ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2016


შერიგება

ნაჩხუბრები ვართ,
მეორე დღეა ხმას არ მცემ უკვე,
არც შუქს ანთებ ,
რადგან დანახვა არ გინდა ჩემი
და მხოლოდ მთვარით განათებულ  ოთახში ვზივართ.
თან უთქმელობით გულზე ვსკდები და
თან შენი პულსის ბასრი ექო ფიქრებს მისერავს,
შენც ალბათ უხმოდ  დამყვირი თავზე ,
ერთბაშად ყველა ართქმულ საყვედურს
და ვერ ამჩნევ რომ იატაკზე ჩემი ჩრდილი
შენს ჩრდილს რაღაცას ეჩურჩულება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები