ვპასუხობდი მხოლოდ მორცხვ ღიმილს,
გულში ვფიქრობდი,
ეს ის ქალია,
რომელმაც შეძლო სხვა ყველა ქალის შეძულება,
და დამტკიცება,
რომ სიყვარული მართლაც არსებობს.
(მე მათზე დაწერილი ლექსებიც მძულდა,
და შენზე ლექსებს
ძილის წინ, ლოცვასავით ვიმეორებდი)

ავტორი: შონ აბრამი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები