მე უნდა დამეწერა სიყვარულზე. ამისთვის მთელი დღე ვემზადებოდი. სახლში მოსული შევხედე ჩემს თავს და არაფერი არ გამაჩნდა, არც სიყვარული, არც სიძულვილი, არც ბოროტება, არც სიკეთე, არც თვალები, არც ყურები, არც გული, არც ტვინი, არც ხელები... მე დავიწყე ფიქრი და მალევე მივხვდი. მე არაფერზე უნდა დამეწერა. მე არაფრად გადავიქეცი, რომელის მუცელშიც იზრდებიან ახალი სიტყვები და აზრები, რომლებიც არაფერს მოიცავენ, საკუთარი ეგოისტური მისწრაფებების გარდა. შემდეგ გავაღე ფანჯრები და შევისუნთქე, ოდნავ მომლაშო, გაყინული სველი ჰაერი, და დავიანახე ჩემს ეზოში დადგმულ ლექსზე, როგორ დამჯდარიყვნენ ყვავები და ჩხაოდნენ წვიმაში. რა უნდა მეთქვა ? ნუ ჩხავიხართ სიყვარულის ლექსზე თქო ? ისინი მიპასუხებდნენ, რომ მე აღარასდროს შემიყვარდება დიდი სიყვარულით და ეს ლექსიც, უკვე ვადაგასულია, უკვე გრძნობებ დაკარგულია... მე ვერაფრით ვეღარ დავწერდი სიყვარულზე, მოვწიე ერთი სიგარეტის ღერიც, და კვამლში საკუთარი უძლურება გავახვიე. გავშალე ლოგინი, ზეწრად დავაფინე მწუხარება და მასზე დავწექი, სხვა რა დამრჩენოდა რა.
ავტორი: შონ აბრამი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა ვიცი, იმ დღეს ჩაქუჩს ვლესავდი და მაგარი მჭრელი გამოვიდა. რა ვიცი, იმ დღეს ჩაქუჩს ვლესავდი და მაგარი მჭრელი გამოვიდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|