ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ყველას, უკლებლივ ყველას, ჰყავს ახლო მეგობრების წრე, სადაც თავს ძალიან ლაღად და კომფორტულად გრძნობს. ახლო მეგობრები ერთმანეთის გვერდით არიან ჭირსა და ლხინში, იკრიბებიან, განიხილავენ საინტერესო თუ სჭირბოროტო საკითხებს. ბევრი წრე ინარჩუნებს უშუალო, ხალას ურთიერთობებს მთელი ცხოვრების მანძილზე, ბევრი მეგობრული ჯგუფი იშლება, იფანტება დროთა განმავლობაში, მაგრამ ახლობელ ადამიანებთან გულის გადაშლის მომენტები ყველასთვის დაუვიწყარია. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ოჯახის წევრებზე. ბევრი ოჯახი ვიცი, (ალბათ ყველა ნორმალური ოჯახიც ასეა) რომ საღამოს შინ დაბრუნებულნი ერთმანეთს უზიარებენ დღის შთაბეჭდილებებს, ეს ერთმანეთის ამბის გაგების და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მე, პირადად შორს გახლავართ იმ აზრისაგან, რომ ტექნიკამ, კერძოდ, ინტერნეტისა და ტელემაუწყებლობის განვითარებამ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას მოსწყვიტა. თუ ადამიანებს ერთად ყოფნა, საუბარი სურთ და უხარიათ, ხელს არაფერი შეუშლით. ვისთვისაც ახლობლებთან ან ოჯახის წევრებთან გაუცხოების მიზეზი ინტერნეტი ან ტელევიზორია, მინდა ვუთხრა, იქნებ ჯერ თქვენში ან თქვენს შორის ურთიერთობაში ეძიოთ პრობლემა, კომპიუტერს მერე დასდეთ ბრალი. ყველაფერს გონივრული გამოყენება და მიდგომა უნდა. მე თუ მკითხავთ, სწორედაც ტელემაუწყებლობა და ინტერნეტი ეხმარება ადამიანებს, მეტი ინფორმაცია მოიძიონ და აქედან გამომდინარე, მეტი სასაუბრო, განსახილველი ან საკამათო თემა ჰქონდეთ. დავამატებ, რომ თუ თქვენი ახლობელი ადამიანი საათობით კომპიუტერის ეკრანს მისჩერებია და ხმას არ გცემთ, დამიჯერეთ, მასთან ერთად მეჩვიდმეტე საუკუნეშიც რომ ამოყოთ თავი, იგივე მოხდება. უბრალოდ ტექნიკის ადგილს სხვა რამ დაიკავებს, გულს მაინც არ გადაგიშლით. ერთგან შევესწარი საუბარს, რომ ოჯახებში ერთმანეთს აღარ ესაუბრებიან, ყველა ცალ-ცალკე უზის ინტერნეტს ან ტელეფონს ჩასჩერებია, ერთმანეთი აღარ აინტერესებთო. მე მაშინვე ჩემი აზრი გამოვთქვი ამის შესახებ, მხარდამჭერებიც გამომიჩნდნენ. გეთანხმებით - წამოიძახა ახალგაზრდა გოგონამ, - მე, დამ და დედამ წუხელი ერთი მხატვრული და ერთი დოკუმენტური ფილმი ვნახეთ, მერე კინაღამ თავზე დაგვათენდა ამ ფილმების შესახებ საუბარში და კამათშიო. კიდევ კარგი, გამგები მიგებს. ვგონებ, შესავალი გამიგრძელდა. თუმცა ადამიანებს შორის ურთიერთობა უკვდავი თემაა და არც დაკარგავს აქტუალურობას, სანამ კაცობრიობა იარსებებს. ახლა ამ სენტიმენტალიზმნარევი თემიდან უნდა გადავუხვიო და სულ სხვა კუთხით მივუდგე ზემოთ მოყვანილ საკითხს. არ გაინტერესებთ რატომ? გამომდინარე ჩემი საქმიანობიდან, რადგან ყველაზე მალულ, მიჩქმალულ გრძნობებთან და ვნებებთან მაქვს საქმე. ნდობის ზარებს ვპასუხობ. ვესაუბრები ადამიანებს, რომლებიც ნდობის ტელეფონზე რეკავენ. ხომ წარმოგიგენიათ, ამის შესახებ რომ სადმე, ფართო საზოგადოებაში, დაუფარავად გამოვაცხადო, რაოდენ მრავალფეროვანი რეაქციები მოჰყვება; ბევრისთვის საინტერესოც იქნება, ბევრი თვალს ამარიდებს და გვერდზე გაიხედავს, ზოგნი ირონიულად გადმომხედავენ, ზოგნი - ზიზღით, უმრავლესობისთვის ეს არანორმალურების, პათოლოგების და ანანისტების მოსმენაა და ამ მომსახურების არსებობა - უაზრობა.
* * *
ადამიანების მიმალულ, ღრმა, ბინძურ (იშვიათად ნათელ) სურვილებს ვეხები, ვისმენ, ვიგებ.
- უნდა დამაჯერო, წარმოვიდგინო, რომ ის აქვეა, უნდა დამეხმარო . . . - წარმოიდგინე . . . - მოიცა, მოიცა, - მაწყვეტინებს ფანტაზიათა ჯაჭვს, - არ მინდა მარტო მე . . .ჩემს გარდა კიდევ სამია. - და მან არ იცის . . . - ჰო, კარგია, არ იცის, რომ ჩვენი მსხვერპლია, შენც ჩემთან ხარ . . . - მოსწონს ხომ ჩემთან, მერე შენ და სხვები გამოჩნდებით, ჯერ კივის, ტირის, მერე მოწონს . . . სეანსის ბოლოს კარგად იყო გაწეწილი ჯგუფურმა ფანტაზიებით.
- იცი? ჩემი და მაღიზიანებს. (ღმერთო ჩემო, რას არ გაიგებ აქ!) - დღეს რაღაცას ეძებდა, გადაიკუზა, კინაღამ შარვალში გავათავე . . . - ის ახლა შენთანაა ახლოს . . .
- მე შემოსასვლელი კარი მუდამ ღიად მაქვს დატოვებული - თითქმის ჩურჩულით მეუბნება ქალი, - და იცი რატომ? მას ველოდები, უნდა მოვიდეს, შემპირდა, მაგრამ მალოდინებს. მპირდება, ვთხოვ, ვსაყვედურობ, საქმეებს იმიზეზებს. მე კი ველი. კარი არ იკეტება, როცა უნდა შემოვიდეს, გინდაც მეძინოს, არ აქვს მნიშვნელობა, ან სულაც სახლში არ ვიყო. შემოვიდეს, დაჯდეს, დამელოდოს. მერე მე მოვალ . . . - მოვა, წარმოიდგინე, რომ მალე, სულ მალე მოვა და . . . - მეც ხმადაბლა ვეპასუხები, უკვე ვხვდები, რომ ასე ურჩევნია, უფრო აღაგზნებს. - ის კი მოვა, უჩემოდ ძალიან დიდხანს ვერ გაძლებს, მაგრამ ახლა შენ უნდა იყო ის, გესმის? ბოლო სიტყვა მთლად ჩურჩულით თქვა, - შენ უნდა შემოხვიდე, ვნებიანი, ძლიერი, ჩემი დამონების სურვილით შეპყრობილი, კარი ღიაა, არ დაივიწყო, ზარს ნუ დარეკავ და ნუ დააკაკუნებ. მოდი, მოდი . . . დანარჩენი ჩემზეა)
მამაკაცის მჟღერი, დაბოხებული ხმა: - კაბა მინდა მეცვას, გრძელი, კოჭებამდე; ძლიერმა, დაკუნთულმა კაცმა ამიწიოს, ხელები მიფათუროს . . . მერე ვიბრატორითაც გამჟიმოს, არა მარტო . . .
