 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 აგვისტო, 2016 |
თანამედროვე ლიტერატორებიდან ოთარი ერთ–ერთია, რომლის პოეზია მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულით არის გაჯერებული. ლექსების წერა სტუდენტობისას ლადო ასათიანის გავლენით დაიწყო, ეს იყო მისი ერთ–ერთი საუკეთესო პერიოდი. გარდა ჩვეულებრივ სტილში დაწერილი ლექსებისა, მას აგრეთვე მთის მოტივზე დაწერილი ლექსებიც აქვს, ''გაბრიელ ჯაბუშანურისადმი“ ერთ–ერთია მისი მთის მოტივებზე დაწერილებიდან. მისმა მეგობარმა ფოლკლორისტმა – ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ ზუსტად მოარგო მუსიკა ოთარის ამ ლექსს. მეგობრებმა ოთარს სიყვარულით ''ოთარიუს რურუაული“ შეარქვეს. :) ოთარ რურუა არასოდეს არის კმაყოფილი საკუთარი თავით, იგი თავმბდაბალი შემოქმედია (თუმცა ზოგიერთ ხელოვანს არ უხდება თავმბდაბლობა). ახალგაზრდა შემოქმედი მერაბ კოსტავას გზის გამგრძელებელია:
მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ...
მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ, თუმც ვრწყავ ცრემლებით მიწას ქართველი, როცა ტაძარში გალობას ვისმენ, მდუმარედ ვიწვი როგორც სანთელი.
წუთი - წუთს... თვე - თვეს... წელი - წელს მისდევს, ბლომად დაგროვდა გულში ნაღველი, მთელ საქართველოს ვავედრებ ქრისტეს, ბევრი კარგის თუ ცუდის მნახველი.
მხურვალედ ვკოცნი ნაომარ მიწას, გათანგული ვარ ტკივილით ერის, და ვინაც წითლად შეღება რიწა - მან ამიცრემლა თვალები მერის.
ეს ვეუბნები ყველა მოკეთეს: ბევრი რამ დაგვრჩა კიდევ სათქმელი, გაგრის დაცემით ხელი მომკვეთეს და გამიბზარეს სულის სარკმელი.
მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ, განაწამები მქვია ქართველი, ქართულ ტაძარში გალობას ვისმენ, ისევ ანთია ჩემი სანთელი.
პატივისცემით – ოთარ რურუა :) :) :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დიდი მადლობა დედოფალო. <3 დიდი მადლობა დედოფალო. <3
3. ბატონო ოთარ, მეც ვამაყობ თქვენით. ახლა მომეცა ამისი თქმის საშუალება და გულწრფელად ვამბობ.
პატივისცემით,
ბატონო ოთარ, მეც ვამაყობ თქვენით. ახლა მომეცა ამისი თქმის საშუალება და გულწრფელად ვამბობ.
პატივისცემით,
2. გაიხარე მამიდაჩემო, გულში ხარ! <3 გაიხარე მამიდაჩემო, გულში ხარ! <3
1. გენაცვალე, ვამაყობ შენით! :-* გენაცვალე, ვამაყობ შენით! :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|