 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: პოეზია 15 იანვარი, 2009 |
სევას,ფარახეთს,ღარსა და ირს, თუ გინდა ზემოთ,თუ გინდა ძირს, ჭეშორას,ხეორს, რიონის პირს, თუ გინდა მომკლა, არ გეტყვი ძვირს.
არ მინდა ,,ფეშქაშ" სამშობლო სხვის, რაჭა,ზღაპარი იყოს მარადის, აქ მწვერვალთ დედებს ცრემლები სდით, ობლობა სტკივათ, სიკვდილს გადასდით!
მე ისე მინდა ვემთხვიო ხეს, ამაყად რომ დგას იქ ქორთის კლდეს, ვაკოცებ ზუდალს, ვაკოცებ შქმერს... აკვნის გამომთლელ ოსტატის ხელს!
ნამიან ბალახს, ,,ნიკორა" ხარს, რაც კი დრო გადის, მე უფრო მწამს, რომ არ მწამს კაცის, რომელიც ჰგავს, დავარდნილ ნადირს ან მდორე წყალს.
არ უყვარს ღვინო,არ მოსწონს ქვევრი, ორშიმო,ხრიკა,ჩაფი და ტევრი, არ გაუკვერავს ბაბუას ცელი, თავისი ქვეყნის არ არის მცველი.
ის ვინც მეზობელს არ უწევს ჭაპანს, რაჭველის სახელს საქვეყნოდ მარხავს, კაცს ვერ ვუწოდებ, კაცუნასა ჰგავს, ასეთი საქმით კეთილს ვერ ნახავს!
აბა ქვე რა სჯობს ზეცით დალოცვილ, ჩვენ იავნანას ტკბილს და დამოძღვრილს, დედის რძისაგან ჭაბუკს გამოზრდილს, აწეწილ ფაფარს მიწა გამოცლილს!
მთებს, სიამაყით აღვსებულ თასებს, ტყეებს, ძირს ბარში გაგზავნილ ვასლებს. ცივ წყაროს, გულს, რომ სიკეთით აღვსებს, სათიბის ბალახს, სურნელით სავსეს.
ღმერთო აჩუქე რაჭას ნამატი, არ დაუბნელო ეგ მზე მარადი, არვინ შეიქმნას მკვლელი-ჯალათი, დაუწენ ხვირი, გოდორ-კალათი.
ჭაპანი სწიონ ჩვეულად დინჯად, არ დაუტოვო ნაღველი ხინჯად, ერთი ნამყენიც არ იქმნას ფუჭად, არ გადიხვეწოს რაჭველი ,,გურჯად!"
სევას, ფარახეთს თავზე ადგია, ხოტევს, ბარაკონს ეხლა ამოდის, რა გახდა მზეო, ერთი ადლია?! გაგვახარე და სტუმრად ჩამოდი!
რაჭა. სოფელი სევა. 1988 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გაიხარეთ! გაგიმარჯოთ საქართველოს სიყვარულში! გაიხარეთ! გაგიმარჯოთ საქართველოს სიყვარულში!
13. თბილია ძალიან, ძალიან5 თბილია ძალიან, ძალიან5
12. ყველა მიყვარს ვისაც რაჭა უყვაარს :) :-* ყველა მიყვარს ვისაც რაჭა უყვაარს :) :-*
11. სალამი კაი კაცს55555555 სალამი კაი კაცს55555555
9. აღარ მევასება ხოლმე პატრიოტული თემები, მით უმეტეს არცთუ ნიჭიერად დაწერილი.. წარმატებები ანყწაყ. აღარ მევასება ხოლმე პატრიოტული თემები, მით უმეტეს არცთუ ნიჭიერად დაწერილი.. წარმატებები ანყწაყ.
7. არა, ვერა, სულ ვამბობ რომ მარტო სულისკვეთება არ კმარა პატრიოტული თემისთვის... სრულყოფილს რაც შეეხება იხ. დ. შემოქმედელი "ესა ვათ, რაც ვართ..." არა, ვერა, სულ ვამბობ რომ მარტო სულისკვეთება არ კმარა პატრიოტული თემისთვის... სრულყოფილს რაც შეეხება იხ. დ. შემოქმედელი "ესა ვათ, რაც ვართ..."
6. მელოდიური ლექსია, მიუხედავად იმისა, რომ ცვალებადი რიტმი აქვს. განწყობაც კარგია, ქართული... და ფრაზებიც ლამაზია. მელოდიური ლექსია, მიუხედავად იმისა, რომ ცვალებადი რიტმი აქვს. განწყობაც კარგია, ქართული... და ფრაზებიც ლამაზია.
2. სულ მზეზე გევლოს. სულ მზეზე გევლოს.
1. რა გითხრა აბა პატრიოტული ლირიკის დაწერის სურვილისთვის გაიხარე. აი რამდენად განახორციელე. მე ვერ... წარმატებები:) რა გითხრა აბა პატრიოტული ლირიკის დაწერის სურვილისთვის გაიხარე. აი რამდენად განახორციელე. მე ვერ... წარმატებები:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|