ქალის მგრძნობიარე ხმა: - კარგია, რომ შენ შემხვდი, მინდოდა კაცს ეპასუხა, პირველად ვრეკავ. ქალის მიმართ მაქვს ლტოლვა, ჯერ შენ მოგიყვები, კარგად გამიგებ, ქალი ხომ გდომებია. - დიდი ხანია გრძნობ ქალების მიმართ ლტოლვას? - დავინტერესდი. - კი, მაგრამ, თითქოს გაუცნობიერებლად ხდებოდა, გრძნობათა ჭიდილი იყო, მაგრამ ერთ საღამოს აშკარად იჩინა თავი. სულ თვალწინ მიდგას მისი ქერად შეღებილი თმა, დაბერილი ტუჩები, მერე რა კანი აქვს, მზერა მიბნედილი, სექსუალური . . .
ყველას რა ჩამოთვლის, რა ფანტაზიებს აღარ ვისმენ.
ვინ არიან ისინი? რატომ რეკავენ აქ, ჩემთან, ჩვენთან. როგორ თუ ვინ! ისინი აქვე არიან, ჩემს გვერდით, ალბათ ბევრ მათგანს სახლთან ახლოსაც ვხვდები. სამუშაო საათების დამთავრების მერე ქუჩაში, ტრანსპორტში თუ სკვერში ადამიანებს უნებურად სხვა თვალით ვუყურებ, ზოგი ისვენებს, ზოგი მგზავრობს, ვინ ენას იქავებს, ვიღაც ბავშვს აჭმევს, ბევრი მობილურით საუბრობს . . . შეიძლება ამათაგან რომელიმე ჩემი კლიენტია. დგება დრო, როდესაც უბრუნდებიან თავიანთ მყუდრო ადგილს, რეკავენ ჩვენთან, გვიყვებიან იმას, რაც არავინ იცის და რაშიც ხანდახან თავიანთ თავსაც არ უტყდებიან.
* * *
ერთი უცნაური შემთხვევაც მქონდა. ვიღებ ყურმილს, ქალის ემოციური, ცოტათი დაბნეული ხმა: - რაღაც უნდა მოგიყვე, არ გაგიკვირდეს. - თქვენს სამსახურში ვარ. - იცით? ერთი უცნაურობა მჭირს ახალგაზრდობიდან . . . - მე შეგეშველებით, ყველა უცნაურ და ახირებულ ფანტაზიას გაგიშლით. რამდენიმეწამიანი პაუზა. . . - 18 წლისა ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა ხმა(!?) - უკაცრავად . . . - დიახ, ყურმილში ახალგაზრდა კაცის ხმა გავიგე, ჩემთან შემთხვევით მოხვდა, ერთმანეთი გავიცანით, რასაკვირველია, ამ ზარით არ დამთავრებულა ყველაფერი, ისევ და ისევ მირეკავდა. - შეხვდით? - არა, საუბარში შემიყვარდა, მიყვარდა მისი ხმა, მაჟრიალებდა, როცა მელაპარაკებოდა, ხანდახან დღეში რამდენჯერმე, მაგრამ დილით და ძილის წინ აუცილებლად . . . (ალბათ იმასაც ასე უსწორდებოდა - გავიფიქრე ჩემთვის) - ალბათ მასაც ჩემი ხმა შეუყვარდა, - თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეპასუხაო, დაამატა ქალმა, - როცა საშუალება იყო, საათობით ვსაუბრობდით, მერე თანდათან გააიშვიათა ზარი, ბოლოს სულ დაიკარგა. მერე სხვა გამოჩნდა . . . ასე გაგრძელდა კარგა ხანს, შემდგომში მეც „ვხვდებოდი“ ხოლმე ხანდახან უცნობ ნომრებზე და თუ კაცის სასიამოვნო ხმას ვიგებდი, საუბარს ვიწყებდი, ვთხოვდი, ისევ დაერეკა. გავიდა დრო, ჩვეულებრივ სახლის ტელეფონს მობილურიც დაემატა . . . - ანუ თქვენი პირადი ცხოვრება ყურმილზე გახდა დამოკიდებული. - შევხვედრივარ მასე გაცნობილს; იმისი ნახევარი განცდა არ მქონია რეალურად ნახვისას, როგორც სმენის დროს. პაუზა გააკეთა, მომეჩვენა, რომ დაიმორცხვა ყურმილს იქით, - იმასაც გეტყვი, რომ ქმარშვილიც მყავს ახლა, მაგრამ სინამდვილეში ჩემი ინტიმური, პირადი ცხოვრება ესაა, ყურმილით საუბარი, ხმის შეყვარება. პირველად არ ვრეკავ ნდობის ტელეფონზე, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა, ახლა მინდა უფრო სისტემატიური ხასიათი მივცე. - შენ ხმა აღგაგზნებს, უცნაურია და საინტერესო. - ვიცი, გამიგებ. მე ხომ ფაქტიურად „ნდობის ტელეფონით“ ვცხოვრობდი ადრეც, უბრალოდ ჩემს საუბრებს ასე არ ერქვა. გავუგე, რა თქმა უნდა. მეც შევუყვარდი. ჩემს ხავერდოვან, თან პროფესიულად დამუშავებულ ხმას როგორ გადაურჩებოდა. ძირითადად დღისით რეკავს, როცა მარტოა. ყველაფერს სწყდება, არავინ უწყის მისი ახირების შესახებ. ეშინია. ქმარიც რომ არ ჰყავდეს, მაინც ვერ გაამხელდა, დასცინებდნენ, ვერ გაუგებდნენ. ნამდვილი ვნება ყურმილში კაცის ხმის გაგონებაზე აქვს, რეკავს და ბედნიერია, ესაა მისი ნამდვილი თავდავიწყება.
* * *
ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, პირობებს, მდგომარეობას, სამუშაოს . . . - უნდა გადავაწვინო, ტკივილისაგან ვახრიალო, ძვლებმა იჭრაჭუნოს, მთელი ძალით ვურტყა, მერე ასევე მან, ძირს ვეგდო და წიხლებით შემდგეს, სახეშიც მთხლიშოს, მირტყას, მირტყას გამეტებით, შენც ხომ შეუერთდები, გაგიჟდი, არ დამინდო!.... ხანდახან ადამიანი მეზიზღება. თავისუფალ დროს ბევრ ფილმს ვნახულობ. ყურადღებას ვამახვილებ ისეთებზე, რომლებშიც სადიზმი ან სექსუალური მანიაა წამოწეული წინ. ამ საშინელი სიუჟეტებიდან ბევრი ხომ პოლიციის არქივებიდან ამოღებული მასალების საფუძველზეა შექმნილი, მხატვრულად დამუშავებული. ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ ფარული სურვილები და ვნებები, მათ შორის სადისტური. თუ რამ მოსახდენი იყო, ხდებოდა ჩუმად, მიყრუებულ ალაგას. მითუმეტეს ძლიერნი ამა ქვეყნისანი განებივრებულნი იყვნენ ინსტიქტების გამოვლენის მხრივ. მათი ძალაუფლება და სიმდიდრე შანსს იძლეოდა განეხორციელებინათ თავიანთი ბნელი ფანტაზიები.
* * *
ისევ შეყვარებული ქალის ხმა. დღეს დილიდან რატომღაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ პროფესიული მოვალეობა უნდა შევასრულო, ვეცდები ხმაზე არაფერი დამეტყოს. როგორ ეგუებიან სხვები? რამდენნაირი პროფესია არსებობს; ზოგი გაუნძრევლად უნდა იდგეს დილიდან ღამემდე, თვალი არ უნდა მოხუჭოს, ზოგი მუდმივ მზადყოფნაშია, გამოძახებას ელოდება, ვის რა სტკივა, რა აწუხებს, მაგრამ პატიოსნად ემსახურებიან საქმეს. მეც, მიუხედავად საშინელი გუნება - განწყობისა, ზარს უნდა ვუპასუხო, როცა სინამდვილეში მინდა ვიჩხუბო, ვიყვირო, რაიმე დავამტვრიო. - ძლივს მარტო დავრჩი ღამე - იწყებს ქალი თავის მონოლოგს, თან წვიმს, ძალიან უხდება ჩემს განწყობას. ახლა შენი ხმა გავიგე, აღარაფერი მესმის ამ ქვეყნად. – „ვაიმე რა ეშველება ამ უბედურს“ - ვფიქრობ, - „რამდენი გამოსირებულია ამ ქვეყნად, მართლა მაგრად უბერავს რა“ . . . - გარშემო სიჩუმეა, - აგრძელებს ქალი, იცი? უკვე დივანზე ვარ წამოწოლილი და ველი შენს ხმას, გელოდები . . . მართლა რა მარცხენა ფეხზე ავდექი დღეს, მისი მგრძნობიარე, ვნებიანი ხმა უფრო მიშლის ნერვებს. თავში რაღაც საშინელი აზრები მიტრიალებს, ახლა ეს გამალანძღინა, ნეტა კლიენტი მაინც არ იყოს ეს ჩემისა... რა სიამოვნებით ვიღრიალებდი: მიდი ქალო! რას უზიხარ ამ დედა აფთქებულ ტელეფონს, გაიხედე გარეთ, გაეთრიე, იარე,. ფრთები გაშალე, ვინმეს შეხედე, თვალები შეაფეთე ან ჩაუკარი. გაჰყევი ვნების ზღვას რეალურად, აშკარად! შეეხე, გაგიჟდი, გააგიჟე! თავი დაივიწყე, ისუნთქე მასთან ერთად . . . სადმე ღამის ბარში ან კლუბში წადი, სინათლეების ციმციმში გაითქვიფე, ვინმე ხვადი გამოიწვიე, ადამიანი, არსება, ცოცხალი. რა ჯანდაბაა ეს ტელეფონის ყურმილზე დამოკიდებულება,“მელაპარაკე, მელაპარაკე“ - გაგიდის, რა დედიშენის უნდა გელაპარაკო, შე პათოლოგო, სხვანაირად ვერ ათავებ, შენი?! . . . და უეცრად ვაცნობიერებ, რომ ამ ყველაფერს ხმამაღლა ყურმილში ვუყვირივარ, ვღრიალებ მთელი ხმით, გააფთრებით, თავზარდაცემული ვჩერდები ჩემივე საქციელით გაოგნებული. ეს რა გავაკეთე? პაუზა. ჩუმად ვარ, ყურმილს ხელს არ ვუშვებ. რამდენიმე წამი გაგრძელდა სიჩუმე, მერე წყვეტილი სიგნალი გაისმა, მან გათიშა. მოწყვეტით დავეგდე, აზრებს ვერ ვალაგებ, ვცდილობ, ნელ - ნელა დავმშვიდდე. თან ვბრაზდები ჩემს თავზე, თან თავს ვიმართლებ. იქნებ კარგი საქმე გავაკეთე? იქნებ მართლა შეეშვას ამ ახირებას, რაზეც დამოკიდებულია მთელი შეგნებული ცხოვრება. მახსენდება მისი სასოწარკვეთილი ხმა. როგორ მშვიდდება, როცა ვესაუბრები. მე ხომ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ვიყავი. ამ ნაწილმა მისივე ფანტაზიით შექმნილი სისტემიდან ამოაგდო. და რა უფლება გაქვს შენ, განსაჯო ვინმე, მითუმეტეს კლიენტი! რა უფლება გაქვს, რომ ერევი მის სურვილებში და ვნებებში, მან ხომ გული გადაგიშალა, თან ფულს გიხდის. „იქნებ შეეშვას ამ ახირებას“ - ჩემივე თავი გამოვაჯავრე, - ამისი და ამისნაირების წყალობით არ ხეთქავ? - იგი არაადექვატურია - ოპონირებს მეორე მე, - მას სჭირდებოდა სილა, იქნებ გამოფხიზლდეს, იქნებ მოეშვას ამ სასაცილო უბადრუკ ჩვევას. ჰმ, ოდესღაც ვიღაცამ ხავერდოვანი ხმით თავი შეაყვარა, ქალურ ემოციაზე იმოქმედა. ეს შემთხვევა წითელ ხაზად გაჰყვა მის ცხოვრებას. ვერავის უმხელდა, ფსიქოლოგთანაც რცხვენოდა მისვლა და ბოლოს მიაგნო გამოსავალს. ხომ არსებობს ნდობის ტელეფონი. ამითი თავისი ჭკუით მდგომარეობა შეუმსუბუქა თავის თავს, მაგრამ სინამდვილეში მასზე დამოკიდებული გახდა. ნდობის ტელეფონზე უსმენენ, მაგრამ არავინ ეუბნება, რომ ეს ნორმიდან გადახრაა. გამოჩნდი შენ, ხმა ამოიღე, ახლა იქნებ რამე შეიგნოს. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. მას ასე სურს. შენ დაეხმარე, დანარჩენს ვინ გეკითხება. ამ აზრთა ჭიდილში ვიყავი, დამათენდა. აღარავის დაურეკავს.
* * *
ნდობის ტელეფონი ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მე კი დღეს კლიენტს ავუმხედრდი. როგორც ჩანს, არაა ეს ჩემი საქმე და ტყუილ-უბრალოდ შევეჭიდე. მთელი დღე ვერ დავისვენე. მას გულის გადაშლა უნდოდა, მე ვინმეზე ჩემი საშინელი განწყობის ნთხევა. მას არ გამოუვიდა, მე - კი. ჩემი საქმაინობა საჩემოდ გამოვიყენე. ხომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მშვიდად მეთქვა? საუბარი სხვა მიმართულებით წამეყვანა, სხვა კუთხითაც მესაუბრა და არა მეყვირა, მელანძღა, მეგინებინა. აღარ მინდა ამაზე ფიქრი, გავგიჟდები. თუ საქმეა, საქმე იყოს, თუ არადა, შეეშვი. არ უნდა დავივიწყო მოვალეობა. მათ უნდა ვემსახურო, ადამიანებს, რომლებიც ან საერთოდ არ ამჟღავნებენ თავიანთ სურვილებს, ან ძალზე იშვიათად, ნდობის ტელეფონთან ყველა თავისუფალია. ადამიანების ფარულ ფანტაზიებში ხელს ვაფათურებთ, ვეცნობით მათ, ვიზიარებთ, მაგრამ ამავდროს ვეხმარებით.
* * *
ცოტა ხნით გავისეირნე, ნელ - ნელა ვმშვიდდები. სკვერში ჩამოვჯექი, სიგარეტი ამოვიღე, ვეძებ სანთებელას, ვერ ვიპოვე, ვიღაც გამვლელი მაწვდის. კარგია ცხოვრება. გიყვარდეთ ერთმანეთი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მე მგონი ეს ერთი და იგივეა :(( ვეცდები, გავარკვიო, გამოსწორება შეიძლება. მაგრამ მაინც ვგონებ არაა განსხვავება. დავაზუსტოთ მე მგონი ეს ერთი და იგივეა :(( ვეცდები, გავარკვიო, გამოსწორება შეიძლება. მაგრამ მაინც ვგონებ არაა განსხვავება. დავაზუსტოთ
1. ვერ გავიგე ეს ნდობის ტელეფონია თუ "სექსი ტელეფონით"
რაღაც არეულია მგონი
და კიდევ ერთი, ასეთ ნაწერებს წითელი ხელის დადება სჭირდება ახლა უკვე ადევს ვერ გავიგე ეს ნდობის ტელეფონია თუ "სექსი ტელეფონით"
რაღაც არეულია მგონი
და კიდევ ერთი, ასეთ ნაწერებს წითელი ხელის დადება სჭირდება ახლა უკვე ადევს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|