 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 13 ნოემბერი, 2016 |
დღესაც წვიმაში ვიბოდიალე, დღესაც გეძებე ყველგან თვალებით, ეხ,ალბათ მალე გამოიდარებს, დაგისველდება კარგო წარბები, როდესაც სადმე,ფოთლებმოძარცვულ ქუჩაში ისევ გადამაწყდები, და ატირდები,და გამწარდები ვერ დამალავენ ცრემლებს წვიმები. დღესაც ქუჩაში ვიხეტიალე, მაწვიმდა ძლიერ,მაწვიმდა როგორ, და ჩემი სული,ნატანჯი სული, მოჰგავდა ქარში ჩაფერფლილ კოცონს. მიყვარდი ადრე,მიყვარხარ ახლა, ვერ მოერევა ამას დროება, და ჩემი ხელი,უსულო ხელი, კვლავ შენს ხელის გულს დაელოდება. დღესაც წვიმაში ვიხეტიალე დღესაც გეძებე ყველგან თვალებით, ეხ ალბათ მალე გამოიდარებს, ეხ ალბათ მალე გამოიდარებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დათუთქული, დამწვრული,
გამოიდარებს, გამოიდარებს, აუცილებლად გამოიდარებს! დათუთქული, დამწვრული,
გამოიდარებს, გამოიდარებს, აუცილებლად გამოიდარებს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|