| ავტორი: ბოლერო ჟანრი: პოეზია 1 აგვისტო, 2016 |
ალიონზე მზის ამოსვლა- ბაცი სიო, ცივი ჩერვარო, თეთრსხივოსანი ქარიტების სერენადა-აპოთეოზი! ფიქრები შენზე, მხოლოდ შენზე-დაუმთავრებლად, ისევ რეპრიზა, (ავლოსის ჰანგი, ზოგჯერ ცივი ბემოლები-კვლავ იდილია,) და ლეიტონის ქმნილების დარი-(შენ ევრიდიკე, მე-ორფეოსი......)
ფილომელა, გალობს ფეერით, გრძნობების ლავა, გეიზერები, მოფარფატე ამურების ლისელები-მაკროკოსმოსი! გარდასახვა, ტრანსფორმიზმი-დაუმთვარებლად, ისევ რეპრიზა, ფრენა, ნირვანა -(პათოგენური მაჟორები - დომინანტები), უსასრულობით გალაქტიკაში-(შენ ვითარც მარსი, მე კი-ფობოსი.....)
ალბორადა-ბაცი სიო, ცივი ჩერვარო, თეთროსანი ქარიტები-აპოთეოზი!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|