 | ავტორი: სინა ჟანრი: პოეზია 13 აგვისტო, 2016 |
ჩემი აზრები მეტისმეტად არარეალურია, და მეტისმეტად გულწრფელი რომ არ მივცე მათ არსებობის საშუალება. და მეტისმეტად ბინძური რომ მხოლოდ ჩემთვის დავიტოვო...
არ არსებობს შავ-თეთრი გვერდები, ყველა გვერდს აქვს ფერი, რომლითაც ჩვენვე ვღებავთ მათ. შავ-თეთრი მეტისმეტად პირველყოფილია, მეტისმეტად სუფთა და უნაკლო მისი შენარჩუნება რომ შეგვძლებოდა.!
გადღაბნილი დაისი, Golden Hour of sunset... ისიც ფერია, სრულიად არანათელი და სრულიად არაა ჭუჭყიანი, დღის აუხდენელი სურვილების მკაფიო ფერია ჩარჩოებს გარეთ რომ არსებობს და არც იქ არის კოპმფორტულად.
Passive Sensation... მომწონს როგორც ბერდებიან ჩემი ხელები, ისინი ისტორიებს ყვებიან, პატარა ისტორიებს თუ როგორ შექმნეს სრულიად გამოუსადეგარი ნივთები... გამოუსადეგარი მოგონებები მიძინებული გრძნობებით, გახშირებული გულისცემა, მოლოდინის შიშები, გარდაუვალს შეგუება და შინაგანი გაორება... სრულიად არარომანტიული წინათგრძნობა ტყუილი - წარმოსახვა, ილუზია... ტყუილის ათასგვარი ნაირსახეობა, სასურველი თუ არც ისე. არჩევანის ილუზია, სარკეში არეკლილი არამსგავსი ,,მე" და ფოტოში აღბეჭდილი კადრის ანარეკლი სხვისი ცხოვრებიდან საკუთარში.
I feel... ვგრძნობ საკუთარ ფიქრებს, მოტივებს კი ვერ ვხვდები.
EGO გაიზარდა და სული კი არა, ალბათ გენმოდიფიცირებული საკვებით ვკვებავდი..? ინფრომაციის უსაზღვრო ნაკადი და არცერთი მწიფე შენაკადი! სიტყვები სულ იარსებებს, უაზრო, ღრმა თუ უსაფუძვლო. ჩვენივე დახარჯული სიტყვების რეპროდუქციები ვართ და უთქმელი სიტყვების რეალობა.
დიადი აზრი ისე დაქუცმაქუცდა, იმდენ პატარა ნაწილაკად გაიფანტა, რომ ვშიშობ სრული სურათის აღდგენა მოვასწრო, არ მინდა დაუმთავრებელი პაზზლით დავტოვო ცხოვრება, თორემ ცხოვრება ვალად დამედება დაუმთავრებელი საქმეების მონოლოგივით, და შემდეგ ცხოვრებაშიც ვეღარ შევძლებ სრულყოფას, რამეთუ ამ ცხოვრების დაუმთავრებელი მისიების გამო, გამუდმებით აღარ მეყოფა დრო და მოჯადოებული წრესავით ვერასდროს გავივსები.
და შენ, თუკი მიხვდი ღმერთის მოტივს მოევლინე, გაიღიმე, ახლოა დასასრული...
მაღელვებს, მადარდებს და მაგონებს დაუშრეტელი ენერგიის წყაროს, საკუთარი ჩამჩიდან სულს რომ ვაპურებ და ვადარებ გუშინდელ მზაობას დღევანდელ ენთუზიაზმს რომ წინ წავიდე, ისევ უსწორმასწორო გზებით, ისევ არსაითკენ საკუთარ თავთან დასაბრუნებლად.
უკვე გაუცხოებული მუზა მეწვია, მაგრამ სადილად არ დარჩა, მსუყე ლუკმის ეშინია... ახლა ხომ აგვისტოა, სრულიად არარომანტიულად ცხელი და ცარიელი. ცარიელი ქუჩებით, ცარიელი სახლებით და საღამოებით, ქუჩებში ცარიელი ადამიანებით, ცარიელი მონახაზებით და ჩემი გაფერადებული ილუზიებით, ცარიელი არ დაბადებული აზრები და სიმტკიცე, აზრის სიმტკიცე რომ ყველაფერი რაც ვთქვი, არ შეგიძლია გაიგო სწორად, ჩემს დამახინჯებულ ინტერპრეტაციებს ახლა შენ ამახინჯებ და ვერასდროს დავეწევით ერთმანეთს..
და თუ კი ცხოვრება რბოლაა, სრბოლაა, ყველა დაბრკოლებას ავირჩევ და რომც ბოლო მოვიდე ფინიშთან, მაინც მოვალ, რადგან ცხრაჯერ დაცემულმა მეათედაც ვისწავლე ადგომა, თუნდაც არ მენახა გამოწვდილი ხელი, ან მენახა სრულიად უმწეო და არაგულწრფელი, ჩემს რწმენას დავეყრდენი. და თუკი სამართალი ჩემს უკანაა, დაველოდები! დაველოდები როდის აღსდგება სამართლიანობა! და თუკი მკვდრეთით აღდგომა არ ინდომა, დაგტოვებთ Ladies and Gentlemen...
ქრისტე მოგხედავთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა ნეფერტარ რომ დამითმეთ დრო :) <3 მადლობა ნეფერტარ რომ დამითმეთ დრო :) <3
4. "შავ-თეთრი მეტისმეტად პირველყოფილია, მეტისმეტად სუფთა და უნაკლო მისი შენარჩუნება რომ შეგვძლებოდა!" - ეს ამ წლის ფრაზაა. მარტივი და გენიალური.
მოვბრუნდები სამ საათში და შესვენების ხარჯზე წავიკითხავ, არ მაცლიან ახლა, არ გაჩერდა ეს ტელეფონი. :)
"შავ-თეთრი მეტისმეტად პირველყოფილია, მეტისმეტად სუფთა და უნაკლო მისი შენარჩუნება რომ შეგვძლებოდა!" - ეს ამ წლის ფრაზაა. მარტივი და გენიალური.
მოვბრუნდები სამ საათში და შესვენების ხარჯზე წავიკითხავ, არ მაცლიან ახლა, არ გაჩერდა ეს ტელეფონი. :)
3. ნაწარმოები პოეტური აპლიკაციებით._ასე ვიტყოდი კიარადა, ვთქვი უკვე. :)
"ჩვენივე დახარჯული სიტყვების რეპროდუქციები ვართ და უთქმელი სიტყვების რეალობა." ++ ნაწარმოები პოეტური აპლიკაციებით._ასე ვიტყოდი კიარადა, ვთქვი უკვე. :)
"ჩვენივე დახარჯული სიტყვების რეპროდუქციები ვართ და უთქმელი სიტყვების რეალობა." ++
2. მადლობა მუხა ერთგულად გულშემატკივრობისთვის :) <3 მადლობა მუხა ერთგულად გულშემატკივრობისთვის :) <3
1. მომეწონა! პოეტი შეიძლება იყოს ლირიკოსი, მაგრამ არ იყოს ფილოსოფოსი, მაგრამ არსებობენ გამონაკლისები როცა პოეტი პროზაში ფილოსოფიურ აზროვნებას ატარებს. ასეთ კატეგორიას მივანიჭებდი ავტორს. რადგან დღევანდელ პოეზიაში ზოგი ავტორის ლექსები მოკითხვის ბარათებს ჰგვანან.
ურაკის ლიტერატორებო! ყურადღება მიაქციეთ ავტორის ნაწარმოებებს. მომეწონა! პოეტი შეიძლება იყოს ლირიკოსი, მაგრამ არ იყოს ფილოსოფოსი, მაგრამ არსებობენ გამონაკლისები როცა პოეტი პროზაში ფილოსოფიურ აზროვნებას ატარებს. ასეთ კატეგორიას მივანიჭებდი ავტორს. რადგან დღევანდელ პოეზიაში ზოგი ავტორის ლექსები მოკითხვის ბარათებს ჰგვანან.
ურაკის ლიტერატორებო! ყურადღება მიაქციეთ ავტორის ნაწარმოებებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|