ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანონიმი ჯენი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2016


არაბუნებრივად დიდი სათაური ჩემს პატარა ნაწერს

ავადმყოფურად თეთრია და
გაყინული ჩემი ფეხები;
ხელები - ჭრელი..
(ეს ყველაფერი -
აგვისტოს ფონზე)
ვზივარ ოთახის ერთადერთ
მზიან წერტილში
და ფანჯრიდან ვაგდებ,
ვანაკუწებ,
საკუთარ სხეულს,
საკუთარ ფიქრებს,
თვალებს ვახუნებ და,
აი,
ისე -
როგორც ბალიშებს უვლიან ჩემთან -
ფანჯრის რაფაზე
თავს ვამზეურებ.
30.08

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები