ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პროზა
23 სექტემბერი, 2016


ყველა გზა თავგადასავალია II მზე

პატარა ოთახი, ერთი ფანჯრითა და მწვანე, ზოლიანი, თხელი ფარდებით.
ორი საწოლი, კედლებთან,  და მათ შორის, პატარა, მაგიდა.
იატაკზე დაყრილი ჩემოდნები, ნახევრად გახსნილი და არეული ტანსაცმლით სავსე.
პატარა ოთახის, პატარა აურზაური, ან, დიდი.
ზღვის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და თმის მოვლის საშუალებები.
ორი ვარდი და სადღაც, მათ, შორის მიგდებული ტუალეტის ქაღალდი.
ჰო, რა შუაშია ტუალეტის ქაღალდი, მაგრამ...
ახლა, როცა დრო იმაზე მეტად იწელება, ვიდრე სჩვევია ხოლმე, უფრო მეტად მეფიქრება მასზე.
ჰო, მას, განსაკთრებულად დიდ დროს ვუთმობ ფიქრისას, ეს, ალბათ იმიტომ რომ შეგრძნებების დიდი ნაწილიც მივაკუთვნე.
ზოგჯერ, გავურბივართ ადამიანებს, იმის გამო რომ ისინი დავივიწყოთ, თუმცა ჩვენი გაქცევა ხშირად ამაოა.

ზაფხული, შეიძლება ვიღაცისთვის გართობისა და განტვირთვის სეზონი იყოს, თუმცა არა ჩემთვის.
მარკი, ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო და ის დრო, რომელიც გერმანიაში ერთად გავატარეთ ყველაზე უფრო სასიამოვნო გასახსენებელი ჩემს ცხოვრებაში.
ექვსი თვე, საოცარი ექვსი თვე მივუძღვენი მას.
ალბათ, მანაც მომიძღვნა ვინ იცის.
ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებდით, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა თავიდან, მერე კი ჩვენი ურთიერთობაც გაუფერულდა და დაემსგავსა უფერულ, დროისგან გაცრეცილ ნახატის ტილოს.
სულ, მეგონა, რომ მე ასეთი ისტორია არ გადამხდებოდა თავს, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორედ ის გვემართება, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენთ ხოლმე.
ფანტაზზიის უნარს არ ვუჩივი და ბავშვობიდან მჩვეოდა, საკუთარი თავის სხვა და სხვა  სიტუაციებში წარმოდგენა, ზოგჯერ, კი, ისეთში რომ ვფიქრობდი ვიშლებოდი. თუმცა, ყოფილა, რაღაცეები რისი წარმოდგნაც ცნობიერისა თუ ქვეცნობიერის დონეზე ვერ შევძელი.
არის ურთიერთობები, რომელიც ჩვენთვის, მხოლოდ და მხოლოდ, სიახლეებსა და გამოცდილებას გვაძლევენ.
ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ეს იყო მსგავსი ურთიერთობა.
როცა, მზად ვიყავი თავი დამეკარგა და ნებისმიერი სისულელე გამეკეთებინა მასთან ერთად, ან, მისი გულისთვის.

მახსოვს, სამზარეულოში იჯდა და თავისი, გრძელი თითებით სიგარეტს ექაჩებოდა.
რაღაცაზე ვსაუბრობდით და უცებ მკითხა : "შეგიძლია დამიმახსოვრო ისეთი როგორიც ახლა ვარო?", - რა თქმა უნდა-მეთქი ვუპასუხე, მერე კი გამეღიმა და ვკითე რატომ მეკითხებოდა ამას...
მან მითხრა : - არ ვიცი, უბრალოდ მინდა რომ ასეთი გახსოვდე. ისეთი, როგორიც ვარ მაშინ, როცა შენს გვერდით ვარ. შენს გვერდით კარგი ვხდები, ვგრძნობ როგორ ვიცვლები, როგორ მესახება იმედები, მიზნები... შენს გვერდით ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ...
გამეღმა, მივუახლოვდი და კისერზე მოვეხვიე.
როცა ვეხებოდი, ვგრძნობდი მის სუნს კანის ყველა უჯრედით და ვიმახსოვრებდი.
ჰო, ვიმახსოვრებდი.
დრო ისე ჩქარა გადიოდა, ვგრზნობდი რომ არ მყოფნიდა.
თუმცა, ეს იყო პერიოდი, როცა მზად ვიყავი ჩემი საქმეებიც, კი, გადამედო მისი გულისთვის.
ეს, ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომაა ქალის ცხოვრებაში.
როცა, საკუთარ ცხოვრებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ და მას, სადღაც, ამოსავალ წერტილში ხედავ.
ისიც, აკეთებდა, ჩემს გამო სისულელეებს, თუმცა მხოლოდ მასინ როცა თავად სურდა.
ზოგჯერ, ადამიანები ნაკლებად ფიქრობე ერთმანეთზე და სიხარულსაც, კი, ასკუთარი თავის გამო ანიჭებენ ერთურთს.

დრო გადიოდა... მე, კი, თითქოს ისე მივეჯაჭვე, მის ყოველ ამაზრზენობაზე თვალს ვხუჭავდი.
თუმცა, რაღაცეები ხდება იმისთვის რომ თვალები არ კი არა, ვერ დავხუჭოთ და ფაქტის წინაშე დავდგეთ.
რომ საკუთარი თვალით ვუყურებდეთ, იმ, "პიროვნების ნგრევის პროცესს", რომელიც განდიდებული გვყვავდა.

თვდაპირველად შოკში ვიყავი, ტკივილისგან.
დროთა განმავლობაში, კი, ყველა, ყველაფერს ვეჩვევით და არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი.
უბრალოდ, დამჭირდა რომ გავცლოდი, იმ, არეალს, რომელიც მას მახსენებდა და წამოვედი.
წამოვედი ლონდონში. წვიმიან და მარტოსულ ქალაქში, სადაც მოწყენილობა, მხოლოდ ხასიათის ნაწილია და არა ქუჩების.
და მაინც, შევძელი რომ გადამეხარშა.
ადამიანებს, არ გვიყვარს საკუთარი შეცდომების აღიარება და ყოველთვის ვცდილობთ, ახსნა მოვუძებნოთ ყველას და ყველაფერს, რაც ჩვენ გვაკნინებს.
ამ შემთვევასი, ცხოვრებაში პირველად, ვაღიარე შეცდომა და უბრალოდ, არ ვინანე.
არ ვინანე, რადგან ამ შეცდომამ ადამიანების ახალი ტიპი გამაცნო.
ამ შეცდომამ გამზარდა და ისეთ რაღაცეებზე დამაფიქრა, რაზეც აქამდე არ მიფიქრია.
დრო, ისე, გავიდა არც კი გამხსენებია მარკი, თუმცა თავდაპირველადმ ვაიძულებდი საკუთარ თავს რომ მასზე არ მეფიქრა.
ხშირად, ადამიანები, უბრალოდ მარტოსულები ვართ და ტრაგედიას ვქმნით, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი გავამართლოთ, ან, უბრალოდ შევქმნათ მიზეზი.
ეს არ არის ტრაგედია, არც უბედურებაა, ეს ჩემი ცხოვრებაა, რომელშიც თავს კარგად ვგრძნობ.
ახლა, როცა დავბრუნდი, ისევ ამეკვიატა მასზე ფიქრები.
თუმცა, ის მიმაგრებს გულს, რომ ის ახლა საფრანგეთშია, ჩემგან შორს.
და რა მნიშვნელობა აქვს მანძილს...

ვზივარ ჩემს ოთხში, სადაც, ერთი წლის წინ მარკი, მიყურებდა ახალ-გაღვიძებულს და მეუბნებოდა, რომ მსახიობს ვგავდი.
ყველა ადამიანი თავის კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში...
ჩემი და მარკის ურთიერთობამ მასწავლა, რომ ჯანსაღ და ჭეშმარიტ გრძნობაში თავს არ ვკარგავთ, პირიქით - ვპოულობთ.
ადამიანი, რომელისთვისაც ძვირფასი ხარ, არაფრის დათმობას არ გაიძულებს, თუნდაც უნებლიედ.
არ დაგცლის ემოციებისგან და ყოველ დღეს ღიმილით დაგანახებს სამყაროს.
ადამიანი, რომლისთვისაც ძვირფასი ხარ, გაიღებს ყველაფერს, იმისთვის რომ შენ არ დაკარგო თავი.
არსებობენ ადამიანი გამოცდილებები, რომლებიც ჩვენში შემოდიან და შემდეგი გაჩერებაც გათვლილი აქვთ.
ისინი, უბრალოდ გვტოვებენ, გამოცდილებით გვტოვებენ.
თავადაც, რა თქმა უნდა, გამოცდილები არიან.

გერმანიაში, კიდევ ორი წლის გატარება მომიწევს.
ახალი სამსახურითა და ახლა, უკვე, უნივერსიტეტი დიპლომისთვის საბრძოლველად.
ხვალ დილით ადრე ავდგები და ჩემს CV-ის ოფისში წავიღებ, მიკასაც შევუვლი კლუბში და მოვინახულებ.
ახლა, უბრალოდ ვხუჭავ თვალებს, ფეხებს კედელზე ვაყუდებ და თავს საწოლიდან, იატაკისკენ, ვაგდებ, ასე ძილი ხომ ძალიან მიყვარს.
ბერლინის ჰაერი სულ სხვაა... ძილინებისა საკუთარო თავო, ახალ დილამდე. ახალ ადამიანებამდე, ახალ ისტორიებამდე....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები