 | ავტორი: ვასო ჟანრი: თარგმანი 3 აპრილი, 2008 |
მზერას ძირს მიაპყრობ, გზაზე მიდიხარ, რაღაცით მგევხარ. თვალებს მეც ძირს ვხრიდი – ასე! გამვლელო, შეჩერდი ერთხანს!
ბაიას, ყაყაჩოს ერთად რომ კონავ – შეავლე თვალი, სახელად მარინა მერქვა, რამდენი წლის ვიყავ, თვალე.
ნუ ფიქრობ – სამარის პირად მუქარით წამოვდგე ლამის... მიყვარდა სიცილი ხშირად, როცა დრო არ იყო ამის!
ღაწვები ალისფრად მენთო, გრუზა თმით თითქოსდა მგევხარ... მეც ვიყავ გამვლელი ერთ დროს! გამვლელო, შეჩერდი ერთხანს!
მოწყვიტე, ვიდრემდე წახვალ ეს კენკრა, წითელი ღაწვზე, - ამქვეყნად ვერაფერს ნახავ უტკბილესს საფლავის მარწყვზე.
ოღონდაც, პირქუშად ნუ ხარ, დაბლა ნუ დაღუნავ კისერს, მცირე ხნით თუ ჩემზე სწუხარ, მალე დამივიწყე ისევ.
მზის სხივი გადგია თავზე!.. თითქოსდა ოქროს ფუნჯს გისმევს... - და ნუ შეგაშფოთებს ასე, ჩემს ხმას რომ მიწიდან ისმენ.
ПРОХОЖИЙ
Идешь, на меня похожий, Глаза устремляя вниз. Я их опускала — тоже! Прохожий, остановись!
Прочти — слепоты куриной И маков набрав букет, Что звали меня Мариной, И сколько мне было лет.
Не думай, что здесь — могила, Что я появлюсь, грозя... Я слишком сама любила Смеяться, когда нельзя!
И кровь приливала к коже, И кудри мои вились... Я тоже была, прохожий! Прохожий, остановись!
Сорви себе стебель дикий И ягоду ему вслед,— Кладбищенской земляники Крупнее и слаще нет.
Но только не стой угрюмо, Главу опустив на грудь, Легко обо мне подумай, Легко обо мне забудь.
Как луч тебя освещает! Ты весь в золотой пыли... — И пусть тебя не смущает Мой голос из-под земли.
3 мая 1913, Коктебель
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მე მომეწონა +2 მე მომეწონა +2
6. მიყვარს ეს ლექსი,მახსოვს სხვა საიტიდანაც მიყვარს ეს ლექსი,მახსოვს სხვა საიტიდანაც
5. მართალი ხარ, მაგრამ ეს სიტყვა რითმას "შევწირე" :) მგონი, ზოგჯერ გამართლებულია ასეთი რამ... არ ვიცი... ვიფიქრებ მაინც :) გმადლობ! მართალი ხარ, მაგრამ ეს სიტყვა რითმას "შევწირე" :) მგონი, ზოგჯერ გამართლებულია ასეთი რამ... არ ვიცი... ვიფიქრებ მაინც :) გმადლობ!
4. მომწონს თქვენი ლექსები და თარგმანები! მომწონს თქვენი ლექსები და თარგმანები!
3. ორივე ენაზე მომეწონა შენ კი დიდი მოკითხვა ჩემგან ორივე ენაზე მომეწონა შენ კი დიდი მოკითხვა ჩემგან
2. კარგი თარგმანია. კარგი თარგმანია.
1. მიყვარს ეს ლექსი რუსულადაც :) შესანიშნავია ქართული თარგმანიც. მე განსაკუთრებით ეს სტროფი მომეწონა - ბაიას, ყაყაჩოს ერთად რომ კონავ – შეავლე თვალი, სახელად მარინა მერქვა, რამდენი წლის ვიყავ, თვალე.
მიყვარს ეს ლექსი რუსულადაც :) შესანიშნავია ქართული თარგმანიც. მე განსაკუთრებით ეს სტროფი მომეწონა - ბაიას, ყაყაჩოს ერთად რომ კონავ – შეავლე თვალი, სახელად მარინა მერქვა, რამდენი წლის ვიყავ, თვალე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|