ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2016


როცა

როცა მე ვწერდი ლექსებს
მაშინ მინდოდა წერა
როცა აღარსად არ ვარ
აღარც კითხვა მსურს თქვენგან
როცა არაფერს არ ვქმნი
აღარც ტაშს ველი არსად
არსად მიდიან დღენი
რომელთაც არსად ვფლანგავ
როცა ვითხოვდი ცოტას
ყველას უნდოდა ბევრი
როცა მინდოდა ბევრი
ყველას სჭიროდა შველა
როცა ვითხოვდი შველას
ყველას ღიმილი კლავდა
როცა ღიმილი მქონდა
მაშინ დგმარხეთ ყველა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები